რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მინდა, შევიძინო ავტომობილი „სუბარუ ფორესტერი„ – ტურბინიანი. რას მირჩევთ, მექანიკური მართვის კოლოფით ჯობია თუ ავტომატურით? თუ არის ეს უსაფრთხო, რესურსიანი და კომფორტული ავტომობილი ოჯახისთვის?
პასუხი: „სუბარუს„“ ძირითადი სისუსტე სიჩქარეების კოლოფია, მნიშვნელობა არ აქვს ის მექანიკურია თუ ავტომატური. რაც შეეხება სავალ ნაწილს, ის საკმაოდ მტკიცეა. ყველაზე მეტად კი თქვენს შეკითხვაში ტურბინირებულ ძრავას მინდა გავუსვა ხაზი. ის ფაქიზია იმისთვის, რომ დიდი ხნის მუშაობის რესურსი მოვთხოვოთ და გაუმაძღარი იმისთვის, რომ ეკონომია მოვთხოვოთ. შესაბამისად, თუ ოჯახზე ზრუნავთ და არა ავტომობილის სიმძლავრით მინიჭებულ სიამოვნებაზე, მაშინ უმჯობესი იქნება არატურბინირებული ძრავით აღჭურვილი „სუბარუ„ შეიძინოთ, რომლის კოლოფიც ნაკლებად დაზიანდება ან სულაც რაიმე სხვა მოდელი შეარჩიოთ.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ ჯეტა“, 2001 წლის, ტიპ-ტრონიკი. სიჩქარეთა სხვადასხვა პოზიციაში გადატანისას, ვთქვათ R, N ან D-ში, პატარა ხმა აქვს, თითქოს დგაფუნობს. სახიფათოა თუ არა ეს, როგორ გამოვასწორო აღნიშნული გაუმართაობა და საერთოდ, რა შემთხვევებში იცვლება სიჩქარეთა კოლოფში ზეთი? როგორ უნდა დადგინდეს გამოსაცვლელია თუ არა ის?
პასუხი: პოზიციებში გადატანისას თუ ხმა აქვს და ამავდროულად, ალბათ, ბიძგიც იგრძნობა ძარაზე, აქ უკვე ტრანსმისიის გაუმართაობასთან გვაქვს საქმე. თუმცა, კონკრეტულად რა არის პრობლემა ცოტა ძნელი სათქმელია. უმჯობესია, ხელოსანს აჩვენოთ. რაც შეეხება ზეთის კოლოფში შეცვლას, ის, დაახლოებით, ყოველ 50 000 კილომეტრის გავლის შემდეგ იცვლება. ხოლო თუ რა მდგომარეობაშია ზეთის დონე ამის დადგენაც არ არის რთული. თუ ავტომატური კოლოფი სიჩქარეების გადართვას აგვიანებს, ანუ სიჩქარეებს დიდი ინტერვალებით რთავს, ესე იგი ზეთი გამოსაცვლელია. გარდა ამისა, შესაძლებელია, შუქზეც ნახოთ თუ როგორ მდგომარეობაშია ზეთი.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ნისან-ქაშქაი“. უკანა ნაწილში ისმის პლასტმასის ჭრიალი. ეს ამ ავტომობილის დეფექტით არის გამოწვეული თუ რამე პრობლემა აქვს? იქნებ დამიხასიათოთ ამ მანქანის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
პასუხი: ეს არ მგონია მანქანის დეფექტი იყოს. შესაძლებელია, რომელიღაც პლასტმასის ნაჭერია უკანა საბარგულში მოშვებული, ან რომელიმე „შპილკა“ გატეხილი. თუ პლასტმასის მასალაა დეფორმირებული მანქანა მიიყვანეთ ეგრეთ წოდებულ „აბივშიკთან“ და პრობლემას გამოასწორებთ.