ჰიპერტონიის მკურნალობას მწვანე ჩაის ნაყენით შეძლებთ
ასაკის მატებასთან ერთად სისხლძარღვების სიმყიფე მატულობს. იზრდება მათი გამტარუნარობა და სისხლჩაქცევების მეტი საფრთხე ჩნდება. სისხლძარღვების კედლების გამაგრება, გამტარუანრიანობისა და შიდა სისხლჩაქცევების შემცირება მწვანე ჩაით შეიძლება. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მას რეგულარულად სვამთ.
ჩაი ასევე, კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანებისთვის. პირველი და მეორე ხარისხის ჰიპერტონიით დაავადებულებში, რომლებიც ხშირად სვამდნენ ჩაის, არტერიული წნევა ოცი ერთეულით დაბლა იწევდა. ეს გამოკვლევებმა ცხადყო. ჰიპერტონიის სამკურნალოდ, სანამ მწვანე ჩაის დააყენებთ, მას ჯერ თბილი წყალი უნდა გადაავლოთ, რათა მასში კოფეინის რაოდენობა შემცირდეს. კოფეინი, როგორც მოგეხსენებათ, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე აღმგზნებად მოქმედებს. სწორედ ამის გამო უნდა გადაავლოთ მას თბილი წყალი. შემდეგ, ჩაის ადუღებული წყალი დაასხით და დაახლოებით, 15-20 წუთი დადგით ოთახის ტემპერატურაზე. დალიეთ დღეში სამჯერ, თითო-თითო ჩაის ჭიქა, ჭამის შემდეგ. მთელი დღის განმავლობაში მიღებული სითხის რაოდენობა ლიტრ-ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემა ზედმეტად არ გადაიტვირთოს.
ჩაის რეგულარული სმით თქვენ შეძლებთ ტვინის ქსოვილების რღვევის შემცირებას, ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ინსულტია.
ჩაი ასევე, დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე.