ჯონსი კალათბურთით დაბრუნდა
მსოფლიოს ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მარიონ ჯონსმა, ტიტულები მას შემდეგ დაკარგა, რაც გასულ წელს აღიარა, რომ წარმატებების უდიდეს ნაწილს აკრძალული პრეპარატების გამოყენების შედეგად მიაღწია. ამას კი ის მოჰყვა, რომ ჯონსთან სარეკლამო კონტრაქტების გაფორმებისგანაც თავს იკავებენ, ანუ შემოსავალი დაკარგა და თავი რამით ხომ უნდა ირჩინოს? ჰოდა, მან ბედის ცდა კალათბურთში გადაწყვიტა და ქალთა საკალათბურთო ასოციაციის კლუბ „ტულსას“ მაისური მოირგო. კალათბურთელი მარიონის სანახავად დარბაზი გაიჭედა, მაგრამ მწვრთნელმა იგი მოედანზე მხოლოდ ოთხი წუთით შეუშვა.
„ბევრს ეგონა, რომ მე მოედანზე სრულ შეხვედრას გავატარებდი, მაგრამ კალათბურთი სხვა სფეროა და მიჩვევა სჭირდება. ოთხი წუთი ნორმალურია, დარწმუნებული ვარ, მომავალ შეხვედრებში მოედანზე უფრო მეტ დროს გავატარებ და გუნდის ლიდერადაც ვიქცევი“, – განაცხადა ჯონსმა.