კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“სანგუკომ„ მასშტაბური სტარტი აიღო


20 მაისს კინოთეატრ „ამირანში“ კინოსტუდია „სანგუკომ“ „პროექტ 5-თან“ დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. ეს არის პროექტი, რომელიც ხუთ სრულმეტრაჟიან ფილმს მოიცავს. ამ პროექტმა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა და 250 000 ლარით დაფინანსდა. „პროექტი 5-ის“ სრული ბიუჯეტი 2 500 000-ია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ფილმები ახალი სიცოცხლე იქნება ქართული კინოსთვის, მით უმეტეს, რომ სცენარისტებმა უზომოდ საინტერესო სიუჟეტები შემოგვთავაზეს და დარწმუნებული ვარ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხუთი რეჟისორი საინტერესო სანახაობას შექმნის. რეჟისორები არიან: ირაკლი ჩხიკვაძე, გიორგი ლიფონავა, ნიკა მაჩაიძე, თაკო შავგულიძე და დათო უჯმაჯურიძე. რაც მთავარია, ჯერჯერობით ორი ფილმისთვის, რომელსაც თაკო შავგულიძე და ნიკა მაჩაიძე იღებენ, გამოცხადდა ქასთინგი, რომელიც „ამირანში“ 3 ივნისიდან ხუთი ივნისის ჩათვლით ჩატარდება. მასში ნებისმიერ მსურველს შეეძლება მონაწილეობის მიღება. თაკოს ფილმის გადაღება 15 ივნისიდან დაიწყება, მას კი ძალიან მალე ნიკას ფილმის გადაღებების დაწყება მოჰყვება.

გუკა რჩეულიშვილი: „ძალიან საინტერესო წელი გველოდება წინ. როგორც იცით, უკვე ორი ფილმისთვის გამოცხადდა ქასთინგი და ნელ-ნელა სხვა ფილმებზეც გამოცხადდება. თან ეს არ იქნება ისეთი შერჩევა, რომელზეც მსახიობებს მასობრივი სცენებისთვის ირჩევენ. შესაძლებელია, სწორედ იქ ვიპოვოთ მთავარი როლის შემსრულებლებიც. რა თქმა უნდა, არიან უკვე ამა თუ იმ როლზე დამტკიცებული მსახიობები, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა ხუთი ფილმისთვის.“


скачать dle 11.3