კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დააფარეთ, დააფარეთ, არ გაცივდეს!


ანუ, დაედო

ერთი მხრივ, თავი მოგვწონს, რომ ჩვენი ენერგეტიკა დივერსიფიცირებულია და, ევროპის მსგავსად, სულაც არ ვართ რუსეთზე დამოკიდებული; მეორე მხრივ კი, ამ ჩვენი ენერგეტიკის ბურჯის – „ენგურჰესის“ – ბედისა („ვოდევილების“ ღორისა არ იყოს) არაფერი ვიცით. თუმცა, ისიცაა, რომ მთლად „არაფერსაც“ ვერ დავარქმევთ იმის ცოდნას, რომ „ენგურჰესს“ „ინტერ რაოსთან“ ერთობლივად ვმართავთ. სამაგიეროდ, ენერგეტიკის სამინისტროს როგორც ჰქონდა, ისევე აქვს ჩაგუბებული წყალი პირში და „ინტერ რაოსთან“ გაფორმებულ მემორანდუმს მკაცრად ასაიდუმლოებს. რაკი ასაიდუმლოებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და გაზეთმა „რეზონანსმა“ სამართლებრივი გზით არჩიეს წასვლა, კერძოდ, სასამართლოს მიმართეს (მემორანდუმის რაღაც ნაწილი მაინც გაასაჯაროეთო). თუმცა, გასულ კვირას გაირკვა, რომ მათი სარჩელი არც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა (ესე იგი, ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება). საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და „ინტერ რაოს“ შორის მემორანდუმი („ენგურჰესის“ ეფექტური მართვის შესახებ) ომის შემდეგ 4 თვეში გაფორმდა. ხოლო, რაკი ამ მემორანდუმმა, ერთი მხრივ, საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, მეორე მხრივ კი მას ენერგეტიკის სამინისტრო მატროსოვივით გადაეფარა, ბ-ნმა ხეთაგურმა, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გაგვიმხილა, რომ დოკუმენტს, „ინტერ რაოსავე“ თხოვნით, გრიფი „საიდუმლოდ“ დაედო (თან, ვერც ვერავინ რომ ვერ გადაამოწმებს, ვისი თხოვნით დაედო ან, საერთოდაც, დაედო თუ არა?!). სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოების დამთხვეულობის მიუხედავადაც, მოსარჩელეები ჯერ უზენაეს სასამართლოს მიმართავენ, ხოლო, თუ სამართალი ჩვენს სამშობლოში მაინც ვერ ჭამს პურს, ბოლოს სტრასბურგსაც მიაშურებენ. ეს, ბუნებრივია, დროში გაწელილი პროცესი იქნება და, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ფინალში არც ვირი ვიყოთ, არც ვირის პატრონი.


скачать dle 11.3