კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ჰგონია შოთა კალანდაძე „ეროტიკის მამა“ და რატომ ხდის ის მსახიობებს საკუთარ ფილმებში


რეჟისორი შოთა კალანდაძე ახალ ფილმზე მუშაობს. რამდენიმე ნოველისგან შემდგარი ფილმი ახლო მომავალში იქნება მზად. უკვე დასრულდა ერთ-ერთი ნოველის გადაღება, რომელშიც ნუცა შანშიაშვილმა მედეას როლი შეასრულა.


შოთა კალანდაძე: მე და ნუცა ერთმანეთს ტელეფონით ვესაუბრებოდით. გავაცანი სცენარი, ყველაფერი დავგეგმეთ და, რომ ჩამოვიდა, გადავიღე კიდეც ფილმში. ნუცა ძალიან ნიჭიერი მსახიობია, ღმერთს მადლობა, რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ შედგა. ფილმში, ასევე, „იმიჯ ცენტრისა“ და „ნატალის“ მოდელები მონაწილეობენ.

– გადაღება სად მიმდინარეობდა?

– თბილისში, ნუცას სახლში. მინდა, აღვნიშნო და დიდი მადლობა გადავუხადო ნუცას, რომელიც ძალიან დამეხმარა და გადაღებაც დააფინანსა.

– რამდენ ხანს გრძელდებოდა გადაღება?

– ერთი დღე.

– მხოლოდ?

– დიახ, მე ასეთ ტემპში ვიღებ ყველა ნოველას.

– იასონს ვინ თამაშობს?

– მისტერ ვალენტინი.

– ამ ფილმშიც გააშიშვლე მსახიობები?

– ფილმში, ალბათ, გაშიშვლებაც იქნება, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მსახიობები როგორ ითამაშებენ.

– ეს უკვე ტრადიციად იქცა: როგორც კი გაიგებს ადამიანი, რომ შენი ფილმია, მაშინვე ექმნება შთაბეჭდილება, რომ იქ აუცილებლად იქნება სიშიშვლე და ასე შემდეგ.

– ეროტიკული ფილმი არასდროს გადამიღია, მაგრამ, იმდენი მეძახეთ ჟურნალისტებმა, ეროტიკულ ფილმებს იღებო, რომ ახლა მართლა გადავიღე 3-წუთიანი ეროტიკა, რომელიც ჩემს დივიდიზე იქნება შესული. ძალიან თამამი სცენებია, ოღონდ, ყველაფერი ესთეტურად არის გადაღებული. ამ 3-წუთიან ეროტიკას „შეყვარებულები“ ჰქვია.

– იმის გამო ხომ არ შეიტანე კრებულში, დივიდი კარგად რომ გაიყიდოს?

– დიახ, ესეც არის, თუმცა, ვფიქრობ, ეს დივიდი ისედაც გაიყიდებოდა, რადგან იქ ნანკაც შიშველია, მისი მკერდი კი ხალხს აინტერესებს.

– და, რა ჰქვია ამ ფილმს?

– „ფრესკები.“

– დივიდიში თუ შევა ნუცას ნოველა?

– არა, იქ ნუცა არ იქნება. ახალ დივიდიში შევლენ: ნანკა, რამაზ ნოზაძე, მარინა კახიანი, როლანდ ოქროპირიძე და ასე შემდეგ.

– საკმაოდ სკანდალურ რეჟისორად ითვლები, მეთანხმები?

– სკანდალი რა არის, რამაზ ნოზაძე რომ გავაშიშვლე?! ლამაზად რატომ არ შეიძლება ადამიანის გადაღება? ჟურნალისტები ისეთ სახელს მიქმნით, რომ ყველას „ეროტიკის მამა“ ვგონივარ, მაგრამ ეს ასე არ არის. სხვათა შორის, ჩემს ერთ-ერთ ფილმში შორენა ბეგაშვილიც თამაშობს, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ის გახდილი არ არის. მგონი, შორენა ასეთი კარგი, სუფთა და მშვენიერი არც ერთ ფილმში არ ყოფილა. ქალიშვილი გოგო რომ არის ლამაზი და მშვენიერი მადონასავით, დაახლოებით ისეთია.

– ნუცას როგორ დაუკავშირდი?

– ნუცა ჩემი ახლობელია და ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით. რომ ვუთხარი, იმიტომ ვერ ვიწყებ გადაღებას, რომ ფული ვერ ვიშოვე-მეთქი, მან დახმარება შემომთავაზა და გადავიღეთ კიდეც, რომ ჩამოვიდა.

– მსახიობებს ადვილად ითანხმებ გადაღებაზე?

– მსახიობები, რომლებიც არ მიცნობენ, ეშინიათ და უჭირთ ფილმში გადაღებაზე დათანხმება. თუ მენდნენ და გადავიღე, მეჩვევიან და უკვე ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, უკვე მიმიკით ვხვდებით, რა გვინდა.

– უარი თუ უთქვამს ვინმეს ფილმში გადაღებაზე?

– უთქვამთ, მაგრამ, მინდა, ერთი რამ აღვნიშნო: რაც უფრო მაღალია მსახიობის დონე, ღმერთის წყალობით ისინი უფრო მთანხმდებიან; ასევე, მოდელებიც. ახლად გამოჩეკილ მსახიობებსა და მოდელებს, ძირითადად, ეშინიათ.

– ალბათ, თუ ვინმე არ გთანხმდება, ისევ და ისევ შენი სკანდალური სახელის გამო.

– ვისაც ჰგონია, რომ მე ეროტიკის გარდა არაფერს ვიღებ, ძალიან ვთხოვ, ნახოს ჩემი ფილმები და ასეთი სახელი აღარ მექნება. მარტო პრესასა და ტელევიზიას ნუ დაუჯერებენ.

– ქართველი მსახიობებიდან ვისთან იმუშავებდი ფილმში, რომელიც ჯერ არ გადაგიღია?

– ნატა მურვანიძესთან ვერ დავამყარე კონტაქტი, მას ჰგონია, რომ ერთად მუშაობა ვერ გამოგვივა. ჯერჯერობით, მისთვის საინტერესო როლი ვერ დავანახვე.

– მაინც ვის როლში წარმოგესახება?

– ერთი ჩვევა მაქვს, ერთხელ უარს რომ მეტყვიან, მერე ქვეცნობიერად აღარ მინდა ფილმში მისი გადაღება, უარყოფითად ვუყურებ და „მეკეტება“. რა მარცვალსაც მე ვხედავ მსახიობში, ის, შეიძლება, სხვა რეჟისორმა საერთოდ ვერ დაინახოს. მაგალითად, ლენუკა ყიფშიძე 2006 წელს რომ გადავიღე „პოეტურ ჩანახატში“, მაშინ არავინ აქცევდა ყურადღებას, მე კი, ღმერთის წყალობით, მასში მშვენიერება დავინახე. მას მერე გახდა პოპულარული. ასევე, ნათია მაქაცარია, ჩემს ფილმში ისეა გადაღებული, როგორც არავის გადაუღია, ფოტოზეც კი. ამიტომ, ნუ მეტყვიან უარს, თორემ, „გადამეკეტება“ და შანსიც წავა. ადამიანები ბერდებიან, მაგრამ, ფილმი ისეთი რაღაცაა, რომელიც რჩება. რასაკვირველია, თუ გინდა, რომ ბაზრობაზე გცნობდნენ, უნდა ითამაშო ისეთ ფილმში როგორიც არის „ოცნების ქალაქი.“ ჩემი ფილმით ბაზრობაზე ვერ გიცნობენ, რადგან მასობრივი არ არის, ყველა ვერ გაიგებს. კოპირებულ ფილმს მე არავითარ შემთხვევაში არ გადავიღებ. უცხოელი რომ ჩამოვა, „ოცნების ქალაქს“ ხომ არ აჩვენებ? მოკვდება სიცილით, ამერიკაში წავა და უკეთეს ფილმს ნახავს.

– შენი ფილმი რომ ნახოს უცხოელმა?

– ახალ ამბავს გეტყვით: „ბერლინალეზე“ ჩაიტანეს ჩემი ფილმი „ტრილოგია“ და კატალოგში შეიტანეს. როგორც ქეთი კიკნაძემ მითხრა, ჩემს ფილმებზე ბდღვნა ყოფილა. ამ დროს ჩვენმა ქართველებმა, რა გამიკეთეს?! ხელი ხომ უნდა შეეშალათ და, კატალოგში საკონტაქტო ნომერი 99 ჩაწერეს 93-ის მაგივრად, ანუ, ვერავინ დამირეკავს. არც ტელეფონის ნომრებს მაძლევდნენ, მე რომ დავკავშირებოდი. მოკლედ, მთელი წვალების შემდეგ გავიგე და დავუკავშირდი მათ. როგორც მითხრეს, ძალიან დაინტერესებულები არიან, პატარა მუსიკალური ხარვეზი იყო და შესწორება შევიტანეთ. სხვათა შორის, ვინც ცუდი გამიკეთა, ყველა მოხსნეს, მაგრამ, მე რა!

– შენს პირადზეც ვისაუბროთ. რამე სიახლე ხომ არ არის?

– სერიოზული სიყვარულის საშუალება არ მაქვს, რადგან, რაც კინოს გადაღება დავიწყე, ჩემი შეყვარებული ჩემი ფილმია. დრო გადის, მაგრამ, რას იზამ, თუ გინდა, კარგი რაღაც გააკეთო, ბოლომდე უნდა დააკვდე ამ საქმეს.

– გამოდის, რომ საკუთარი სიყვარული კინოს შესწირე?

– ეს არის, ალბათ, ჩემი სიყვარული. ალბათ მერე გამოჩნდება ღმერთის წყალობით, ვინმე, ჯერ არ ჩანს.

– პრეტენზიული ხარ?

– დიახ, საშინელი ხასიათი მაქვს, ხალხს გიჟი ვგონივარ. რომ გამიცნობენ, მერე ამბობენ უი, რა ჭკვიანი ყოფილაო. ხელოვანი ხალხი უყურებდა, ჩემს ფილმს და ამ დროს გიჟივით შევვარდი. ერთმა ისიც კი თქვა როგორ, ამის გადაღებულია ეს ფილმიო?! ზოგჯერ ცოტა სულელის შთაბეჭდილებას ვტოვებ. არ მიყვარს, ხალხი ყოველდღე ჭკვიანურად რომ იქცევა. ჭკვიანურად საქმე გააკეთონ, არ ჯობია?!


скачать dle 11.3