კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყირგიზული „ვარდი“


მოსკოვი-ბიშკეკი-თბილისი

მართალია, ჩვენი პოლიტსპექტრი ჯერაც ვერ შეთანხმებულა, რუსეთის მსახვრალი ხელი ურევია პრეზიდენტ ბაკიევის ჩამოგდებაში თუ ის თავისით დაემხო (პრინციპით: გიჟი მიუშვი ნებასაო), თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქ-ნ როზას (უტუნბაევა) ერთ-ერთმა პირველმა დაურეკა და დახმარებაც აღუთქვა, ოღონდ, ისიცაა, რომ თავად ყირგიზულმა „ვარდმა“ პირველს ვლ. პუტინს დაურეკა და მოგვიანებით, კიდეც ჩააკითხა. ამ გადარეკვ-გადმორეკვებისა თუ ზემოხსენებული შეთანხმება-შეუთანხმებლობის მიუხედავადაც, ჩვენი ხელისუფლება მაინც არისხებს განგაშის ზარებს – მოსკოვი თბილისსაც უმზადებს ბიშკეკსო. თუმცა, რაკი ჯერჯერობით კვლავაც რუსთველის ქვეყნად მოვიაზრებით (თუნდაც, სახელმძღვანელოების დონეზე), იმედი ვიქონიოთ, რომ „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების“. ხოლო, ვიდრე იქნების თუ არ იქნების, ქ-ნი უტუნბაევას გარდამავალ პერიოდში ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაეკისრა. ჰოდა, რაკი დაეკისრა, მშობლიური „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიაც დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიის რიგებს 2007 წელს შეუერთდა და 2009 წელს ყირგიზეთის პარლამენტში პარტიულ ფრაქციასაც ხელმძღვანელობდა. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენს არც ერთ პრეზიდენტს (დამოუკიდებლობის დღიდან დაწყებული და „შუქურობის“ პერიოდით დამთავრებული) თავისი მშობელი პარტიისთვის არ უგანია, ისეც არ გაგვიხდეს საქმე, რომ ეს ჩვენი ნოემბრისა, ყირგიზულმა ვარდმა დაგვიჩრდილოს.




скачать dle 11.3