კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელს, ეშლი კოულს, პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალების რეიტინგის პირველ და მეხუთე ადგილების მფლობელებთან


მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჟურნალმა მამაკაცებისთვის, FHM-მა, რომელიც პლანეტის ხუთივე კონტინენტზე გამოდის „ანტარქტიდის გარდა“, 2010 წლის 29 აპრილს გამოაქვეყნა 2009 წლის 100 „ყველაზე სექსუალური ქალის“ რეიტინგი, სადაც მამაკაცებისთვის ყველაზე სასურველი, სათაყვანებელი და საოცნებო სხვადასხვა პროფესიის ასი ლამაზმანი შეიყვანეს. რეიტინგში თქვენ შეხვდებით: სპორტსმენებს, მსახიობებს, მოდელებს, ტელეწამყვანებსა და მომღერლებს. დღევანდელ ნომერში კი ამ ასეულის პირველ ათეულს, ანუ ყველაზე სექსუალურ 10 „ტოპ-სელებრითის“ წარმოგიდგენთ.

2009 წლის ყველაზე სექსუალური ქალბატონის ტიტული, FHM-ის ვერსიით, ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელის – ეშლი კოულის მეუღლეს, პოპულარული ბრიტანული გელზ-ბენდის წევრს, შერილ კოულს ხვდა წილად. შერილი დიდი ხანია, ითვლება პლანეტის ერთ-ერთ ულამაზეს ვარსკვლავად და, შოუ-ბიზნესში მოღვაწე ჟურნალისტების უმეტესობის აზრით, დამსახურებულად ატარებს 2009 წლის ყველაზე სექსუალური ქალის გვირგვინს. აღსანიშნავია, რომ ოჯახის დანგრევის გზაზე მდგარი შერილი, ყველაზე სექსუალურთან ერთად, 2000-იანი წლების ყველაზე სტილიზებულ და ფოტოგრაფიის არსებობის ისტორიაში ყველაზე ფოტოგენურ ვარსკვლავად აღიარეს. ამ ყველაფრის შემდეგ კი რჩება მხოლოდ ერთი კითხვა: რატომ ღალატობდა მას მეუღლე, ინგლისის ნაკრების წევრი ეშლი კოული?!

ამერიკელი მოდელი და მსახიობი, მომხიბლავი მეგან ფოქსი გამოკითხვაში მე-2 ადგილზე გავიდა. სხეულზე შვიდი ტატუირების „მფლობელი“ მეგანი ახალი თაობის ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ და სექსუალურ მსახიობად ითვლება. მის ფილმოგრაფიაში არაერთი ბლოკბასტერია, მაგალითად „ტრანსფორმერები“ და „ჯენიფერის სხეული“, ის მილიონობით მამაკაცის სასურველი ქალია და, ბევრმა, შეიძლება, არც იცის, რომ მეგანს დაბადებიდან სჭირს ხელის თითების ანომალია – ბრაქიდაქტილია, ანუ მას ხელებზე დიდი თითები არაპროპორციულად მოკლე აქვს. სწორედ ამ ფაქტის გამო, როდესაც მეგანის ხელებს იღებენ ახლო კადრით, ის დუბლიორის მომსახურებით სარგებლობს.

„მაქსიმი“, „გლამური“, „კოსმოპოლიტენი“, „ვოგი“, „მარი კლერი“, „ელლი“, „ვენიტი ფეირი“ და „ჯიქიუ“... – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ცნობილი პრიალა ჟურნალებისა, რომელთა ყდაზე შესაძლებელია მე-3 ადგილის მფლობელის, „ვიქტორია სიკრეტის“ ანგელოზის, ქერათმიანი მარისა მილერის ნახვა. სერფინგის მოყვარული მარისა ჟურნალ „სპორტს ილუსთრეითედის“ მიერ ერთ-ერთ ყველაზე ფოტოგენურ მოდელად არის აღიარებული, რომლის ფოტოსესიები საცურაო კოსტიუმებში ნამდვილ ეტალონად ითვლება დამწყები მოდელებისთვის. აღსანიშნავია, რომ FHM-ის გამოკითხვაში მარისა მილერმა თავისზე გაცილებით ცნობილ მოდელებს: ადრიანა ლიმას, ჟიზელ ბუნდჰენსა და ალესანდრა ამბროზიოს გაასწრო.

პოპ-ჯგუფ „ზი სეთერდეისის“ წევრი, 21 წლის ფრენკი სენდფორდი, ახალია მსოფლიო შოუ-ბიზნესში, თუმცა ამ ფაქტს არ შეუშლია მისთვის ხელი, რომ გამხდარიყო ჟურნალ „ზუუს“ მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ყველაზე სექსუალური სხეულის მფლობელი, 100 ყველაზე სექსუალურ ქალს შორის კი, მან მეოთხე პოზიცია დაიკავა. სხვათა შორის, თავის 21-ე დაბადების დღეზე პაპარაცებმა ფრენკი იმ მომენტში დააფიქსირეს, როდესაც ამ უკანასკნელს მკერდი უჩანდა და, შესაძლებელია, ამ ფაქტის გათვალისწინებით მოხვდა ის ყველაზე სექსუალურების პირველ ათეულში.

მეხუთე საპატიო საფეხურზე მყოფ, გიგანტური ბიუსტის მქონე ბრიტანელ ფოტომოდელს, კეილი ჰეიზელს, ჭკუიდან გადაჰყავს მილიონობით მამაკაცი. მისი მკერდის პარამეტრებს განიხილავენ ჟურნალები მამაკაცებისთვის და ინტერნეტ-ფორუმები ამბობენ, რომ, მეუღლისგან მალულად ეშლი კოული, სწორედ, მასთან დაიარებოდა. საინტერესოა, რომ, ეშლი კოულის გარდა, გაზეთ „სანის“ ფავორიტი კეილი ჰეიზელი რომანს ლონდონის „ჩელსის“ კიდევ ერთ ფეხბურთელთან და ეშლის მოგვარესთან – ჯო კოულთან „ატრიალებდა“. სხვათა შორის, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ჟურნალისტებმა კეილი ჰეიზელს მაინც ვერ ათქმევინეს, ბუნებრივია თუ არა მისი მკერდი.

ამერიკული კინოს ამომავალი ვარსკვლავი, ზეპოპულარული „ბინდის“ მსახიობი კრისტენ სტიუარტი, ვამპირებზე და მაქციებზე გადაღებული ბლოკბასტერის მეშვეობით გახდა ცნობილი. მის ადგილზე ყოფნას პლანეტის თინეიჯერი გოგონების 99 პროცენტი მაინც ნატრობს, რათა ერთხელ მაინც დაადონ მხარზე თავი რობერტ პატინსონს ან ტეილორ ლოტნერს. კრისტენი პირველად მოხვდა „ყველაზე სექსუალურების“ რეიტინგში და მისი დებიუტი მე-6 ადგილით განისაზღვრა.

ეროტიკული ფოტოსესიებით ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი, მსახიობი და მოდელი კელი ბრუკი მე-7 ადგილზე გავიდა. მომხიბლავი კელი პირველი ათეულის სხვა წევრებისგან სითამამით გამოირჩევა – მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს კამერის წინაშე გაშიშვლება. აღსანიშნავია, რომ კელის საყვარელ გართობად მეგობრებთან ერთად ავტომობილით სეირნობა და მოძრაობის მომენტში ფანჯრიდან ქუჩაში გამვლელი უცხო მამაკაცებისთვის თავისი შიშველი მკერდის ჩვენებაა.

პლანეტის ყველაზე ლამაზი მანდილოსანი, „ვიქტორია სიკრეტის“ ანგელოზად აღიარებული და ამერიკული საკალათბურთო ასოციაციის გუნდ „მემფის გრიზლის“ სერბი ვარსკვლავის, მარკო იარიჩის მეუღლე, ადრიანა ლიმა, ყოველწლიურად კარგავს პოზიციებს FHM-ის რეიტინგში და, თუკი შარშან იგი მე-6 ადგილზე იყო, ამჟამად, მას ორი საფეხურით დაწევა მოუხდა. ამბობენ, რომ მშობიარობის შემდეგ ადრიანამ პლასტიკურ ქირურგებს მიმართა, მაგრამ, შეესაბამება თუ არა ეს ცნობა სიმართლეს, ჯერჯერობით უცნობია, რადგან მშვენიერ ადრიანას საკმაოდ გაუგრძელდა უქმრობა ქალიშვილის – ვალენტინა ლიმა იარიჩის გაჩენის შემდეგ და ის, პრაქტიკულად, არც ერთ ჩვენებაზე არ გამოჩენილა.

იყო დრო, როდესაც ჯესიკა ალბა „ყველაზე სექსუალური ქალის“ სტატუსს ატარებდა, მაგრამ, ბოლო წლების წარუმატებელმა კინოკარიერამ თავისი დაღი დაასვა ამ მომხიბლავ მსახიობს და გამოკითხულთა უმეტესობამ მას ათეულის ბოლოსწინა ადგილი არგუნა. სხვათა შორის, წარუმატებელი კინოკარიერის პარალელურად, საკმაოდ კარგად აეწყო ჯესიკას პირადი ცხოვრება – იგი გათხოვდა პროდიუსერ კეშ უორენზე და გააჩინა ქალიშვილი. ახლო მომავალში კი, კინოეკრანებზე გამოვა რობერტ როდრიგესის თრილერი „მაჩეტე“, სადაც ალბას პარტნიორობას რობერტ დენირო, ლინდსი ლოჰანი, სტივენ სიგალი და როდრიგესის საყვარელი მსახიობი, ტატუირებული მექსიკელი – დენი ტრეხო უწევენ.

კიდევ ერთი ინგლისელი ფეხბურთელის, პიტერ კრაუჩის გერლფრენდი, ლივერპულელი, კონკურს „ბრიტანეთის საუკეთესო სხეულის“ გამარჯვებული, აბიგეილ კლენსი, პირველი ათეულის ბოლო პოზიციაზე განთავსდა. ერთი ხანობა ამ მომხიბლავ მოდელს რომანი ჰქონდა ჯეისონ სტეტჰემთან. ები, როგორც მას ბრიტანეთში უწოდებენ, საკმაოდ პოპულარულია ნისლიან ალბიონზე, იგი უპრობლემოდ მონაწილეობს ეროტიკულ ფოტოსესიებში და თავისი სექსუალური სხეულის დემონსტრირებას ახდენს კამერების წინაშე. სწორედ ამიტომ გახდა იგი გამოკითხულთა უმეტესობის ფავორიტი.


скачать dle 11.3