როგორ აღვიდგინოთ დაქვეითებული ენერგეტიკული ბალანსი
ადამიანისთვის ენერგიის დროულად აღდგენა და სტრესის დაძლევა ძალიან მნიშვნელოვანია. გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ამ მხრივ ნამდვილად დაგეხმარებათ:
* თუ მთელი ღამის განმავლობაში ცუდად გძინავთ, ძალების აღსადგენად დილით მიიღეთ კონტრასტული შხაპი. ასევე დალიეთ ერთ ჩაის ჭიქაში გახსნილი ერთი სადილის კოვზი ნატურალური თაფლი. დაჯექით, ორი წუთით დახუჭეთ თვალები, ორგანიზმი დაძაბეთ, შემდეგ კი თვალები გაახილეთ და მოდუნდით.
* თუ მოდუნებული ხართ, წინ კი მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით, ცივი წყლით დასველებული პირსახოცით ან ყინულის ნაჭრით დაიზილეთ კისერი და ყელი.
* თუ იცით, რომ წინ არასასიამოვნო შეხვედრა და საუბარი გელით, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თავდაცვის გამომუშავება. კერძოდ, ხელები და ფეხები გადააჯვარედინეთ და მოსაუბრეს თვალებში უყურეთ. ხოლო, სანამ შეხვედრაზე წახვალთ, დალიეთ უშაქრო ჩაი ან ყავა.
* თუ შინაგანად აფორიაქებული ხართ, დალიეთ ორი ჩაის ჭიქა ცივი წყალი. სასურველია ამ დროს მინერალური წყლის დალევაც. ასევე, ორი-სამი წუთის განმავლობაში იზილეთ ყურის ბიბილოები და კისერი.
* თუ თავს გამოფიტულად გრძნობთ და მიხვდით, რომ ენერგია გამოგეცალათ, აუცილებლად მიიღეთ ძილის წინ კონტრასტული შხაპი; ათი წუთის განმავლობაში წამოწექით, დახუჭეთ თვალები და ეცადეთ, გონება გათიშოთ, არაფერზე იფიქროთ და მოდუნდეთ. ყურადღების კონცენტრაციისთვის კი რამდენჯერმე მოხარეთ და გაშალეთ ხელის თითები, თავი ხან მარცხნივ, ხანაც მარჯვნივ მიაბრუნ-მოაბრუნეთ.