რა მოხდა ამ დღეს
7 სექტემბერი
1822 – პორტუგალიის ტახტის მემკვიდრემ, დონ პედრუმ, გამოაცხადა ბრაზილიის დამოუკიდებლობა პორტუგალიისგან.
1859 – მთიან აულ გუნიბში ალყაშემორტყმული შამილი ტყვედ ჩაბარდა რუსებს.
8 სექტემბერი
1903 – ბულგარელთა გენოციდი თურქების მიერ. დაიღუპა 50 ათასი ადამიანი.
1905 – მიწისძვრა სამხრეთ იტალიაში. დაიღუპა 5 ათასი ადამიანი, 20 ათასი უსახლკაროდ დარჩა.
1914 – მფრინავმა ნესტეროვმა პირველმა გამოიყენა „ტარანი“. უფრო ადრე პირველად მანვე შეასრულა „მკვდარი მარყუჟი“.
1921 – გამოვლინდა პირველი „მის ამერიკა“ – მარგარეტ ჰორმანი.
1987 – ბარენცის ზღვაში მოხდა ატომური წყალქვეშა ნავის – „კომსომოლეცის“ ავარია. დაიღუპა 39 ადამიანი. ატომური კატასტროფის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა მიმდებარე ტერიტორიის დიდი ნაწილი.
9 სექტემბერი
1850 – კალიფორნია გახდა ამერიკის შეერთებული შტატების 31-ე შტატი.
1886 – შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში ხელი მოეწერა კონვენციას ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ – პირველი საერთაშორისო შეთანხმება საავტორო უფლებების დაცვაზე.
1956 – ელვის პრესლი პირველად გამოჩნდა ნაციონალურ ტელევიზიაში.
1991 – ტაჯიკეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა.
10 სექტემბერი
1835 – გაიხსნა პირველი რკინიგზა გერმანიაში – ნიურნბერგი-ფიურტი, რომლის სიგრძე 10 კილომეტრი იყო.
1977 – ტუნისის იმპერატორი ხამიდა ჯანდუბი გაასამართლეს, როგორც მკვლელი. ის გახდა საფრანგეთში გილიოტინის უკანასკნელი მსხვერპლი. ოთხი წლის შემდეგ გილიოტინა, როგორც დასჯის იარაღი, აიკრძალა.
1981 – პაბლო პიკასოს „გერნიკა“ დააბრუნეს ესპანეთში და მადრიდის მუზეუმში – „პრადოში“ მოათავსეს.
11 სექტემბერი
1795 – კრწანისის ბრძოლა.
1904 – ლივერპულში შენიშნეს უცნაური ფიგურა. ის ხტოდა სახლიდან სახლზე, რომელთა შორის მანძილი ათი მეტრი იყო.
1973 – პუტჩის დროს მოკლეს ჩილეს პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე.
1985 – ამერიკულმა კოსმოსურმა აპარატმა პირველად გაიარა კომეტის კუდში და უშუალოდ დააკვირდა, შეისწავლა ის.
2001 – ტერორისტული აქტი ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. რამდენიმე თვითმფრინავი შეეჯახა სავაჭრო პალატის „ტყუპებს“ და პენტაგონის შენობას.
12 სექტემბერი
1683 – ოსმალეთის იმპერიის არმია დამარცხდა ევროპულ კოალიციასთან ბრძოლაში, ვენასთან. აქედან დაიწყო ოსმალეთის დასუსტება.
1953 – ჯონ კენედისა და ჟაკლინ ბუვიეს ქორწილი.
1958 – ჯერი კილბიმ შექმნა პირველი ელექტრონული ინტეგრალური სქემა.
13 სექტემბერი
1902 – დიდ ბრიტანეთში დამნაშავის დასადგენად პირველად გამოიყენეს თითის ანაბეჭდები.
1922 – ელ-აზიზიაში (ლიბია) აღინიშნა ყველაზე მაღალი ტემპერატურა – ჩრდილში +58 ცელსიუსით.
1942 – დაიწყო სტალინგრადის ბრძოლათა ეპოპეა.