კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას მიაჩვია ყოფილმა ქმარმა თამთა ჭელიძე და რას ვერ შეეგუება ის სხვისგან


თამთა ჭელიძემ ჯაბა კილაძესთან ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ცხოვრებას სხვა თვალით შეხედა. ბევრ რამეზე მოუწია დაფიქრება, რაღაცეები აწონ-დაწონა. იმასაც მიხვდა, რომ ოჯახურ სიმყუდროვეს და კეთილდღეობას, ვერანაირი წარმატება ვერ შეცვლის, მაგრამ, ვერც მის ცხოვრებას შეცვლის ადამიანი, რომელსაც გარეგნობა კი არა, სუფთა შინაგანი სამყარო და ყველა ის დადებითი მხარე არ გააჩნია, რომელიც ერთმანეთთან ურთიერთობებში ყველას ასე ძალიან გვაკლია.


– თამთა, საოჯახო საქმეები თუ გიზიდავს, რა მოგწონს და რა არა?

– ვიღაც თუ არ მიცნობს და ჩემი ახლობელი არ არის, ვერაფრით წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება, სახლში რამე გავაკეთო. ისეთი ტიპაჟი ვარ, ახალ გაცნობილებზე ასეთ შთაბეჭდილებას ვტოვებ. ყველაფრის გაკეთებაც შემიძლია. უბრალოდ, ძალიან არ მიყვარს დაუთოება, არ ვიცი საჭმლის კეთება, მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც ჩემს შვილს სჭირდება. სარეცხის მანქანა რეცხავს. ძალიან მსიამოვნებს ჭურჭლის რეცხვა. შემიძლია, მთელი ქორწილის ჭურჭელი გავრეცხო. ვალაგებ სახლს, ჩემი და ჩემი შვილის ნივთებს. დანარჩენში დედა მეხმარება. ისეთი პროფესია არ მაქვს, რომ დილის რვა საათზე მიწევდეს ადგომა. ჩემი საქმე ყოველთვის საღამოს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, დღისით სულ სახლში ვარ, თუ გადაღება ან სტუდიაში ჩაწერა არ მაქვს. საშინელი მაწანწალა ვარ. ძალიან მიყვარს მეგობრებთან ყოფნა. ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა, სადაც არ უნდა მითხრან, წამოდიო, ყველგან მივდივარ. უფრო მეტად ერთმანეთის ოჯახებში ვართ. შაბათ-კვირას სადმე ღამის კლუბში მივდივართ ხოლმე.

– შენი დამოკიდებულება ოჯახური საქმეებისადმი და „თავაშვებულობა“, როგორც თავად თქვი – საშინელი მაწანწალა ვარო, ხომ არ ყოფილა შენი და ჯაბას დაშორების ერთ-ერთი მიზეზი?

– იმიტომ, რომ მე რაღაცის გაკეთება არ შემიძლია ოჯახში, ჩვენი დაშორების მიზეზი არ ყოფილა. მე არ მივეკუთვნები ტიპურ დიასახლისთა კატეგორიას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს შვილს ყურადღებას ვაკლებ და სახლში სულ არაფერს ვაკეთებ. როცა ერთად ვიყავით, ყველაფერიც წესრიგში მქონდა და ჯაბას ამაზე პრეტენზია არ ჰქონია. მთელი დღე სახლში ვიყო, გარეთ არ გავიხედო და არ გავიარ-გამოვიარო, ასე ცხოვრება არ შემიძლია. უზომოდ თავისუფლების მოყვარული ვარ. ამიტომ, როცა გავთხოვდი, ჩემთვის ეს ერთგვარი ტვირთი იყო. ოჯახური ცხოვრება ჩემთვის არ არის იოლი, მაგრამ არაფერს ვნანობ, რადგან მყავს არაჩვეულებრივი შვილი. არასოდეს მითქვამს საკუთარი თავისთვის, ეს ნაბიჯი რატომ გადავდგი-მეთქი. ეს ადამიანი მიყვარდა და იმიტომაც გავყევი ცოლად, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ დაოჯახებაზე, მეშინია, ხომ შეიძლება, კიდევ რაღაცას ვერ გავუმკლავდე.

– რას გულისხმობ, ჯაბას გვერდით რას ვერ გაუმკლავდი?

– მეშინია, კიდევ რაღაც ისეთი არ მოხდეს, რასაც ვინანებ. არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს არ უნდა, რომ ოჯახი დაენგრეს. ღმერთის წინაშე დადებული ფიცი დაარღვიოს. არ მინდოდა, ასე მომხდარიყო, მაგრამ მოხდა.

– შესაძლებელია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისევ ერთად იყოთ? თუ, რაღაც ისეთი მოხდა თქვენ შორის, რომ ამას არც კი გაფიქრებინებს?

– არ ვიცი. იმაზე მართლა არასდროს მიფიქრია, რომ ისევ მასთან ვყოფილიყავი. მაგრამ ახლა იმედი მაქვს, რომ გვერდით მეყოლება ადამიანი, ვისთანაც აუცილებლად ბედნიერად ვიქნები. აბა, თუ არასდროს შემხვდება ისეთი, როგორიც მინდა, ჩათვალე, რომ ძალიან უბედური ვიქნები. იდეალურზე არ არის ლაპარაკი, იდეალური არც მე ვარ, რომ სხვას მოვთხოვო. ჩემ გვერდით სერიოზული ადამიანი უნდა იყოს, ჩემი და თავისი საქმის ერთგული. გარეგნობას ყურადღებას აღარ ვაქცევ. ადრე მქონდა ეგ მომენტი. რომ შევხედავდი, მატყვევებდა და ვფიქრობდი, ყველა ლამაზ ადამიანში ლამაზი სული დევს-მეთქი, მაგრამ, თურმე, ასე არ ყოფილა. ახლა შინაგანი სამყარო, თვისებები უფრო მაინტერესებს.

– მეორედ ოჯახის შექმნას უფრო მეტი მინუსი აქვს. იმასთან ერთად, რომ აქაც ცხვირით ეჯახები ყველა ცხოვრებისეულ პრობლემას, რაც წინა შემთხვევაში გქონდა, ამას ემატება ქალის ან მამაკაცის შვილები, პირველი ქორწინებიდან, რომელთა მიღება რატომღაც უჭირთ. ამაზე არ გიფიქრია?

– ეს ყოველთვის თან სდევს ამ სიტუაციას, მაგრამ თუ ოდესმე ასე მოხდა და ვფიქრობ, რომ ასეც იქნება, ვისაც მე ვეყვარები, მას ჩემი შვილიც ეყვარება. მას რომ ჰყავდეს შვილი და მე არ მივიღო, გამორიცხულია. არიან ისეთებიც, მეუღლის შვილს, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს, თავისი შვილისგან არაფრით განასხვავებენ.

– ზოგადად ქალები ხომ სენტიმენტალურები ვართ. ყველაფერს გაფართოებული თვალებით ვაკვირდებით, რაღაც ძალიან გვწყინს, რაღაც ძალიან გვიხარია, ბევრს ვფიქრობთ...

– მეც მიყვარს ფიქრი და ეს ჩემი ერთ-ერთი საშინელი თვისებაა. ძალიან მღლის. როცა ქმარს შორდები, ფიქრობ, რომ ყველა მამაკაცი ერთნაირია, ყველა კაცს შეუძლია, გული გატკინოს, მაგრამ მამაკაცის გარეშე ქალის ცხოვრებას აზრი არ აქვს. მგონია, რომ სადღაც მაინც არსებობს ნამდვილი სიყვარული. საშინლად მეოცნებე ადამიანი ვარ. ოცნების კოშკებს ვაგებ და მერე აღმოჩნდება, რომ ეს ადამიანი ისეთი არ ყოფილა, როგორზეც ვოცნებობდი და თავს ვიტყუებდი. მგონი, ღირსი ვარ, რომ მამაკაცმა ხელისგულზე მატაროს. რატომაც არა!

– არიან ადამიანები, ვისაც მიაჩნია, რომ მამაკაცზე ჩამოკიდება ქალს ღირსებას აკარგვინებს, ცხოვრებაში უპრინციპოს, უიმედოს და უსუსურს ხდის. შენ თუ წარმოგიდგენია, მამაკაცის გარეშე ცხოვრება?

– ნამდვილად ვერ წარმომიდგენია მამაკაცის გარეშე ცხოვრება. ვინც ამას ამბობს, იტყუება. ეს არის ილუზია. რაც არ უნდა ბევრი საქმე გქონდეს და წარმატებული იყო, ყველა ქალისთვის აუცილებელია პირადი ცხოვრება. თუ პირადი ცხოვრება არ გაქვს აწყობილი და გაქვს მხოლოდ კარიერა, გრძნობ, რომ ის, ყველაზე მთავარი მაინც გაკლია.

– მამაკაცთან ცხოვრების რომელი ფორმაა შენთვის მისაღები?

– მე მიმაჩნია და ყოველთვის ასე ვფიქრობდი, რომ მამაკაცი, რომელიც შენ გვერდით არის, აუცილებელი არ არის მასთან ქორწინებაში იყო. შეიძლება, ღმერთის წინაშე ვცოდავ, რასაც ვამბობ, რომ ხელმოუწერლად ან ჯვრისწერის გარეშე მასთან იცხოვრო, მაგრამ მგონია, რომ ამის გარეშეც შეიძლება იყოს ადამიანი ბედნიერი.

– ადვილად იგებენ შენს გულს?

– ყველაფერში პასიური ადამიანი ვარ. ჩემს საქმეშიც და მამაკაცებთან მიმართებაშიც. ყველას ჭიდაობა სჭირდება ჩემთან. მე რომ შევიყვარო ან, მით უმეტეს, ცოლად გავყვე, ამისთვის იმ ადამიანმა ბევრი უნდა გააკეთოს. ყოველთვის ბედს ვიყავი მინდობილი და ახლაც ასე იქნება. კაცისთვის არასოდეს მიბრძოლია და ეს ჩემს დიდ მინუსად მიმაჩნია. კარიერაში უფრო საჭირო ყოფილა ეს. იმიტომ, რომ შოუ-ბიზნესში შენი ადგილი მოიპოვო, ბრძოლაა საჭირო.

– თუ ხვდები, როგორ ცდილობენ კაცები სასურველი ქალის ხელში ჩაგდებას?

– ძალიან მიამიტი ვარ. აქედან გამომდინარე, ადვილად შეუძლია ადამიანს ჩემი მოტყუება. მე რომ არ ვიტყუები, ასე მგონია, არც მე მატყუებენ. კაცს არ უნდა მოატყუებინო თავი. ყოველთვის ისეთ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა, რომლებიც ძალიან დიდ პატივს მცემენ და ამას არასდროს იკადრებენ.

– რა იყო შენთვის მიუღებელი იმ კაცთან ურთიერთობაში, რომელსაც ოთხი წლის წინ დაშორდი?

– ურთიერთობაში მიუღებელი ყოველთვის არის ერთადერთი – ტყუილი. არასოდეს ისეთს არაფერს ვაკეთებ, რომ ვინმემ რამე ამიკრძალოს. პირიქით, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანი არ ვაეჭვიანო და დისკომფორტი არ შევუქმნა. ჯაბასთან თავს შეზღუდულად არასდროს ვგრძნობდი. მან შემაჩვია იმას, რომ კიდევ უფრო თავისუფალი ვყოფილიყავი.

– მაგრამ, ერთ დღესაც მარტომ გაიღვიძე. სინანულის გრძნობა სულ არ გაგიჩნდა, რომ ამდენ ხანს საყვარელი ადამიანის გვერდით იწექი და ახლა მარტო გძინავს?

– ის, რაც მოხდა, უნდა მომხდარიყო. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის არ გვესმის. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა და პრობლემა არ მაქვს, რადგან ჩემს შვილთან ერთად მძინავს. ლიზისთან ძილს არაფერი ჯობია. გვერდით არაჩვეულებრივი პარტნიორი მყავს. ისე, ცხადია, მინდა, რომ პირადი ცხოვრება მოწესრიგებული მქონდეს და ალბათ, მალე მოვა დრო, როცა ეს მოხდება. თუ ვიღაც არ გიყვარს და ვიღაცას არ ეტრფი, ისე, რატომ უნდა გაგიჩნდეს ვინმესთან დაძინების სურვილი? დაჯდე და იმაზე იფიქრო, ნეტავ, ვინმესთან ერთად დამაძინაო, გიჟი ხომ არ ხარ?!

– როგორ გადალახე ის პერიოდი?

– შვილმა გადამალახვინა. მარტო ძილში არ არის საქმე. ეს არის ცხოვრების წესი, რომელიც აბსოლუტურად იცვლება. ცხოვრობდი სხვანაირად და უცებ სხვანაირად ცხოვრობ. სიმართლე გითხრა, აღარც მახსოვს ის დრო. მხოლოდ მახსოვს ის, რომ ძალიან ცუდად ვიყავი.

– ალბათ, იმდენად არა, რომ სიცოცხლე არ გდომებოდა.

– სიცოცხლე რომ აღარ გინდა, ეს უკვე დეპრესიის ძალიან რთული ფორმაა, რომელიც მქონია, მაგრამ ეს არ უკავშირდება მამაკაცს. ასეთი რამ შეიძლება სხვა რამეზეც დაგემართოს. მქონია შემთხვევები, სახლიდან არ გამოვდიოდი, არავისთან მინდოდა კონტაქტი. ახლა, ეტყობა, იმდენად კარგად გამომიმუშავდა თავდაცვის მექანიზმი, როცა დეპრესია შემომიტევს, ვცდილობ, გარეთ გამოვიდე და ყველასთან ვიკონტაქტო. თუ სახლში ჩაიკეტე და ლოგინში ჩაწექი, მერე ვეღარც ადგები. ასეთი შემთხვევებიც მქონია. როცა ადამიანი ჩემსავით ემოციურია, ყველაფერი გულთან მიაქვს და რაღაც-რაღაცეებს ვერ ხარშავს, იმას არ ჰკიდია ყველაფერი ფეხებზე. ყველაფერზე ვნერვიულობ. თუნდაც, ვინმეს რამეს უხეშად რომ ვეტყვი, მერე ძალიან ვნანობ, ოღონდ ამას არასდროს ვაღიარებ. ვნერვიულობ, მაგრამ, მიჭირს, შეცდომების აღიარება.

– თუ შეხედავ ისეთ კაცს, რომელსაც არ აქვს კარგი მატერიალური მდგომარეობა?

– არ ვიცი, არ მქონია ასეთ ადამიანთან შეხება. გაჭირვებაშიც მიცხოვრია და ლხინშიც. მე, უბრალოდ, ვერ ვიტან უსაქმურ ადამიანებს. როცა არაფერი გაქვს ადამიანს, ეს იმას ნიშნავს, რომ არ მუშაობ. შეიძლება, ცოტა ჰქონდეს, მაგრამ საკუთარი შრომით. ჩემი კიდევ ერთი დადებითი თვისება ის არის, რომ არასდროს არავის არაფერს ვთხოვ. მაგრამ, ისე მიყვარს საკუთარ თავზე ზრუნვა, ამის საშუალება და უნარი თუ არ ექნება ჩემ გვერდით მყოფ მამაკაცს, ალბათ, გამიჭირდება მასთან. მაშინ, მე უნდა მქონდეს ამის საშუალება და მე კი არ მაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ არ მაქვს სტაბილური სამსახური, ვერ უზრუნველვყოფ მთლიანად ჩემს თავს. მშობლებზე ვარ დამოკიდებული.


скачать dle 11.3