კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იყო „უცნობი“ რევოლუციური კონცერტების უცვლელი მონაწილე და რატომ დაემდურა იგი ძმას


„თბილისელები“, საქართველოს ისტორიის უახლოესი წარსულის მედიაარქივიდან აკინძულ ამონარიდთა საშუალებით, ამჯერად წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელსაც თავი პოლიტიკოსად არასდროს მიაჩნდა, თუმცა, როგორც საკუთარ თავს უწოდებს – ამ „უპარტიო და თავისუფალ ადამიანს“, რომელიც არასდროს ყოფილა და იქნება პოლიტიკური სუბიექტი, არაერთხელ „უტვირთია“ ერის წინამძღოლის, ფუნქცია, გაუკეთებია პოლიტიკური პროგნოზები და დაუსახავს ქვეყნის გადარჩენის სტრატეგია. მოვუსმინოთ მას... რუბრიკაშია „უცნობი“ (გია გაჩეჩილაძე) – უცნობი სტატუსით...


„რევოლუციური კონცერტები უკვე ტრადიციად იქცა... ჯერ იყო და, ნოემბრის რევოლუციის დროს, ქართველი მუსიკოსების ნაწილმა შევარდნაძის გადაგდებაში აქტიური როლი შეასრულა და პარლამენტის წინ მომიტინგეები ცოცხალი მუსიკით გაამხნევა. მართალია, აჭარაში თბილისელ მუსიკოსებს ასლან აბაშიძის გადადგომაში დიდი წვლილი არ შეუტანიათ, მაგრამ ვარდობისთვის რევოლუციით გახარებული აჭარლები ბათუმში ჩატარებული კონცერტით გაახალისეს. ჰოდა, დედაქალაქის მოსახლეობას თავი დაჩაგრულად რომ არ ეგრძნო, აჭარის გათავისუფლება თბილისშიც კონცერტით აღნიშნეს...

კონცერტში მხოლოდ ისინი მონაწილეობდნენ, ვინც სწორედ „წვიმის მუსიკოსებად“ არიან მონათლულნი – ირაკლი ჩარკვიანი, უცნობი, ნიაზ დიასამიძე და „33ა“, აჩიკო გულედანი და „მწვანე ოთახი“...

დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში კონცერტი ჩვეულებრივ რიტმში მიდიოდა, თუმცა პრეზიდენტ სააკაშვილის გამოჩენამ კონცერტშიც და იქ მისულ ახალგაზრდობაშიც „არითმია“ გამოიწვია...

პრეზიდენტი სცენაზე მდგარ გია გაჩეჩილაძეს მიეპარა და თვალებზე ხელი ააფარა. უცნობი შეცბა, აბა, წარმოიდგინეთ, ხშირად გეპარებათ უკნიდან პრეზიდენტი? ჰოდა, მიტრიალდა, მიკროფონი კი, მეორე მხარეს დარჩა, აღელვებულ მომღერალს სულ გადაავიწყდა, ფონოგრამა რომ მიდიოდა... მოკლედ, პრეზიდენტმა უცნობს სიმღერის დასრულება აცალა და მიკროფონი გამოართვა. სააკაშვილი სიტყვით გამოდიოდა, მუსიკა დაბალ ხმაზე ისევ ისმოდა და უცნობიც ამ მუსიკისა და პრეზიდენტის გამოსვლის ფონზე აცეკვდა...“

„ალია“, 20-21 მაისი, 2004 წელი.

„ჩვენ პროტესტის გამოხატვას ძალიან ცივილური ფორმით ვაპირებთ. არ მინდა მივიღოთ მონაწილეობა არანაირ დადგმულ სპექტაკლში. მოვაგროვებთ იმ ხალხის რაოდენობას, ვინც არ ეგუება შექმნილ რეალობას, წინასწარ არ ვიცით, ადამიანთა რა რაოდენობა შემოგვიერთდება. ეს გაგრძელდება დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში და ვნახავთ, რამდენი ადამიანი იქნება ამ რეჟიმის წინააღმდეგი. ბოლოს და ბოლოს გვინდა, დავინახოთ, რა, ხალხს ეს ხელისუფლება უნდა თუ არ უნდა. თუ უნდა ხალხს ეს ხელისუფლება, მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს. გავიგებთ ქე მაინც, და თუ არ უნდა ხალხს ეს ხელისუფლება, გამოჩნდება, რა...

კონკრეტული ვადა არ არსებობს, გაიგებთ, ნუ გეშინიათ, არ გამოგეპარებათ. გავალ და იქ ვიცხოვრებ, ერთი კვირის განმავლობაში, ეს იქნება გმირობის ტოლფასი, რა. მთელი საქართველო ჩემი მომხრეა, რა. მე მთელ საქართველოში ვიარე ბოლო ერთი თვის განმავლობაში...

ახლები არ მაინტერესებს, რა. „ახლებთან“ „ვაფშე“ სამი დღეა არ მილაპარაკია, თუ ძალიან გაინტერესებთ, რა...

არ მაინტერესებს არანაირი პარტიის პოზიცია. ძალიან მტკივა. ერთი კვირაა, სახლიდან ვერ გამოვდივარ, ისეთი გაღიზიანებული ვარ...

„ახლების“ მხარდამჭერი დღესაც ვარ და შეიძლება ხვალაც ვიყო, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, ეს არის ანომალია, რა...

სულ არ მაინტერესებს, „ახლებს“ უნდათ თუ არ უნდათ, რა. მე ვიცი, რომ ქვეყანას სჭირდება ასე, რა... მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მე არა ვარ „ახლების“ პარტიის წევრი, რა...

ყოველთვის გავაკეთებ იმას, რაც ჩემი ქვეყნის ინტერესებში შევა, ვინც არ უნდა განაწყენდეს, რა. „დემოკრატიული პარტიის“ სიმბოლურ წევრადაც რატომ შევედი და ოპოზიციის გაერთიანებაც რატომ დავიჟინე, ყველამ ძალიან კარგად იცის, რა. არ ვაპირებდი ჟვანიას პარტიაში შესვლას. მე მინდოდა ოპოზიციის გაერთიანება. აი, დღევანდელმა შედეგმა აჩვენა, რომ მე მართალი ვიყავი. ეს იყო შეცდომა, ამათი ცალ-ცალკე გამოსვლა, მე მინდოდა, გაერთიანება და არავინ მომისმინა, რა. ვყეფდი და არავინ მომისმინა. რომ მომხდარიყო გაერთიანება, დღეს ასეთი ამბავი არ იქნებოდა. ესენი უმრავლესობით მოვიდოდნენ და ასეთი სამარცხვინო შედეგი, რაც ახლაა, არ იქნებოდა...

საერთოდ არ ველაპარაკები ლევანს და არც ის მელაპარაკება...

ვეთანხმები სააკაშვილის ყველანაირ განცხადებას, რომ რაც ხდება, არის მარაზმი, არჩევნები ხელახლაა ჩასატარებელი, მაგრამ ქუჩაში დაპირისპირების სასტიკი წინააღმდეგი ვარ. არ მინდა, თბილისი ხელახლა დაინგრეს, რა... მე არ ვარ პოლიტიკური სუბიექტი და არც არასოდეს ვიქნები“.

„ალია“, 8-10 ნოემბერი, 2003 წელი.

„ხელისუფლება ცდილობს, იგნორირება გაუკეთოს ამ სიტუაციას. ჩვენი გმირობა ზუსტად ეს არის, რომ ჩვენ ამის უფლებას და საშუალებას მათ არ მივცემთ, იმიტომ რომ გმირობის ტოლფასია, ვიდგეთ მანამდე, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს სანუკვარ მიზანს... „ახლა თუნდაც მოვკვდეთ, არ მეშინია, რადგან ეს ხალხი შეკრებილია...“

„ახალი თაობა“, 3 ნოემბერი, 2007 წელი.

„მიშა ერთი ჩვეულებრივი მოქალაქეა, მატყუარა, ცრუპენტელა ადამიანია, არავის მე მაგასთან არ ვაგზავნი, მით უმეტეს, ჩემს მეგობარს, ეს ტყუილია. არანაირ ჩემს მეგობარს მე მასთან არ გავაგზავნიდი და არც გამიგზავნია. იმიტომ რომ ეს კაცი არის ნოლი, მთელი მისი გარემოცვა კი სანოლეთია, მას არ ვაღიარებ პრეზიდენტად, მის გუნდს კი – ხელისუფლებად...

ვიცი, რომ აპრილი დამთავრდება მიშას გარეშე, ნამდვილად ვიცი. ეს მოხდება 11-ში, 20-ში თუ 30-ში, ამას ვერ გეტყვით, არ ვიცი, რომ ვიცოდე, მაინც არ გეტყვით, მაგრამ ვიცი, რომ ეს თვე დამთავრდება მიხეილ სააკაშვილის გარეშე საქართველოში...

საპარლამენტო ოპოზიციას მე ოპოზიციად არ მივიჩნევ. რაც შეეხება კაკო ასათიანს, თუ მან ასე თქვა, ის ძალიან ცდება. გამოვრიცხავ ათივე თითით და ორივე აწეული ფეხით, რომ მასთან ვინმე რაიმე დიალოგს გამართავს. ერთადერთი დიალოგი, რაც შეიძლება მასთან შედგეს, ეს არის მისი წყნარი და მშვიდობიანი გადადგომა...

ხელისუფლებამ სასაუბროდ ოპოზიციის ლიდერებს კი არა, ხალხს უნდა დაუძახოს, ამ ხალხს აღარ უნდა ეს სააკაშვილი და ვეღარ გაიგეთ? ეს უკვე დიდი ხანია, დამტკიცდა. რომელ ვანო მერაბიშვილზეა საუბარი, როცა სააკაშვილი მატყუარა, არალეგიტიმური, ფლიდი ადამიანია და არც მერაბიშვილისა და არც ვინმე სხვისი ურთიერთობა ოპოზიციასთან აქ არაფერ შუაშია. კაცი, რომელსაც სახელად და გვარად მიხეილ სააკაშვილი ჰქვია, უნდა ადგეს, წავიდეს და დაანებოს ქართველ ერსა და ქართულ საზოგადოებას თავი. ეს იყო ჩემი სათქმელი, რასაც ვამბობდი 78 დღის წინაც და რასაც ახლაც ვამბობ...

გადადგება, „რომ“ აქ არ არსებობს. არ მაქვს ის ვარიანტი დაშვებული, „რომ არ გადადგეს“ – იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, გადადგება, ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. საზოგადოებას ხელისუფლების მხრიდან დიალოგზე გაკეთებული შემოთავაზებები ნერვებს უფრო უშლის, ვიდრე პირიქით. დიალოგი რაც იყო ერთი წლის წინ, ნახა უკვე საზოგადოებამ...

თუ მოვლენები 7 ნოემბრის ფორმატით განვითარდა, სააკაშვილისთვის მაინც დახურულია ეს ქვეყანა. მართალი გითხრათ, არ ვიცი, ხელისუფლების თავში რა შეიძლება გადატრიალდეს, სააკაშვილისა და მერაბიშვილის ტვინში მე ვერ ვიყურები. მათი პროვოკაციული ქმედებების შესახებ, დიდი ხანია, ყველაფერი ვიცით...

პატრიარქმა მიმართვაში თქვა, რომ ორივე მხარემ თავი უნდა შეიკავოს აგრესიისგან და ერთობლივად შეეცადოს, განმუხტოს სიტუაცია... მიმართვა, მართალია, ორივე მხარისთვის გაკეთდა, მაგრამ უფრო ხელისუფლების მისამართით იგულისხმებოდა...

ნინო ბურჯანაძემ თქვა, არ მქონდა გადაწყვეტილების მიღების უფლება იმიტომ, რომ ჩემს გარშემო ისეთი გუნდი ტრიალებდა, ხალხი და რესურსი არ მყოფნიდა მათთან დასაპირისპირებლადო. მან, როგორც ქალბატონმა, თავისი შეცდომა მოინანია. გარკვეულწილად მჯერა კიდეც მისი. მჯერა ის, რომ 7 ნოემბერს, როცა ის უწმიდესთან მივიდა, გაზი უკვე გაშვებული იყო, მჯერა, რომ „იმედის“ დარბევის შესახებ არაფერი იცოდა“...

„ვერსია“, 2-3 აპრილი, 2009 წელი.

„... მიფიქრია. ძალიან ბევრი ადამიანისთვის მიკითხავს, იყო თუ არა სწორი გადაწყვეტილება სამების საკათედრო ტაძართან ხალხის მიყვანა. ეს შეცდომა იყო. ეს უწმიდესთანაც ვთქვი, მან კი დამამშვიდა, ათი ცხოვრებაც რომ იცხოვრო, ნუ იდარდებ, საქართველოში სწორი გადაწყვეტილება იშვიათად მიუღიათო. არ ვიცი, 9 აპრილი იგულისხმა თუ 90-იანი წლები, იქნებ შემდგომ მოვლენებსაც გულისხმობდა...

ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ასეთ შეცდომას აღარ გავიმეორებ და კათოლიკოს-პატრიარქს უფრო მოვუფრთხილდები, უხერხულ მდგომარეობაში აღარ ჩავაყენებ...

არ ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას გაუთავებელი მიტინგებით. ჩვენ ეს გზა უკვე გავიარეთ.

პირადად მე არჩევნებს კი არ ველოდები ქვეყანაში, არამედ მიზეზს იმისთვის, რომ ლეგიტიმური გახდება ის, რაც ამ არჩევნების შემდგომ მოხდება. არჩევნები ხელისუფლებას უკვე მოგებული აქვს. შესაძლოა, არჩევნები ვიღაცისთვის 2 ან 5 ადგილი იყოს საკრებულოში, ჩემთვის კი პროცესია, რითაც იქნებ წერტილი დაესვას კოშმარს, რომელშიც 6 წლის განმავლობაში ვცხოვრობ. ტელევიზიით, რადიოთი თუ სხვა საშუალებებით ვიბრძოლებ ისევ იმ იდეისთვის, რისთვისაც ვიბრძოდი...“

„კვირის პალიტრა“, 25-31 მარტი, 2010 წელი.

„გეტყვით, რაც მწყინს: როდესაც ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვი, არ უნდა აყვედრიდე ვინმეს, მიტინგზე მოვედი, შენი გულისთვის ქუჩაში ვიდექიო. მიტინგზე არავინ არავის გულისთვის არ უნდა მიდიოდეს. ვინმეს ჰგონია, საკანში ჯდომა ან მიტინგზე სიარული მეხალისება? ჩემთვის ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა, რომელსაც ბოლომდე მივიყვან, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს...

ჩვენ ყველა გზა გავიარეთ: არჩევნების, სამების, აქციებისა და შიმშილობის გზაც. შემდგომში რა გზას დავადგებით, ამას ხალხი გადაწყვეტს. ხალხის არჩეულ გზას უნდა გავყვეთ და არა იმას, რომელზე სიარულსაც ვიღაც პოლიტიკოსი გადაწყვეტს...

უბედურება ისაა, რომ სააკაშვილი საქართველოსა და საკუთარ თავს აიგივებს. ვერ ხვდება, რომ უფლის უდიდესი საჩუქარი და წყალობაა, საქართველოში რომ დაიბადა. როდესაც დიდ სავარძელზე დიდი ადამიანები სხდებიან, თავში არ უვარდებათ, პატარა კაცების, სულმოკლე ადამიანების დიდ სკამზე დაჯდომას კი ათასი უბედურება მოსდევს...

ერთხელ პატრიარქთან მივედი და დავიჩივლე, კარგის გაკეთება მინდა და ყველაფერი ცუდად მიბრუნდება“...

„კვირის პალიტრა“, 14-25 აპრილი, 2010 წელი.


скачать dle 11.3