კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი სალათა შევთავაზოთ დღის ბოლოს ოჯახის წევრებს და რატომ არის ყველაზე გემრიელი ჰოლანდიური წესით მომზადებული თევზი


ადამიანმა თავისი ორგანიზმი სწორედ ახლა უნდა გამოკვებოს საჭირო და აუცილებელი ვიტამინებით, ჭამოს ბევრი ხილი და ბოსტნეულისგან მომზადებული სხვადასხვანაირი კერძები. ისიც გაითვალისწინეთ, რომ საკუთარ კუჭს უნდა გაუფრთხილდეთ – არ გადატვირთოთ, ასიამოვნოთ და თან, არც გემრიელი საჭმელი უნდა მოაკლოთ. მოკლედ, თუ როგორ მოვამზადოთ ასეთი გემრიელი კერძები, თითის ჩასაკვნეტი დესერტები და ახალი ხილ-ბოსტნეულის მსუბუქი სალათები, ამაზე სომელიეს, თეიმურაზ ბენიძეს ვთხოვეთ რჩევა. სწორედ მან მოგვაწოდა ისეთი რეცეპტები, რომლებიც ნებისმიერი დიასახლისისთვის და ასევე, საქმიანი ქალბატონებისთვის მისაღები და ადვილად მოსამზადებელია.


თეიმურაზ ბენიძე: ახალი ხილი და ბოსტნეული დიასახლისს აძლევს შანსს, კულინარიული ფანტაზიები გამოავლინოს და ორიგინალური კერძები შესთავაზოს ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს. მინდა, შემოგთავაზოთ უგემრიელესი – ბოსტნეულის, თევზისა და დესერტთა რეცეპტები. საერთოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის სეზონურ კვებას. ახლა კი ის დროა, როცა მსუბუქად და გემრიელად უნდა ვიკვებოთ, თანაც, ნატურალური, ახალი ხილ-ბოსტნეულით მომზადებული კერძებით გავინებივროთ თავი. ახლა თევზეულისა და ხილ-ბოსტნეულის სეზონია. სწორედ ამ პროდუქტებით მომზადებული საკვები უნდა მიირთვათ. მაგალითად, მინდა, გაგანდოთ სალათა „ნიცას“ რეცეპტი, რომელიც უგემრიელესი, უმსუბუქესი და ულამაზესია. ამის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 5 ცალი მოხარშული კარტოფილი, 1 თავი ხახვი, 4 ცალი პომიდორი, 5-6 ცალი სალათის ფურცელი, 400 გრამი თევზი თინუსის კონსერვი, 2 სუფრის კოვზი ღვინის ძმარი, 2 მოხარშული კვერცხი, 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 200 გრამი უკურკო ზეთისხილი და მარილი გემოვნებით. მოკლედ, თინუსის კონსერვი გადმოიღეთ თუშფალანგზე, მოხარშული კარტოფილი დაჭერით წვრილად და დაამატეთ დაჭრილი მოხარშული კვერცხი და პომიდორი, ასევე, ხელით დაქუცმაცებული სალათის ფურცლები, ზეთისხილი, გრძლად დაჭრილი ხახვი. კარგად ამოურიეთ, მოასხით ძმარი და ზეთი. ისევ კარგად ამოურიეთ. შემდეგ, მოაყარეთ პილპილი და მარილი გემოვნებით. ცოტა ხნით შედგით მაცივარში და სამსახურიდან მოსულ ოჯახის წევრებს შესთავაზეთ. მერწმუნეთ, მისი ჭამის შემდეგ, დაღლაც მოეხსნებათ და დაკარგულ ძალებსაც ადვილად აღიდგენენ. ამას სალათა „ნიცა“ ნამდვილად შეძლებს. ასევე, აქვე შემოგთავაზებთ ხილის სალათს ლიქიორით, რომელსაც „დე ბორა“ ჰქვია და ის ინგლისელების უსაყვარლესი, ეგზოტიკური დესერტი-სალათია. აიღეთ 2 კივი, 1 ბანანი, 200 გრამი მარწყვი, 1 ვაშლი, 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი, 3 სუფრის კოვზი „ამარეტო“, 2 სუფრის კოვზი ანანასის წვენი. აიღეთ გამჭვირვალე ჯამი. კივი, ბანანი, მარწყვი და ვაშლი დაჭერით პატარა კუბიკებად, ჩაყარეთ ჯამში და მოასხით „ამარეტო“, ანანასის წვენი და დააყარეთ შაქრის პუდრი. შეგიძლიათ, შაქრის მაგივრად გამოიყენოთ ნაღების იოგურტი ან გათქვეფილი არაჟანი. შემდეგ ჩაასხით უფეხო, გაშლილ, ლამაზ, გამჭვირვალე ჭიქებში და ჩაციებული მიართვით სუფრის წევრებს ან ისეთ სტუმარს, რომელსაც დიდ პატივს სცემთ. მერწმუნეთ, ხილის სალათა – „დე ბორა“ ისეთი დასაგემოვნებელია, რომლითაც უსიტყვოდ გამოუტყდებით სიყვარულში ახლობელ ადამიანებს.

– ამბობენ, ყველაზე გემრიელი ჰოლანდიურად მომზადებული თევზიაო. როგორ მოვამზადოთ თევზი ისე, რომ თითები ჩავიკვნიტოთ?

– მართალია, ჰოლანდიური წესით მომზადებული თევზის კერძები ძალიან გემრიელი, ორგანიზმისთვის სასარგებლო და იმავდროულად, ლამაზიცაა. ჰოლანდიაში დიდ პატივს სცემენ სწორედ თევზით მომზადებულ კერძებს და უამრავი უცხო და გემრიელი კერძის რეცეპტიც აქვთ. შემოგთავაზებთ ერთ-ერთ მათგანს. მის მოსამზადებლად კი დაგჭირდებათ: 600 გრამი თევზი, უმჯობესია სკუმბრიას ჯიშის, 1-2 სუფრის კოვზი კარაქი, 2 ცალი კვერცხი, ლიმონის წვენი გემოვნებით, 1-2 კონა ოხრახუში ან კამა და მარილი გემოვნებით. მოკლედ, გასუფთავებული, კარგად გარეცხილი თევზი დაჭერით და მოხარშეთ. ცალკე ქვაბში შეადნეთ, კარაქი, დაუმატეთ დაკეპილი მოხარშული კვერცხი, დაჭრილი ოხრახუში ან კამა. თევზის მოხარშვის დროს მიღებული 2 სუფრის კოვზი ბულიონი, ლიმონის წვენი და მარილი გემოვნებით. ნაჭრებად დაჭრილი და მოხარშული თევზი დააწყვეთ ლამაზ, სამკუთხედი ფორმის იისფერ ლანგარზე, გვერდებზე მოუწყვეთ მოხარშული კარტოფილი და ზედ გადაასხით მომზადებული საწებელი. მოაყარეთ დაჭრილი კამა ან ოხრახუში, რომ გაალამაზოთ და ასე მიიტანეთ სუფრაზე. მოკლედ, ჯერ დააგემოვნეთ ეს კერძი და შემდეგ საკუთარი აზრები თამამად გამოთქვით. თუ არასასიამოვნო შეხვედრა გელით, მიირთვით ჰოლანდიური წესით მომზადებული თევზი და წადით თამამად. დამიჯერეთ, ეს კერძი ამ დროს გაბედულებას, ბრძოლისუნარიანობას შეგმატებთ.

– თეიმურაზ, გამიგია, თითქოს ზოგიერთი კერძის მირთმევის შემდეგ, ადამიანს სიმართლის აღქმის უნარი უმახვილდება და უფრო რეალურად აფასებს მიმდინარე ფაქტებსო. შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს და რომელი კერძით შევძლებთ რეალობის უკეთ აღქმა-დანახვას?

– (იცინის). მართალია, ასეთი კერძი ნამდვილად არსებობს და მისი მირთმევა ბევრს არ უყვარს, რადგან ისეთ დროში ვცხოვრობთ, სიმართლის გაგებას ილუზიებსა და ფანტაზიებში ცხოვრება გვირჩევნია, მაგრამ, რადგან დაინტერესდით, გეტყვით, რომ სიმართლის აღქმის უნარს აუმჯობესებს ფრანგული კერძი, რომელსაც „მწარე სიმართლე“ ჰქვია. ისეთი ლამაზია ვიზუალურად, დარწმუნებული ვარ, რომ დაინახავთ, მისი დაგემოვნება ისე მოგინდებათ, იმწუთას, არც რეალობა გაგახსენდებათ, არც წარსული და არც აწმყო (იცინის). „მწარე სიმართლე“ გულსართიანი წიწაკით და პომიდვრით მზადდება. მისთვის კი საჭირო ინგრედიენტებია: 400 გრამი შებოლილი ძეხვი, მწვანე ხახვი – 1 კონა, 150 გრამი კარაქი, 150 გრამი ყველი, 2-3 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა, 2-3 ცალი პომიდორი. ძეხვი და ხახვი დაჭერით წვრილად და აურიეთ კარაქში და გახეხილ ყველში. ბულგარულ, მწვანე წიწაკას და პომიდორს ამოაცალეთ გული. გამოტენეთ მიღებული მასით და შედეთ მაცივარში, დაახლოებით, სამი საათი. სუფრასთან მიტანამდე, გამოიღეთ მაცივრიდან და დაჭერით რულეტივით. დააწყვეთ ოვალური ფორმის ლანგარზე ლამაზად.

– საღამოს ბევრს უყვარს პირის ჩატკბარუნება გემრიელი დესერტებით. ძირითადად, კი ისეთ „გემრიელობებს“ ანიჭებენ უპირატესობას, რომელშიც ბევრი მარწყვი და შოკოლადია. ასეთ გემრიელ რეცეპტსაც ხომ გაგვიმხელთ?

– რადგან მარწყვის სეზონი დადგა და შოკოლადითაც ბევრს უყვარს პირის ჩაკოკლოზინება, მაშინ გაგანდობთ ისეთ რეცეპტს, რომელსაც მეშინია, თითები, მართლა არ ჩააკვნიტოთ (იცინის). მოკლედ, ასეთია შოკოლადის ფონდიუ მარწყვით. ამისთვის საჭიროა: 600 გრამი შავი შოკოლადი, 60 გრამი ნაღების კარაქი, 75 მილილიტრი რძე, 100 გრამი შაქარი, ბისკვიტისთვის კი: 6 ცალი კვერცხი, 1 ჭიქა ფქვილი, 200 გრამი შაქარი, 1 პაკეტი საფუარი, 50 მილილიტრი რძე, 30 გრამი ნაღების კარაქი და მწიკვი მარილი. ცალკე მოათავსეთ ამ სეზონის დედოფალი, გემრიელი, გარეცხილი მარწყვი. აურიეთ ერთმანეთში ფქვილი და საფუარი, გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა, გული ათქვიფეთ რძეში, შაქარსა და გამდნარ კარაქში. დაამატეთ ფქვილი და კარგად გათქვიფეთ. ცალკე ჯამში, ათქვიფეთ ცილა მწიკვ მარილთან ერთად, ისე რომ ბეზე მიიღოთ. ბეზეს ფრთხილად დაამატეთ კვერცხის გულის მასა და ურიეთ. შედგით მიღებული მასა ჰაერღუმელში 180 გრადუსზე 25 წუთი და გამოაცხვეთ. დატეხეთ შოკოლადი, ჩაყარეთ კერამიკულ ჯამში, დაამატეთ ცხელი რძე, შაქრის ფხვნილი, კარაქი და კარგად ამოურიეთ. შემდეგ, დადგით ქვაბზე, რომელშიც წყალი დუღს. ეს ყველაფერი მიიყვანეთ ერთგვაროვან მასამდე. მარწყვი გარეცხეთ და დააწყვეთ ცალკე თეფშზე. შოკოლადის მასა დადგით სპეციალურ სადგარზე და ცხელი მიიტანეთ სუფრასთან. მიიტანეთ ასევე გამშრალი ხილი და ბისკვიტი. მოჭრილ ბისკვიტს შეგიძლიათ, მოასხათ ცხელი შოკოლადი, ცალკე ამოაწოთ ამ შოკოლადში მარწყვი და ისე მიირთვათ. ან, ჯერ ბისკვიტი მოჭერით სპეციალური პატარა ჩანგლით, დააგემოვნეთ, მიაყოლეთ შოკოლადი და შემდეგ შოკოლადში ამოვლებული მარწყვი. ეს თქვენს სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.


скачать dle 11.3