„თბილისელების“ სამზარეულო
მაკარონი ბერძნულად
საჭირო ინგრედიენტებია: 400 გრამი ნიჟარისებური მაკარონი, 1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 1 ცალი წითელი, ბულგარული წიწაკა, 1 სადილის კოვზი ზეთი (სიმინდის ან ზეითუნის), 450 გრამი ისპანახი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 150 გრამი ბრინზა ყველი. მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: მაკარონი მოხარშეთ მდუღარე მარილწყალში. ხახვი და ნიორი გაარჩიეთ და წვრილად დაჭერით. წვრილად დაჭერით ბულგარული წიწაკაც. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. მოშუშეთ მასში ხახვი, ნიორი, წიწაკა, გათუთქული ისპანახი. უყავით მარილი და მოასხით ლიმონის წვენი. მაკარონს მოასხით ბოსტნეული და მოაყარეთ დაფხვნილი ყველი.