დიეტური რჩევები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის
მეცნიერულად დადასტურებულია: თქვენი ჯანმრთელობა 80 პროცენტით არის დამოკიდებული იმაზე, რას მიირთმევთ.
„დიაბეტუს მელიტუს“: ტკბილი, როგორც თაფლია – ასეთია შაქრიანი დიაბეტის ლათინური სახელწოდება.
პირველი ვარიანტი (ინსულინზე დამოკიდებული) დამახასიათებელია პირველი ტიპის დიაბეტისთვის ან ახალგაზრდული ასაკისთვის: ის გვხვდება ბავშვებსა და ახალგაზრდებში, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ გადაჭარბებული სიგამხდრისკენ.
მეორე ვარიანტია დიაბეტის მეორე ტიპი, რომელიც დღეს ყველა ასაკის ადამიანებში შეიძლება შეგვხვდეს. ამ სახეობით ავადდებიან განსაკუთრებით ისინი, ვისაც მიდრეკილება აქვთ გადაჭარბებული სიმსუქნისკენ. მათში, ვისაც წონა ნორმაში აქვთ, შაქრიანი დიაბეტი 12-ჯერ ნაკლებად გვხვდება.
უსაფრთხოების ტექნიკა
* ვერ მოასწარით სადილობა? ვახშამი დაიწყეთ ტკბილით: შოკოლადის პატარა ნაჭრით, 1 ჩაის კოვზი თაფლით და 1 ცალი კანფეტით. ეს დააჩქარებს სისხლის გლუკოზით გაჯერებას და შეამცირებს შიმშილის გრძნობას.
არავითარი რამის დამატება!
* გაგიარათ შიმშილის პირველმა ტალღამ? შეიმუშავეთ მტკიცე და მყარი რეჟიმი; საკვები მიირთვით ზუსტად ერთსა და იმავე დროს და დაგიბრუნდებათ ზომიერი შიმშილის შეგრძნება. შედეგად კი, ყოველ კვებაზე იკმარებთ ნაკლები რაოდენობის საკვებს და თანდათან დაიკლებთ წონაში. ყოველი დაკარგული ნახევარი კილოგრამი 2 პროცენტით ამცირებს დიაბეტის რისკს;
* არ ჭამოთ ღამით! ამით აიძულებთ კუჭქვეშა ჯირკვალს, გადატვირთვით იმუშაოს, რითაც შეუქმნით თქვენს ორგანიზმს დიაბეტის ხელშემწყობ ფონს;
* იმისთვის, რომ დაიოკოთ უდროო შიმშილი, მოადუღეთ გვირილის ჩაი და მიირთვით 1 ჩაის კოვზ თაფლთან ერთად;
* თეთრი, რაფინირებული შაქარი ამოშალეთ თქვენი მენიუდან. შეგიძლიათ, ხანდახან ჩაანაცვლოთ ყავისფერი შაქარი, მცირე რაოდენობით;
* თუ გიყვართ ტკბილი ფაფა და ხაჭო, შაქრის ნაცვლად მოაყარეთ ცოტა ქიშმიში, კურაგა ან შავი ქლიავის ჩირი;
* შაქრიანი ყავის ან ჩაის ნაცვლად დალიეთ ახალგამოწურული ხილის ან ბოსტნეულის წვენები;
* მიღებული ქოლესტერინის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 მილიგრამს. მისი შემადგენლობის რაოდენობა მითითებულია პროდუქტის შეფუთვაზე;
* ჭამეთ ძირითადად მცენარეული (ცოცხალი) საკვები – ის საერთოდ არ შეიცავს ქოლესტერინსა და ცხიმებს, რაც ამცირებს დიაბეტის გაჩენის რისკს;
* „ძალიან ცუდი“ ქოლესტერინი შედის ჰამბურგერებსა და კარტოფილში „ფრი“. გარდა ამისა, ფასთ-ფუდებში მომზადებული საკვები სამჯერ უფრო საშიშია სისხლძარღვებისთვის.