კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„… გავიდეთ მზეზე“


ანუ, შენს ნახვას ნუ დამიშლი

ის, რომ საქართველოს ხელისუფლების დევიზია: „კარჩაკეტილი ცხოვრებიდან გავიდეთ მზეზე“, თვით ყველაზე რადიკალურად განწყობილ ოპონენტსაც მოეხსენება, როგორც ის, „კუმ ფეხი გამოყოო“. შესაძლოა, სწორედ ამ უკანასკნელ მოტივებზე, გასულ კვირას ევროკავშირის დღეც ვიზეიმეთ. მართალია, ევროკავშირში არ გვიღებენ, მაგრამ, დემოკრატიის მზის წყალობით, ზეიმს ხომ მაინც ვერავინ დაგვიშლის (დაახლოებით ასე: „შენს ნახვას ნუ დამიშლი…“). ჰოდა, რაკი ვერც დაგვიშლის და არც გვიშლის (იმიტომ, რომ „ცარიელი დარდი ვარ“), ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ბ-ნ სუბელიანი საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან ერთად წეროვნის საჯარო სკოლას ეწვია. მეტიც, ორივემ ერთად ვიქტორინაც ჩაატარა, თემაზე: „რა ვიცით ევროკავშირზე?“ ევროპელი სტუმარი დევნილ ბავშვებს ევროკავშირის ისტორიასა და მის ძირითად ფასეულობებზე ესაუბრა. დევნილ ბავშვებს სიტყვა ლტოლვილთა მინისტრმაც შეაწია. სახელდობრ, ბ-ნმა სუბელიანმა შენიშნა, რომ, რაკი საქართველო ისტორიულად ყოველთვის იყო ევროპული ოჯახის წევრი (რომ დაეკონკრეტებინა, ეს როდის ხდებოდა, მთლად უკეთესი იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბ-ნმა სუბელიანმა იფიქრა, გამგები გაიგებსო), ბევრი რამ უნდა ვიცოდეთ ევროკავშირზეო (ისიცაა, თუ ყოველთვის ევროპული ოჯახის წევრი ვიყავით, რაღა უნდა გავიგოთ? წესით, იქით უნდა ვუყვებოდეთ). მეტიც, დასძინა, რომ ამ ცოდნას არა მხოლოდ დევნილი ბავშვები, ზოგადად ქართული საზოგადოებაც უნდა დაეწაფოსო და, რაც მთავარია (მომყავს ციტატა): „უნდა გვქონდეს წარმოდგენა იმაზე, ვინ გვეხმარება. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ოჯახებს, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ეხმარებიან.“ ბუნებრივია, მადლიერება ჭეშმარიტად საშური თვისებაა, ამიტომაც, ამ თვალსაზრისით, მინისტრის ბაგეები არანაკლებ ჭეშმარიტებას ღაღადებენ, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ევროკავშირში (სადაც, თურმე ბავშვობიდან ვსხედვართ) სწორედაც იმიტომ არ გვიღებენ, რომ ეს ჩვენი ქვეყანა მათ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, დევნილი ბავშვებისთვის ლექციის ჩატარების პარალელურად, ამ ჩვენი მთავრობის წევრებისთვისაც გაეგებინებინა ვინმე მადლიანს ევროკავშირის ავან-ჩავანი, თორემ, ამოგვხდა სული ამდენ ზეიმში.


скачать dle 11.3