კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: ძალიან მინდა პატარა, ლამაზი და მოდური ძაღლის აყვანა. რომელს მირჩევთ?

პასუხი: ჯერ კარგად გაიაზრეთ, მართლა გსურთ თუ არა ძაღლის აყვანა, მერე გადაწყვიტეთ რომელს აირჩევთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინეთ ის. ნურასდროს დაეყრდნობით მხოლოდ მოდას. ძაღლი სამოსი არ არის. სულ სხვადასხვა ჯიშის ძაღლები ხდებიან ხოლმე როგორც მოდური, ასევე არამოდური. ძაღლი უნდა შეიძინოთ საჭიროებისამებრ და არა მოდურობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარწმუნებთ, მოდის ცვლილებასთან ერთად, შეგეცვლებათ დამოკიდებულება თქვენი ოთხფეხა მეგობრის მიმართ.

კითხვა: ბოლო დროს ჩემი ძაღლი ცუდ ხასიათზეა და თითქოს ოჯახის წევრებს აღარ გვეკონტაქტება. არაპროფესიონალების აზრით, სიმპტომები, რომელიც ჩემს ძაღლს აღენიშნება შეიძლება ექინოკოკის ბრალი იყოს. თუ შეიძლება მითხარით, რა გამოვლინებები აქვს ამ დაავადებას?

პასუხი: საერთოდ, ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, თქვენი ძაღლი ვეტერინარს უჩვენოთ და ზეპირად არ უმკურნალოთ. ჩამონათვალში არ არის საკმარისი სიმპტომები მითითებული, რომ ზოგადი დასკვნა გამოვიტანოთ. თუ ექინოკოკის მახასიათებელი სიმპტომების გამოვლინების შესახებ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ, როცა ძაღლი დასნებოვნებულია ექონოკოკოზით, მას აღენიშნება სიგამხდრე, კანის ალერგიული რეაქციები, ფაღარათი ან შეკრულობა.

კითხვა: ჩემს ძაღლს რამდენჯერმე წამოუვიდა ცხვირიდან სისხლი. თუ შეიძლება მითხარით, სისხლდენის შემთხვევაში რა უნდა გავაკეთო, ძაღლს რომ პრობლემა არ შეექმნას?

პასუხი: ცხვირიდან სისხლდენის დროს ძაღლი უნდა მოათავსოთ მშვიდ გარემოში, შეუზღუდოთ მოძრაობა, ცხვირზე დაადოთ ცივი საფენები ან ყინული და ცხვირის ნესტოში ჩაუდოთ წყალბადის ზეჟანგში დასველებული ტამპონი. მაგრამ, თუ თქვენს ძაღლს ეს უკვე რამდენჯერმე მოუვიდა, უმჯობესია, ვეტერინარს მიმართოთ და მიზეზი შეიტყოთ.

კითხვა: მწერები უკვე მომრავლდნენ. როგორც ვიცი, არის შემთხვევები, როცა ნაკბენი პრობლემას უქმნის ძაღლს. მაინტერესებს, მწერების ნაკბენის შემთხვევაში რა უნდა მოვიმოქმედოთ?

პასუხი: მწერების, ფუტკრისა და კრაზანის ერთეული ნაკბენი ძაღლის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულად საშიში არ არის. საშიშია, როცა მრავლობითი ნაკბენებია ასახული, განსაკუთრებით – პატარა ტანის და დეკორატიულ ძაღლებში. ნაკბენი მტკივნეულია და სწრაფად სივდება. ძაღლს სასწრაფოდ უნდა მოვაშოროთ ნექტარი და ნაკბენ ადგილზე უნდა დავადოთ ბამბის ტამპონი, რომელიც დასველებული იქნება სპირტში, ბორის მჟავაში ან წყალბადის ზეჟანგში.


скачать dle 11.3