კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ისინი მიატოვა ამერიკამ“


ანუ ვინ დარჩება სახელობითი ქუჩის გარეშე

პრეზიდენტმა ობამამ 10 მაისს თავის კონგრესში განცხადება აფრინა (რომლითაც საკანონმდებლო ორგანოს რფ-სთან ბირთვული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების დამტკიცებას სთხოვს) და აუწყა, რომ, გადახედა რა ვითარებას, დაადგინა: „საქართველოში არსებული სიტუაცია აღარ უნდა იყოს მიჩნეული დაბრკოლებად, რათა შემოთავაზებული ხელშეკრულების დამტკიცება გაგრძელდეს“-ო. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი სულზე უტკბესი სტრატეგიული პარტნიორთა პარტნიორი ბრძანებს, ძაღლი მიაკვდა სულში ვარდების რევოლუციას და რფ-ის მიერ ჩვენ გამო დანაყილ საქართველოსო. ამის საპასუხოდ, მართალია, ქართულ ოფიციოზს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია (ან კი რა კომენტარი უნდა გაეკეთებინა, როდესაც ძალა აღმართს ხნავს?!), თუმცა აშშ-ური პრესის ნაწილი და, განსაკუთრებით, ჯ. მაქქეინი აღშფოთდა. ამ უკანასკნელმა, რა თქმა უნდა, გააკრიტიკა ობამას ადმინისტრაცია და რიტორიკული კითხვის: მიატოვა თუ არა აშშ-მ საქ.-ო, პასუხად ბრძანა: „სამწუხარო ის არის, რომ ასე მხოლოდ ქართველები არ ფიქრობენ. შეეკითხეთ პოლონელებს ან ჩეხებს, ან სხვებს ცენტრალური ევროპიდან და თქვენ მოისმენთ ერთსა და იმავე წუხილს იმის გამო, რომ ამერიკამ მიატოვა ისინი“. მიტოვება მიმტოვებლის სინდისზე იყოს, მაგრამ, ისიცაა, თუ არავის გადაეფსკვნები სულით ხორცამდე, სულ მცირე, იმის გარანტია მაინც გექნება, რომ ვერავინაც ვერ მიგატოვებს.

ცნობისთვის, ჯ. ბუშმა (უმცროსმა) აღნიშნული ხელშეკრულების დამტკიცება 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეაჩერა, იმ მიზეზით, რომ რფ აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორ საქ.-ოს ჩაგრავდა. როგორც ჩანს, ბ. ობამამ სხვა გზით აირჩია წასვლა, ჰოდა, რაკი ავიწყდება ქართული ანდაზა, „რაც მოგივა დავითაო“, ჩვენც დავტოვებთ ასე ხახამშრალს, ანუ თავისი სახელობის ქუჩის გარეშე! მაშ!!!


скачать dle 11.3