ოვეჩკინმა „ივანუშკის“ რქები დაადგა
გერმანიაში ჰოკეისტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, ტურნირში რუსეთის ნაკრებიც მონაწილეობს. რუსების ლიდერი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული და მაღალანაზღაურებადი ჰოკეისტი, ალექსანდრ ოვეჩკინი გახლავთ და ის ერთადერთია, რომელსაც მომქანცველი სეზონის შემდეგ მწვრთნელი თავისუფალ გრაფიკს აძლევს და თამაშის შემდეგ სასტუმროდან ქალაქში უშვებს.
ჰოდა, გასულ კვირას, ერთ-ერთი ასეთი გასვლის დროს, ოვეჩკინს გვერდს ცნობილი ჯგუფის – „ივანუშკის“ წევრის, ანდრეი გრიგორევის ცოლი, მაშა უმშვენებდა. მართალია, გრიგორევი და ოვეჩკინი მეგობრები არიან, მაგრამ...
– არ ვიცი, რას ეძახის ერთი ან მეორე მეგობრობას, მაგრამ ოვეჩკინი და მაშა ღამის ბარში კარგად შეზარხოშდნენ, მერე ერთმანეთს კოცნა დაუწყეს, ბოლოს კი, როცა მიხვდნენ, რომ პაპარაცების ყურადღება მიიპყრეს, სასტუმროში გადაინაცვლეს.
„ოვეჩკინი ჩემი მეგობარია, ცოლს კი ბოლომდე ვენდობი და მჯერა, ისინი არაფერს გააფუჭებდნენ,“ – ასეთი განცხადება გააკეთა მოსკოვში მყოფმა გრიგორევმა და ძნელია, არ დაეთანხმო იმას, რადგან, რასაც სასტუმროში ჰოკეისტი და მაშა აკეთებდნენ, „რაიმეს გაფუჭებას“ ნამდვილად ვერ დაარქმევ. მაქსიმუმ, ის რამე ცოტა „შეელახათ“.