სერენა თხოვდება
მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი, სერენა უილიამსი გათხოვებას აპირებს. ყოველ შემთხვევაში ამას მისი მეგობარი მამაკაცი, ნაკლებად ცნობილი რეპერი, მეტსახელად კამონუ ამტკიცებს.
„მე სერენასთან თავს იმდენად კარგად ვგრძნობ, რომ მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია. მინდა, მასზე ჯვარი დავიწერო და ეს ძალიან მალე მოხდება“, – განაცხადა რეპერმა.
ამერიკული მედია კი ვარაუდობს, რომ რეპერს სერენაზე მეტად მის მიერ კორტზე ნაშოვნი მილიონები აინტერესებს, რადგან, თურმე, დიდი ხანია, კამონუ ალბომის ჩაწერას აპირებს, მაგრამ საამისო სახსრები არ აქვს. თანხებს უილიამსი უპრობლემოდ მოიძიებს, რადგან, საერთო ჯამში, ჩოგბურთიდან თუ რეკლამებიდან, 100 მილიონ დოლარზე მეტი აქვს ნაშოვნი, მაგრამ რეპერს ბევრის იმედი არ უნდა ჰქონდეს – სერენამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მილიარდერსაც რომ გაჰყვეს ცოლად, საქორწინო კონტრაქტს გააფორმებს, რათა მის მიერ ოფლით ნაშოვნ მილიონებს საფრთხე არ მიადგეს და არავინ წაართვას.