კიდევ ერთხელ თმის მოვლის შესახებ
ამ სეზონის ტრენდი მაქსიმალურად ახლოა ბუნებასთან. მთავარი კოსმეტიკაში ნატურალური ინგრედიენტებია.
იმისთვის, რომ გქონდეთ ხშირი, ლამაზი და ბზინვარე თმა, თავიდან აიცილოთ ქერტლი და თმის ცვენა, აუცილებელია, თქვენი თმის ტიპის მიხედვით შეარჩიოთ შამპუნი, საპონი, ნიღბები, ბალზამი და ასე შემდეგ.
გთავაზობთ თმის სილამაზის ანბანს
ავოკადო – მდიდარია მკვებავი ელემენტებით. მასში შედის ეთერზეთების 20 პროცენტი და უამრავი ვიტამინი;
ალოე – ცნობილია დამატენიანებელი თვისებებით, შეიცავს ნატურალურ ანტიოქსიდანტებს, C და E ვიტამინებსა და ბეტა-კუაროტინს;
კაკაოს ცხიმი – შეიცავს მატონიზებელ ნივთიერებებს, ასევე, ანტიდეპრესანტ ფენილეფილამინს, რომელიც აუცილებელია დაზიანებული თმისთვის;
შტოში – გამოირჩევა ვიტამინ-ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით, რაც თმას იცავს თავისუფალი რადიკალების ნეგატიური ზემოქმედებისა და გარემოს მავნებელი გავლენისგან;
ლიმონი – შეუცვლელი მკვებავი და კოსმეტიკური პროდუქტია;
ცაცხვი – მდიდარია ეთერზეთებით. არის თმის საუკეთესო დამარბილებელი საშუალება;
მანგო – შეიცავს 12 იშვიათ და შეუცვლელ ამინომჟავებს, რაც აუცილებელია თმის ზრდისთვის;
თაფლი – აღმდგენი, მკვებავი და ძირების გასამაგრებელი საშუალებაა;
ორქიდეის ექსტრაქტი – თავის კანის შესანიშნავი დამამშვიდებელი და მატონიზებელი საშუალებაა;
გვირილა – არბილებს და ოქროსფერ ელფერს სძენს თმას;
კვერცხი – ლეციტინისა და ამინომჟავების წყაროა. იცავს თმას დაზიანებისგან და კვებავს როგორც ძირებს, ისე თავად თმის ღერს.
როგორი თმისთვის რომელი
შამპუნი უნდა შეიძინოთ
* ნორმალური თმისთვის – შამპუნი გვირილისა და თაფლის შემადგენლობით;
* „ჩამქრალი“, ბზინვარებას მოკლებული თმისთვის – ორქიდეის ექსტრაქტით;
* დაზიანებული, ბოლოებგაყოფილი თმისთვის – ავოკადოს ზეთით;
* შეღებილი და მელირებული თმისთვის – შტოშის ზეთით;
* ყველანაირი ტიპის თმისთვის – ალოეს ექსტრაქტით;
* თმის ყოველდღიური მოვლისთვის (მამაკაცებისთვის) – ლიმონის ექსტრაქტით.