კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი წლისაა კახა ბარკალაიას კოლექცია და რომელი ავტომანქანით მოძრაობდა იოსებ სტალინი


კახა ბარკალაიამ სამოდელო ავტომანქანების კოლექციის შეგროვება 12 წლის ასაკიდან დაიწყო. ამჟამად მის კოლექციაში 1:43 მასშტაბის ას ორმოცდაათზე მეტი საბჭოთა მოდელია წარმოდგენილი. თუ რა არის კახასთვის ყველაზე სასურველი საჩუქარი, ვინ უვლის მის კოლექციას და სად შეიძლება მისი ნახვა ყოველ ღამის თორმეტ საათზე ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

კახა ბარკალაია: როგორც ყველა ბიჭს ავტომანქანები ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა. თუმცა, კოლექციონერობაზე ფიქრი 12 წლის ასაკიდან დავიწყე, მაშინ როდესაც პირველი სამოდელო ავტომანქანა მაჩუქეს.

ამ კოლექციაში თავმოყრილია საბჭოთა პერიოდში წარმოებული ავტომანქანების მოდელები. იქნება ეს სპეცდანიშნულების, სხვადასხვა მომსახურების, სატვირთო თუ მსუბუქი ავტომანქანები. აქ წარმოდგენილი ყველა მოდელი ერთმანეთისგან განსხვავდება.

– განსაკუთრებით რომელი მოდელი მოგწონთ ამ კოლექციიდან?

– მომწონს ეს მიკროავტობუსი. გახსოვთ ალბათ, ასეთი „რაფები“, არც ისე დიდი ხნის წინათ მოძრაობდნენ ჩვენს ქალაქში. აქვეა „ნივა,“ რომელიც ძალიან კარგი შესრულებულია, ის სამოცდაათზე მეტი ცალკეული დეტალისგან შედგება.

– დღეისთვის რამდენი მოდელია ამ კოლექციაში თავმოყრილი?

– მოდელების სრული პაკეტი არ მაქვს. დაახლოებით ორმოცდაათამდე მოდელი აკლია, რომ ეს კოლექცია სრულყოფილი იყოს. სატვირთო მანქანების ყველა მოდელი მაქვს, ავტობუსების სერია არ მაქვს შევსებული.

– რაც შეეხება სპეცდანიშნულების ავტომანქანებს?

– აქ წარმოდგენილია ყველა თაობისა და სერიის სახანძრო, სასწრაფო დახმარებისა და როგორც მაშინ უწოდებდნენ, „გაის“ და „მილიციის“ ავტომანქანები.

– როგორც ვხედავ, სამთავრობო დანიშნულების ავტომანქანებიდან, თითქმის ყველა თაობაა წარმოდგენილი?

– სამთავრობო დანიშნულების ავტომანქანების სერია ნამდვილად სრულყოფილია ამ კოლექციაში. დაწყებული 1938 წლის მოდელიდან 1998 წლის მოდელამდე.

– რომელ მოდელს გამოარჩევდით ამ სერიიდან?

– ეს არის 1938 წლის „ზის 110“ (ზავოდ იმენი სტალინა), ეს მოდელი ემსახურებოდა იოსებ სტალინს. ასევე, გამოვყოფდი „ჩაიკას“, 1965 წლის მოდელს. ის ძალიან იშვიათია და ბევრი კოლექციონერი ნადირობს მასზე. ჩემს კოლექციაში კი, სრულიად შემთხვევით მოხვდა. ახლობელმა გოგონამ მაჩუქა სრულიად მოულოდნელად და ეს ყველაზე სასურველი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩემთვის. ძალიან გამახარა. სამოდელო ავტომანქანა ყველაზე სასურველი და ფასეული საჩუქარია ჩემთვის.

– თქვენთვის სასურველი საჩუქრის შესახებ ყველაფერი გასაგებია, თვითონ თუ შეგიძლიათ გაჩუქება?

– ეგ არ არსებობს. ის კი არა, მეგობრები რომ მოდიან, ხშირად უკითხავთ, რამე რომ იყოს, არ გაყიდი ამ კოლექციასო?

– თქვენ რას პასუხობთ?

– ვერ წარმომიდგენია რა უნდა გამიჭირდეს საიმისო, რომ ამ კოლექციის რომელიმე ნიმუშს შეველიო. ამ კოლექციას მე ვერასოდეს დავთმობ. რაც ღირს ათი და ოცი იმდენი რომ შემომაძლიონ, არ არსებობს ეგეთი რამე.

– როგორ ირჩევთ ნიმუშებს ამ კოლექციისთვის?

– ამ მოდელებს ფერების მიხედვით ვარჩევ. მაგალითად, „ჟიგულების“ სერიიდან ყველაზე მასიური და სასურველი იყო შინდისფედი „07“, ან შავი „24“, გახსოვთ ალბათ, ეს გამოთქმები და ჩემი კოლექციის ნიმუშებიც იმდროინდელ მოთხოვნათა შესაბამისად გროვდებოდა.

– ერთმა კოლექციონერმა მითხრა, ერთ-ერთი მოდელის შესაძენად ბანკიდან კრედიტი გამოვიტანეო.

– მე ლომბარდში მაქვს დაგირავებული ნივთები სასურველი მოდელის შესაძენი თანხის შესაგროვებლად. როგორც წესი, ყოველ ღამით, 12 საათის შემდეგ, სავაჭრო ბირჟაზე რომ გროვდებიან ხოლმე, ისე ყველა კოლექციონერი კომპიუტერს უზის, რადგან ინტერნეტ-მაღაზიებში ამ დროისთვის, გასაყიდად გამოტანილი მოდელების კატალოგი იცვლება. ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყო, ამ დროს აუცილებლად კომპიუტერთან მნახავთ. ამას წინათ ავტომანქანა „ვოლგას“ უიშვიათესი მოდელი დადეს ინტერნეტგვერდზე გასაყიდად, მითითებით, რომ ლიმიტირებული მოდელია. დილას რომ ვნახე, უკვე ორი მოდელიღა იყო დარჩენილი. ისე სასწრაფოდ საჭირო თანხას სად ვიშოვიდი?! ამიტომ, ავდექი და ოჯახიდან ნივთები გავიტანე ლომბარდისთვის და ის მოდელი რომ გამოვიწერე, ვერ აღგიწერთ, როგორი ბედნიერი ვიყავი. მსგავსი ისტორიები ბევრჯერ გადამხდენია. მერწმუნეთ, ყველანაირ სიამოვნებას მოვიკლებ და ამას ვერა.

– ოჯახი როგორ ხვდება თქვენს ამ გატაცებას?

– არ მაქვს პრობლემები, პირიქით, მგულშემატკივრობენ და ჩემთან ერთად უხარიათ, რომ თბილისის მასშტაბით, ერთ-ერთი სერიოზული კოლექცია მაქვს.

– რა რეაქცია აქვთ, როდესაც ოჯახში პირველად შემოსული სტუმრები ნახულობენ ხოლმე ამ კოლექციას?

– მათი პირველი შეძახილია: „აუ, რა მაგარია“! შემდეგ იწყება კითხვები, ან შეგროვდებიან ხოლმე კარადის წინ, სადაც მოთავსებულია ეს კოლექცია და იწყება – მე ასეთი მყავდა, მამაჩემს კი ასეთიო! რამდენჯერ ისე გართულან ამ კოლექციის თვალიერებით, რომ დიასახლისს კატეგორიული ზომები მიუღია სუფრასთან სტუმრების მისაწვევად. რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებ კოლექციის შეგროვებას და როდესაც ბოლომდე შევავსებ საბჭოთა მანქანების მოდელებით, აუცილებლად გადავალ „მერსედესების“ სერიის თავმოყრაზე. ძალიან მიყვარს ეს ბრენდი. 1980 წლიდან მოყოლებული 1998 წლამდე, რაც კი ამ ბრენდის მოდელები გამოსულა, ყველა სერიის „მერსედესი“ მყავდა რეალურ ცხოვრებაში.

– როგორ უვლით კოლექციას?

– ჯერ ვიტყვი იმას, რომ სპეციალურად ამ კოლექციის განსალაგებლად თაროები შევუკვეთე, რომელთაც ჩემს გარდა არავინ ეკარება. მე თვითონ ვწმენდ სათითაოდ. ერთი მანქანაც რომ გადაადგილდეს, მაშინვე შევამჩნევ.

– რას შეადგენს ყველაზე დიდი თანხა, რომელიც რომელიმე მოდელის შესაძენად გადაგიხდიათ?

– ყოფილა შემთხვევა ერთ ავტომანქანაში 300 დოლარი და კიდევ მეტი თანხაც გადამიხდია. ამჟამად ძირითადად უკრაინიდან ვიწერ სასურველ მოდელებს და თითქმის 2 კვირაში ჩამოდის. გამოგზავნა, დაახლოებით, 30 დოლარი ღირს.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– ჩემთვის ეს კოლექცია ყველაზე კარგი, ლამაზი და სიმშვიდის მომგვრელი რამაა და არასოდეს მწყინდება.


скачать dle 11.3