კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნინო ჩხეიძის ორი ახალი სიმღერა


მომღერალი ნინო ჩხეიძე ქართულ შოუ-ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რომ არის ამას ხაზგასმა არ სჭირდება. მის ახალ-ახალ სიმღერებს რადიოსა და ტელევიზიით ძალიან ხშირად ვისმენთ. ბოლო დროს ნინომ ორ ახალ სიმღერაზე იმუშავა. ერთი, „არენდბის“ ანუ „რითმ ენდ ბლუზის“ სტილშია შესრულებული. სიმღერა ნინომ თავად დაწერა, რომლის ერთ პარტიას მოსკოვში მცხოვრები შავკანიანი დიჯეი ასრულებს. სწორედ მოსკოვში ჩაწერა დიჯეიმ თავისი ნაწილი და სიმღერამ „შენი მჯეროდა“ დასრულებული სახე „ნეო სტუდიაში“ მიიღო. ამავე სტუდიაში იწერება ნინოს და კაბუს ახალი დუეტი. ნინოს ტექსტზე ირინა სანიკიძემ იმუშავა, ხოლო რეჩიტატივი, რა თქმა უნდა, კაბუს ეკუთვნის. ნინოს რეპერებთან მუშაობის გამოცდილება აქვს, რაც იმის საბაბს გვაძლევს, ვთქვათ, რომ უცხოური სიმღერის ახლებული ინტერპრეტაციაც არანაკლებ წარმატებული და პოპულარული იქნება. ერთი სიტყვით, ნინოსგან როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ჰიტებს ველოდებით.


скачать dle 11.3