კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის სტრესი ადვილი გადასატანი


ყოველდღიურად ადამიანი უამრავ ძლიერ და სუსტ სტრესს იღებს. ამისგან დაცული არავინაა. ფსიქოლოგები უიღბლო ქორწინებას ყველაზე ძლიერი სტრესის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად მიიჩნევენ. მუდმივი სტრესით ცხოვრება კი, ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოშლას იწვევს. სტრესის წინაშე უძლურია როგორც მამაკაცი, ასევე ქალი. ის ყველასთვის და ყველას წინააღმდეგია, მასთან ბრძოლაში ნებისმიერი ხერხი გამოდგება. ყველაზე აუცილებელი და სასარგებლო სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა. როცა ატყობთ, რომ თქვენს პარტნიორს მძიმე პერიოდი აქვს, შეეცადეთ, გამოიყვანოთ ამ მდგომარეობიდან. თუ ამ დროს მას თქვენგან არაფერი სჭირდება, გარდა იმისა, რომ ჩუმად იჯდეთ და საერთოდ არ დაელაპარაკოთ, გააკეთეთ ეს. ნუ გაიბუტებით და ნუ შეეცდებით თქვენებურად „გამოიყვანოთ” მდგომარეობიდან. იმ მოსაზრებით, რომ ახლა მოფერება უფრო წაადგება.

ნებისმიერი სტრესი გაცილებით ადვილი გადასატანია ძილში. ექიმებმა დაამტკიცეს, რომ ტვინი ძილის დროს მთლიანად „იწმინდება” ემოციებისგან. თავად ფაქტი კი, მოდელირებას განიცდის და შედარებით კარგავს სიმწვავეს. ტვინი ძილის დროს ახალი დღისთვის ემზადება, ახალი ემოციებისთვის, ახალი შთაბეჭდილებებისთვის და „შლის” უსარგებლო ინფორმაციას. ამიტომ, თუკი თქვენს რჩეულს თქვენთან გულის მოოხებას ძილი ურჩევნია, ნუ შეუშლით ხელს. დაე, გამოიძინოს. ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხომ გინდათ, რომ ის სტრესისგან გათავისუფლდეს.


скачать dle 11.3