კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაში ამხილეს დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი და სად ცდილობდნენ მის გადმობირებას „კაგებეს“ აგენტები


სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტები

ასეთი ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი დიდ ბრიტანეთს 1812 წლიდან არ ჰყოლია. მაშინ მინისტრთა კაბინეტს რობერტ ბანკს-ჯონსონი – ლივერპულის მეორე გრაფი თავმჯდომარეობდა. ახალი პრემიერი კი, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პირდაპირი შთამომავალია და პირველია 1960-იანი წლების შემდეგ, რომელსაც ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული კერძო სკოლა – იტონი აქვს დამთავრებული. ბრიტანული „კონსერვატიული პარტიის“ 43 წლის ლიდერი, 2010 წლის 11 მაისს, ინგლისის დედოფალმა ელიზაბეთ მეორემ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა, რის შემდეგაც მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ლიდერი გამოჩნდა, სახელად დევიდ კამერონი.

1. დევიდ უილიამ დონალდ კამერონი 1966 წლის 9 ოქტომბერს ლონდონში, მდიდარ და სახელოვან ოჯახში დაიბადა. მამამისი იან დონალდ კამერონი საბირჟო მაკლერი და დიდი ბრიტანეთის მეფის, ვილჰელმ მეოთხის (1765-1837) პირდაპირი შთამომავალია. იან კამერონს დაბადებიდან დეფორმირებული ფეხები ჰქონდა, რომელთა ამპუტირება გახდა აუცილებელი. გარდა ამისა, იანი ცალი თვალით ბრმაა, თუმცა დღემდე არ მიიჩნევს თავს ინვალიდად და თითქმის არაფერზე წუწუნებს. დევიდის დედა – მერი ფლერ მაუნგი, ბარონეტის შთამომავალია და მისი ბაბუები და დიდი ბაბუები, პარტია „ტორიდან“ პარლამენტის წევრები იყვნენ. სამ წლამდე დევიდი კენსინგტონისა და ჩელსის რაიონებში ცხოვრობდა. შემდეგ ოჯახი ლონდონის დასავლეთით მდებარე ბერკშირის საგრაფოში გადავიდა საცხოვრებლად. კამერონის თქმით, მას ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა.

2. შვიდი წლის ასაკში დევიდი მშობლებმა ჰიდერტაუნის ექსკლუზიურ კერძო დაწყებით სკოლაში მიაბარეს, იქ, მის გარდა, ელიზაბეთ მეორის ვაჟიშვილები – პრინცები: ედვარდი და ენდრიუ სწავლობდნენ. შემდგომში დევიდმა სწავლა იტონის პრესტიჟულ სკოლაში განაგრძო, სადაც არაფრით გამოირჩეოდა თანაკლასელებისგან. მის შესახებ სკოლის ჟურნალში ერთადერთი ცნობა დაფიქსირებული და ისიც იტალიაში ექსკურსიას უკავშირდება. იქ მომავალმა პრემიერმა კოჭი დაიზიანა სტვირის ჰანგებზე ცეკვის დროს. 1983 წელს, ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, კამერონი მარიხუანის მოხმარებაში იყო მხილებული. მოგვიანებით, დევიდმა აღიარა, რომ მართლაც მოიხმარდა ნარკოტიკს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, შედიოდა თუ არა ამ ნარკოტიკში გაცილებით ძლიერი ნარკოსაშუალება. აღიარებითი ჩვენებისთვის, კამერონი სასწავლებლიდან არ გაურიცხავთ, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში მას უნივერსიტეტის კედლების დატოვება აეკრძალა. სწავლის პარალელურად, კამერონი კოლეჯის ჩოგბურთის გუნდის კაპიტანი და კლუბ „ბულინგდონის“ წევრი იყო. კლუბის წევრები ცნობილი იყვნენ ლოთობითა და დებოშიორობით. ცხოვრების ამ პერიოდის გახსენება კამერონს არ უყვარს.

3. ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩაბარებამდე, სანამ ფილოსოფიის, ეკონომიკის და პოლიტიკის საგნებს შეისწავლიდა, დევიდ კამერონი ბრიტანეთის პარლამენტის, „კონსერვატიული პარტიის“ წევრის – ტიმ რატბონის შტაბში მუშაობდა. შემდეგ, სამი თვის განმავლობაში, ჰონკონგში, კორპორაცია „ჯარდინ მატესონში“ იყო სახომალდე აგენტი. ჰონკონგიდან კამერონს სამშობლომდე მატარებლით მგზავრობა საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გავლით უწევდა. კამერონს საბჭოთა კავშირის დროინდელ მოსკოვსა და იალტაში მოუწია ყოფნა, სადაც, მისი თქმით, „კაგებეს“ რეზიდენტები მის გადაბირებას ცდილობდნენ.

4. 2005 წელს, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის, მაიკლ ჰოვარდის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, პარტიის რამდენიმე წევრი აცხადებდა პრეტენზიას ლიდერობაზე, თუმცა ყრილობაზე, ყველასთვის მოულოდნელად, დევიდ კამერონი აირჩიეს პარტიის ხელმძღვანელად, ამბობენ, დელეგატებზე კამერონის გამოსვლამ იმოქმედაო, რომელსაც ფურცელზე დაწერილი „შპარგალკა“ არ გამოუყენებია, მისი კონკურენტები უხვად კი იყვნენ შეიარაღებულნი დამხმარე ფურცლებით. პარტიის ლიდერად არჩევიდან პირველ თვეს, კამერონმა ბრიტანული პრესა და საზოგადოება გააოცა. არქტიკაში ვიზიტის დროს, რომელიც კლიმატური პირობების შესწავლას ისახავდა მიზნად, კამერონი მთელი ვიზიტის განმავლობაში ლაიკებთან ერთად პოზირებდა ფოტოგრაფების წინაშე, ამან მისი ოპონენტების უკმაყოფილება გამოიწვია.

5. ტრადიციულად დევიდ კამერონი სამსახურში ველოსიპედით მიდიოდა, თუმცა შეინარჩუნებს თუ არა იგი ამ ტრადიციას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგაც, უცნობია. სამაგიეროდ ცნობილია ორი ფაქტი, რომელიც ველოსიპედს და კამერონს უკავშირდება. გაირკვა, რომ 2006 წელს დევიდ კამერონის ველოსიპედს, უკან მისივე მძღოლი მიჰყვებოდა სამსახურებრივი ავტომობილით, რომელსაც „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პირადი ჩანთა და ლეპტოპი მიჰქონდა; 2008 წელს კი ბოროტმოქმედებმა კამერონს მისი საყვარელი ორთვალა მოპარეს, თუმცა სკოტლანდ-იარდის დახმარებით, ველოსიპედი მალე მოიძებნა.

6. „ისრაელის მეგობრების“ ფორუმზე „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა დევიდ კამერონმა აღიარა, რომ იგი სულით ხორცამდე სიონისტია. „თუკი ებრაული სახელმწიფოებრიობის არსებობის მართებულობა და ებრაული სულის მხარდაჭერა სიონიზმია, მაშინ მე სიონისტი გამოვდივარ“, – განაცხადა თავის გამოსვლაში კამერონმა. მისი თქმით, ისრაელის მხარდაჭერა დნმ-ში ყველა კონსერვატორს დაბადებიდან აქვს ჩადებული.

7. პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, დევიდ კამერონი დაჰპირდა ბრიტანეთის მოსახლეობას, რომ გამოაქვეყნებდა მასალებს არამიწიერ ცივილიზაციებთან არსებულ ფარულ კავშირებზე. ტაინმუტში, ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, კამერონმა განაცხადა – დარწმუნებულია, რომ არსებობს საიდუმლო მასალების მთელი კრებული, სადაც დაფიქსირებულია ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისა და მათი მგზავრების არსებობის დამადასტურებელი ფოტო და სხვა მასალა, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია. ასევე წინასაარჩევნოდ, მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში, კამერონი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს დაჰპირდა, სრულ რეაბილიტირებას. მიუხედავად იმისა, რომ ჰომოსექსუალური კავშირები ბრიტანეთში დაშვებულია, ჰომოსექსუალები მეთვრამეტე, მეცხრამეტე საუკუნეებში დევნილ „ცისფერთა“ სახელის რეაბილიტირებას ითხოვენ. მათ შორისაა ოსკარ უაილდი, რომელმაც ჰომოსექსუალური კავშირის გამო 2 წელი პატიმრობაში გაატარა.

8. თავისუფალ დროს დიდი ბრიტანეთის ახლადგამომცხვარ პრემიერ-მინისტრს უყვარს ბობ დილანის, „რადიოჰედის“, „სმიტსის“ და „ქილერსის“ მოსმენა. ფილმებიდან იგი „ლოურენს არაბიელს“ და „ნათლიმამას“ ანიჭებს უპირატესობას, წიგნებიდან კი – რობერტ გრეივსის და ლოურენს ლის ნაწარმოებებს. კერძებიდან, კამერონს შემწვარი ცხვრის ხორცი და ბოსტნეულის სალათები უყვარს უფრო მეტად, სასმელებიდან კი – „გინესის“ ლუდი. კამერონი პოლიტიკურ ბლოგებს კითხულობს, ხოლო ელექტრონული ფოსტის წასაკითხად „ბლექბერს“ იყენებს. ის წინააღმდეგია სოციალური ქსელების – „ფეისბუქისა“ და „ტვიტერის“. ბრიტანული საფეხბურთო გუნდებიდან დევიდი ბირმინჰემის „ასტონ ვილას“ ქომაგობს, ხოლო თვითონ დარტსისა და პულის თამაშს ამჯობინებს მეგობრების წრეში.

9. დევიდ კამერონის მეუღლე, სამანტა შეფილდი, ინგლისელი მიწათმფლობელის სერ რეჯინალდ შეფილდის ქალიშვილია. მისი მამინაცვალი ვიკონტ ასტორი, ჯონ მეიჯორის მთავრობაში კაბინეტის წევრი იყო და მასობრივი საშუალებების მაუწყებლობას კურირებდა. „კონსერვატიულ პარტიაში“ მოსვლამდე კამერონი კომპანია „ურბიკომის“ დირექტორთა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. კომპანია ღამის კლუბებსა და ბარებს ფლობდა. კომპანიას ვიკონტ ასტორი თავმჯდომარეობდა. სამანტა კომპანია „სმიტსონ ოფ ბონდ სთრიტის“ კრეატიული დირექტორია. კომპანია ძვირად ღირებული საკანცელარიო ნივთების გაყიდვით არის დაკავებული და მის კლიენტებს შორის – ქეით მოსის, სტელა მაკარტნისა და ნაომი კემპბელის გამორჩევა შეიძლება. დევიდმა და სამანტამ, ერთმანეთი დევიდის დის, კლერის დახმარებით გაიცნეს და 1996 წელს დაქორწინდნენ კიდეც. ქორწილის მეორე დღეს სამანტამ კოჭზე სვირინგი გაიკეთა. კამერონების ოჯახს ორი შვილი – ნენსი და არტური ჰყავს, ხოლო მესამეს ისინი სექტემბერში ელოდებიან. მათი პირველი ვაჟიშვილი, ივანი ფიზიკური ნაკლოვანებებით დაიბადა და 2009 წლის თებერვალში, შვიდი წლის ასაკში, გარდაიცვალა.

10. 2006 წელს ბრიტანულმა ჟურნალმა „ნიუ უომან“ პლანეტის ასი ყველაზე სექსუალური მამაკაცის რეიტინგი გამოაქვეყნა. იქ მრავალი პროფესიის მამაკაცი მოხვდა, მათ შორის პირველად აღმოჩნდა „კონსერვატიული პარტიის“ მაშინდელი თავმჯდომარე – დევიდ კამერონი. მან ასეულის ბოლო ათეულში, 92-ე ადგილი დაიკავა, თუმცა თავისზე გაცილებით პოპულარულ სახეებს – მსახიობ რასელ ქროუს, მომღერალ ჯეიმს ბლანტსა და ფეხბურთელს ეშლი კოულს გადაასწრო.


скачать dle 11.3