კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვაშოროთ კანარსკის პალმას რწყილი და ტკიპა და სად დავდგათ ბინაში კალიზია


ზაფხულში ზოგიერთი მცენარე ძალიან ლამაზად ყვავილობს, ზოგს კი მშვენიერი ახალი ფოთლები გამოსდის. „ფლორა ინტერნაციონალის,“ ბიოლოგი, მეცნიერ-მუშაკი – ამირან ბიწაძე დაგვეხმარება გავარკვიოთ, როგორ ვაყვავილოთ უხვად კალიზია და სად უმჯობესია კანარსკის პალმის გაზრდა, რომ უკეთ გაიბუჩქოს.


– ბატონო ამირან, შესაძლებელია თუ არა ოთახის პირობებში კანარსკის პალმის გაზრდა?

– ეს სახეობა საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ის ტანმაღალია, ძალიან იოლად შეგიძლიათ გაახაროთ ოთახშიც. ის არც მოვლის მხრივაა პრეტენზიული და ძალიან გამძლე მცენარეა. ერთადერთი რისი მოთხოვნაც აქვს, არის ის, რომ ზამთარში ბევრი წყალი არ უყვარს. ზაფხულში სამ დღეში ერთხელ სჭირდება მორწყვა. შეგიძლიათ, ცოტა ხანში გაიტანოთ აივანზეც, ბაღშიც. ამ მცენარის გულს ეგვიპტელები საკვებად იყენებენ. თუ თქვენ სათბურში გაზრდით კანარსკის პალმას, ის ნაყოფსაც გამოიღებს და სხვათა შორის, ძალიან გემრიელია.

– რა ზომის შეიძლება გაიზარდოს კანარსკის პალმა ოთახის პირობებში?

– დროთა განმავლობაში მან შეიძლება ისეთ ზომებსაც მიაღწიოს, რომ ოთახში აღარ დაგეტიოთ. თუმცა, ამას ძალიან ბევრი წელი დასჭირდება. ის ძალიან ნელა იზრდება, განსაკუთრებით საქართველოს კლიმატურ პირობებში. თუ მაინც მაღალი გაიზარდა, ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ ეზოში გადარგოთ.

– თუ შეგვიძლია, გაზაფხულზე ამ პალმის გადაჭრა ან გასხვლა, რომ ზომაში შევამციროთ?

– პალმისებრთა ოჯახის მცენარეების არც გადაჭრა და არც გასხვლა არ შეიძლება. კანარსკის პალმის დაჯუჯებაც შეუძლებელია. ეს მცენარეს დააზიანებს. იმ შემთხვევაში, თუ კანარსკის პალმა ისეთ ზომებს მიაღწევს, რომ ვეღარ დაატევთ ბინაში, გამოსავალი მხოლოდ მისი გარეთ გატანაა.

– როგორ გავამრავლოთ ეს პალმა?

– კანარსკის პალმის გახარება იოლია თესლითაც და ზრდასრული პალმის ამონაყარითაც. მისი თესლის მოძიება შეგიძლიათ, პალმების კოლექციონერებთან. ეს პალმა ასევე მრავლდება ჩვენთვის კარგად ნაცნობი საკვების ინდისხურმას საშუალებითაც. თუ ინდისხურმას დათესავთ ამოვა სწორედ ეს პალმა.

– რა ტემპერატურა მოსწონს მას?

– ზაფხულში რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო კარგად გრძნობს თავს. ზამთარში კი სასურველია, თუ ტემპერატურა 28 გრადუსი იქნება. შეგიძლიათ, პალმა იმ ოთახში დადგათ, სადაც გამათბობელი გექნებათ, მხოლოდ სამი-ოთხი მეტრით დააშორეთ და მცენარეს არანაირ ზიანს არ მიაყენებს. სასურველია, კარგი სითბო იყოს იმ ოთახში, სადაც კანარსკის პალმა იდგება. ზამთარში ამ მცენარეს წყლის დასხმა, დაახლოებით, 10 დღეში ერთხელ დასჭირდება.

– რაც შეეხება განათებას, როგორ ადგილას გვირჩევთ მის დადგმას?

– ზამთარში აუცილებლად ამყოფეთ ნათელ ადგილას. არ უყვარს ჩრდილი. ზაფხულში სადაც უფრო მეტად მოხვდება მზე, უმჯობესია, იქ მოათავსოთ. ასეთ შემთხვევაში ამოიყრის კანარსკის პალმა უფრო მეტ ლამაზ ფოთოლს და მეტადაც გაიბუჩქება.

– რითი შეიძლება დაავადდეს კანარსკის პალმა?

– მას შეიძლება შეეყაროს ტკიპა ან რწყილი. რადგანაც ამ პალმას ეკლოვანი ფოთლები აქვს, გირჩევთ, ჯოხით გადაწიოთ და ისე დაათვალიეროთ მცენარე. თუ აღმოაჩენთ მწვანე მცოცავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის დაავადებულია. ასეთ დროს მიმართეთ შხამქიმიკატებს. ესენია: დეცისი და ხლოროფოსი, მაგრამ თუ პატარა ბავშვები გყავთ სახლში, ეს შხამქიმიკატები ალერგიულია და ამიტომ, ერთი სუფრის კოვზი ძმარი გახსენით ერთ ჭიქა წყალში და დაუმატეთ ცოტაოდენი სოდა. აქაფებული ხსნარი დაასხით მცენარეს ზემოდან.

– რის გამო შეიძლება გახმეს ან დალპეს კანარსკის პალმა?

– მცენარეს ვნებს ბევრი წყალი, ასევე სასუქი აზოტი. მისთვის ყველაზე კარგია ნაკელიანი წყალი. ამ პალმის ფესვთა სისტემას შეიძლება, გაუჩნდეს კიბო. ეს გამოწვეულია გადარგვის დროს მის ლარნაკზე წყლის დატოვებით. თუ კანარსკის პალმას კიბო გაუჩნდა, ის დაიღუპება. ამიტომ, მოარიდეთ ლარნაკზე წყლის დატოვებას.

– როდის შეიძლება, ამ მცენარის გადარგვა და რამდენ ხანში არის სასურველი ამ პროცესის ჩატარება?

– ეს პალმა შეგიძლიათ გადარგოთ თებერვლიდან მაისის ბოლომდე. ისე უნდა გადარგოთ, რომ მიწის კომი არ დაშალოთ და პირდაპირ გადაიტანოთ შედარებით მოზრდილ ჭურჭელში. სასურველია, თუ მას რამდენიმე წელიწადში ერთხელ გადარგავთ.

– რას გვირჩევთ ამ სეზონზე, როგორ მოვუაროთ კანარსკის პალმას?

– კანარსკის პალმა აუცილებლად უნდა გაიტანოთ აივანზე, რათა ცოტათი ნაკლებ ტემპერატურას შეეგუოს. შესაძლებელია, ახლა ფოთოლზე ფერმკრთალობა შეამჩნიოთ, მაგრამ ნუ შეშინდებით, მცენარე ამ დროს ადაპტაციას განიცდის.

– რას გვეტყვით კალიზიას შესახებ?

– კალიზია პატარა, გაბუჩქული მცენარეა. კანარსკის პალმა თუ ძალიან დიდი იზრდება, ეს საკმაოდ პატარა რჩება. თუ პალმისთვის შესაფერისი ბინა არ გაქვთ, შეგიძლიათ კალიზია გაახაროთ. მისი ღერო 50 სანტიმეტრამდე იზრდება. ეს მცენარე შეგიძლიათ, საკიდ კალათაში გაახაროთ ან ჩვეულებრივ ქოთანში ჩარგოთ. ის ძალიან ლამაზი თეთრი ყვავილებით ყვავილობს ზაფხულის ბოლოს.

– როგორ მოვუაროთ, რომ კალიზია ჯანსაღად გამოიყურებოდეს?

– ამ მცენარეს სჭირდება კაშკაშა სინათლე. დილით და საღამოობითაც დადგით მზეზე. ზამთარში ეცადეთ, რომ 10 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე არ ამყოფოთ. ზაფხულში კი ნორმალურია ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი.

– ხშირად უნდა მოვრწყათ მცენარე და როდის შეგვიძლია მისი გასხვლა?

– მცენარის აქტიური ზრდის პერიოდში მიწა ტენიანი უნდა იყოს, ანუ ზაფხულში მცენარე ხშირად უნდა მოირწყას. ზამთარში კი მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. სასურველია, თუ ნიადაგს, რამდენიმე კვირაში ერთხელ, გაზავებული ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერებთ. რაც შეეხება მცენარის გასხვლას, შეგიძლიათ, ახლაც გაკრიჭოთ, თუ თქვენმა კალიზიამ უკვე ფორმა დაკარგა. ეს ხელს შეუწყობს ახალი ყლორტების ამოყრას. წაჭრილი ღეროები მალე გაიდგამს ფესვებს, თუ ჩრდილში, ნესტიან მიწაში ჩაარჭობთ.

– რას გვირჩევთ, ბინაში რომელ მხარეს დავდგათ კალიზია?

– ოთახის პირობებში ამ მცენარისთვის ყველაზე სასურველი ადგილი აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯარაა.


скачать dle 11.3