კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გული – სხეულის გარეთ

ინდოეთის შტატ ბიხარაში დაიბადა ბავშვი უიშვიათესი გულის მანკით: მას გული სხეულის გარეთ აქვს.

მანკი, რომელსაც ეკტოპია ეწოდება, ძალზე იშვიათია – 1 მილიონიდან 7,9 ბავშვი. მათგან 90 პროცენტი მკვდარი იბადება ან პირველი სამი დღის განმავლობაში კვდება.

ბიხარაში მცხოვრები ღარიბების შვილს გაუმართლა – ავადმყოფი ბავშვი, რომლის გულიც გაოცებული მშობლებისა და ექიმების თვალწინ ფეთქავს, გადარჩა. უფრო მეტიც, მისი ყველა ორგანო ნორმალურად ფუნქციონირებს.

ბიხარის სამშობიაროს ექიმებმა, სადაც ბავშვი დაიბადა, მამისა და სანიტრის თანხლებით ახალშობილი ნიუ-დელიში გაგზავნეს. შემდეგ კი ოპერაციისა და შემდგომი მკურნალობისათვის, გადაიყვანეს სრულიად ინდოეთის მედიცინის მეცნიერებათა ინსტიტუტში.

ერთადერთი ადამიანი, რომელმაც შეძლო, ზრდასრულ ასაკამდე ეცოცხლა, მიუხედავად თანდაყოლილი ეკტოპიისა, არის ამერიკელი კრისტოფერ უილი. აქამდე მას 15 სარისკო ოპერაცია გაუკეთეს, რის შედეგადაც მისი გული მკერდის ღრუში მოთავსდა. ამას წინათ უილმა დაბადების 34 წლისთავი აღნიშნა.


скачать dle 11.3