კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ქორწინდება ლევან როსტოშვილი მასზე შეყვარებულ ოლიმპიურ ჩემპიონზე


ის „ფეისბუქისა“ და სხვა მსგავსი საიტების ერთმნიშვნელოვანი ლიდერია – სასურველი სასიძოების ტოპ-ათეულებში ყოველთვის საპატიო ადგილს იკავებს. ის კიდევ ერთ ქვეყანაშია სასურველი სასიძო, ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით, მასზე იქ ულამაზესი გოგოა შეყვარებული. „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ დიჯეი, ლევან როსტოშვილის, იგივე როსტოს ეკრანული იმიჯის უკან, სადაც ის ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებულია, მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრება იმალება.


 ლევან როსტოშვილი: პოპულარობა, ეკრანი – ასეთი რაღაცეების სურვილი არასდროს მქონია. საკმაოდ დიდი სანაცნობო წრე მყავს, თბილისში დავიბადე, გავიზარდე და ჩემი „ცნობადობით“ სრულიად კმაყოფილი ვიყავი (იცინის). პირველი ექსპერიმენტული სკოლა დავამთავრე. სკოლის დამთავრების შემდგე „კავკასიის ბიზნეს სკოლაში“ ჩავაბარე. დამთავრების შემდეგ ერთი წელი შევისვენე, ვმუშაობდი და შემდეგ უკვე სწავლა მოსკოვში, ფინანსურ აკადემიაში გავაგრძელე, რომელიც ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი უნივერსიტეტია მთელ მსოფლიოში. სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე თითქმის ყველა მაღალჩინოსანს ეს აკადემია აქვს დამთავრებული. აკადემიის შენობაში, რომ შედიხარ, სურათი ჰკიდია, ყველა იმ ცნობილი ადამიანის, რომელმაც ეს აკადემია დაამთავრა.

– ამ ყველაფრის პარალელურად ვიცი, რომ სპორტსმენიც იყავი.

– კი. მეორე-მესამე კურსამდე წყალბურთელი ვიყავი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობდი. თავიდან უფრო აქტიური სპორტსმენი ვიყავი, ვიდრე აქტიური სტუდენტი, მაგრამ შემდეგ უკვე წყალბურთი, როგორც სპორტი მოკვდა საქართველოში და სწავლას უფრო სერიოზულად მივხედე.

– გასაგებია, რატომ ითვლებოდი საქართველოში ყველაზე სასურველ სასიძოდ...

– წყალბურთელი, განათლებული, კარგი ოჯახიშვილი, თბილისელი... ასე მიდის ხოლმე ჩემი „რეგალიების“ ჩამოთვლა და ამაზე ძალიან მეცინება. „ღადაობაა“ ეს ყველაფერი. „ფეისბუქზე“ სასურველი სასიძოების ჯგუფებში მაერთიანებენ, ჩემ ფოტოებს დებენ. აღარც ვიცი, უნდა გავიცინო, თუ ვინერვიულო. პოპულარობა ჩემთვის იმას არ ნიშნავს, რომ კარგი ვარ. ძალიან მიხარია, თუ ვიღაცას იმის გამო მოვწონვარ, რომ კარგი ვარ და არა იმის გამო, რომ წყალბურთელი და პოპულარული ვარ (იცინის). ყველაფერი ეს მაინც ძალიან ზერელე მახასიათებლებია.

– რას აკეთებ ამჟამად?

– ვმუშაობ „ჯეოპრომაინინგ ჯგუფში“, ეს არის მადნეული, კვარციტი. შიდა აუდიტის უფროსი სპეციალისტი ვარ. დიჯეი როსტო არ არის მხოლოდ დიჯეი როსტო. უფრო სწორად, სულ არ არის დიჯეი, როგორც ეს ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია. „ნანუკას შოუში“ უფრო მეგობრის, თანაწამყვანის, ოჯახის წევრის ფუნქციები მაქვს, რაც გადაცემას, ჩემი აზრით, უფრი შინაურულ გარემოს უქმნის. ძალიან დიდი ხანია, რაც მე და ნანუკა ვმეგობრობთ და ის რომ ერთმანეთი, რამდენიმე თვის წინ, „იმედში“ არ გავიცანით, ეს გადაცემაზეც კარგად აისახება. ოჯახური ატმოსფერო ნამდვილად იქმნება. ჩემი და ნანუკას მეგობრობა, ალბათ, ათი წლის წინ დაიწყო...

– რამდენი წლის ხარ?

– ოცდაექვსის ვხდები. ჩემი უახლოესი მეგობარი იყო ზუკა სახელაშვილი, რომელიც სამწუხაროდ, დღეს აღარ არის ჩვენთან.. ზუკას და – თათა, ნანუკას უახლოესი მეგობარია. თათასგან გავიცანი ნანუკა, რომელსაც სულ პატარა ჰყავდა მარიამი, ალბათ, ერთი წლისაც არ იყო. ნანუკას და თათას ჩემი გადაცემაში შეყვანის იდეა გაუჩნდათ. ძალიან მარტივი თხოვნა იყო, რაზეც ჩემს მეგობრებს უარს ვერ ვეტყოდი. მართალია, მხოლოდ ჩაწერებზე მივდივარ, ბევრი ფუნქცია არ მაქვს და არც განსაზღვრული ტექსტები – ოცდამეთორმეტე წუთზე როსტომ ეს უნდა თქვას, მაგრამ მგონი, ყველაფერი კარგად ეწყობა. ყველა ჩემი კომენტარი, გახუმრება და სხვა, სპონტანურად მოდის.

3 მარტის გადაცემაში ჩემს სახელთან დაკავშირებით ნანუკამ ისტორია მოყვა. ჩემი მშობლები ქობულეთში, სასტუმროში გადაცემას უყურებდნენ, დედაჩემს მამაჩემისთვის უთქვამს, შეხედე ლევანიო და ვიღაც ქალს უთქვამს ეს ლევანი კი არა როსტომიაო. თან ნანუკამ თქვა, რომ დაიმახსოვრეთ, ეს როსტომი კი არა, ლევან როსტოშვილიაო. ეს გადაცემა გავიდა საღამოს ათ საათზე და მეორე დილით, „ფეისბუქზე“ აბსოლუტურად, გაურკვეველი და უცნობი ტიპებისგან ოთხასი „ფრენდ რიქვესეთი“ მქონდა. ოთხას გოგონას უნდოდა ჩემთან დამეგობრება.

– არ ვიცი, გინდა თუ არა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ შენი და ოლიმპიური ჩემპიონის ამბავს გვერდს ვერ ავუვლით.

– არ არის პრობლემა, შეგვიძლია, თავისუფლად ვისაუბროთ. დიდი ამბავი ატყდა ამ ისტორიასთან დაკავშირებით, უფრო მეტად უკრაინაში, ვიდრე – საქართველოში. სიმართლე კი ეს არის – ერთ თვეში კიევში ველოდები შვილს, ბიჭს. მისი დედაა იანა კლაჩკოვა, ძალიან ლამაზი გოგო, ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში, უფრო სწორად ოთხი ოქრო აქვს, ერთი ვერცხლი, მაგრამ ვერცხლს არ ვთვლით. თხუთმეტგზის მსოფლიო და თორმეტგზის ევროპის ჩემპიონია. მილიონი მოუხსნელი რეკორდი აქვს დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ სპორტიდან წავიდა. გარდა ამისა, რეგიონალური სიით დეპუტატია, უკრაინის ეროვნული გმირია, 2005, 2006, 2007, 2008, 2009 და 2010 წლების წლის საუკეთესო სპორტსმენი და დამსახურებული მოქალაქე. ასეთი სპორტსმენი ძალიან ცოტაა მსოფლიოში.

– და, რატომ გადაირია ქართველ ბიჭზე?

– არ ვიცი, ეს ალბათ, მას უნდა ჰკითხოთ. ერთმანეთი, დაახლოებით, ერთი წლის წინ, ძალიან ჩვეულებრივ სიტუაციაში, კაფეში გავიცანით. კიევში სისტემატურად მიწევს ჩასვლა, ჩემი საქმეების გამო, მამაჩემთან ერთადაც – იქ აქვს რაღაც საქმეები. თამაშებზეც დავდივარ და პლუს, რა თქმა უნდა, „საგულაოდაც“. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი იყო. როდესაც გავიცანი, არ ვიცოდი, ვინ იყო. გაგონილი კი მქონდა, იანა კლაჩკოვაზე, მაგრამ ეს რომ ის გოგო იყო, მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მივხვდი. დავიწყეთ ურთიერთობა – „ვსტრიჩალის“, ქართულად – „დავდიოდით“. შემდეგ გაირკვა, რომ იანა ორსულადაა და ახლა ველოდებით შვილს. ის მომენტი არ ყოფილა, რომ უბრალოდ შვილი უნდოდა და გაგრძელდება და თუ არა ჩვენი ურთიერთობა, ამაზე არ ფიქრობდა. აქ ლაპარაკი არ ყოფილა დონორზე, ძალიან ვუყვარვარ და ისიც ფიქრობდა, რომ ბავშვი რაღაცეებს შეცვლიდა ჩვენ ურთიერთობაში და დავქორწინდებოდით. თუმცა, ოჯახის შექმნას არ ვაპირებ, ისევ და ისევ ჩემი მიზეზით. მაგრამ, მეყოლება შვილი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ერთი სული მაქვს, როდის გაჩნდება. ისიც ვიცი, რომ ასე ყოფნა გამიჭირდება, ბავშვი იქ, მე – აქ...

– როგორ აღიქვამ იმას, რომ მამა ხდები?

– საერთოდ ვერ ვაცნობიერებ. კი ვამბობ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, ეს რა გრძნობაა. ვიცი, რომ გამიჭირდება, რადგან ჩემი მეგობრის შვილებს რომ ვეთამაშები, ერთი საათის მერე უკვე მიჭირს მათი დატოვება. ის კი არა გურჯაანში, ჩემს სოფელში მონადირე ძაღლი მყავს და მას ვეღარ ველევი ხოლმე. რაზეა ლაპარაკი, შვილზე, ალბათ, გადავირევი.

ერთი თვის ორსული იყო, როდესაც გაიგო ამის შესახებ და მეც ეგრევე მითხრა. თავისთავად, საერთოდ არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ ბავშვი უნდა გაჩენილიყო. გადაწყვეტილება იანამ მიიღო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ აბორტი გამორიცხული იყო, და თან ეგონა, რომ ჩვენ ერთად ვიქნებოდით, დავქორწინდებოდით. მაგრამ, მერე ჩვენი ურთიერთობა აირია.

– გიყვარდა?

– არა. რასაც სიყვარული ჰქვია ეს გრძნობა არ ყოფილა. უბრალოდ, ერთად ვიყავით, ერთად ყოფნა მოგვწონდა. წლების წინ მიყვარდა ერთხელ, არა – ორჯერ... არა – სამჯერაც მყვარებია, სულ მიყვარდა. (იცინის) დიდი გრძნობა მართლა ერთ ადამიანთან მქონდა. ძალიან კარგი იყო ის, რაც იყო. ჯანმრთელობისთვისაც კარგია შეყვარებულობა, მაგრამ სიყვარული არ უნდა აგერიოს ეიფორიაში, შეჩვევაში, მეგობრობაში.

– რატომ არ გაჩნდა სიყვარული იანასთან?

– არ არის ასე სტანდარტებით ყველაფერი. იდეალური გოგოა და უნდა შეგიყვარდეს, ასე არ ხდება. დამოუკიდებელი ადამიანია, იცის, რა უნდა, როგორი უნდა, რომ მისი მომავალი იყოს და იქითკენ მიდის. ამიტომ, შევძელი, მასთან ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება.

– არ იწერებოდა უკრაინულ ჟურნალებში შენს შესახებ?

– რა არ იწერებოდა, მთელი უკრაინა მლანძღავდა. იანას ორსულობის ამბავი, რომ გავიგე, თბილისში ჩამოსვლა მომიწია და ისე აეწყო, ოთხი თვის განმავლობაში ვერ ჩავედი. იმიტომ კი არა, რომ დავტოვე, რა სისულელეა, ყოველდღე მქონდა სატელეფონო კავშირი, ვერ აეწყო ისე, რომ ჩავსულიყავი. ვერ აგიხსნით, რა ხდებოდა იქ. ეს ყველაფერი უკრაინულმა საზოგადოებამ მიტოვებად აღიქვა. ვიჯექი სახლში და სხვადასხვა ინტერნეტ-ფორუმებზე ჩემზე კომენტარებს ვკითხულობდი. თან, მასშტაბებსაც ხომ გააჩნია?! ორმოცდახუთი მილიონი ადამიანიდან ინტერნეტში ჩართულია, მინიმუმ, ორმოცდაათი პროცენტი და ყველა ჩემზე კომენტარებს წერდა. წარმოიდგინე მილიონობით ადამიანი რომ გაგინებს – რა საშინელებაა. ვიჯექი და კომპიუტერის დალეწვა მინდოდა. მერე ნელ-ნელა მივეჩვიე. როგორც კი ჩავედი ეგრევე ამბავი ატყდა „ჟინიხ პრიეხალ“ და შემირიგდნენ. (იცინის) თავიდან უნდა გენახა, რაებს წერდნენ უკრაინული ტაბლოიდები, ჩამოვიდა ვიღაც კავკასიელი, გაუთლელი ჯიგიტი, ჩვენი „ზალატაია რიბკა“ მიატოვა, ეს ვინ არის? – ეს საზიზღარი. მერე რაღაც წვეულებებზე, დაჯილდოებებზე ერთად გამოვჩნდით, ალბათ, ას ჟურნალს მაინც მივეცი ინტერვიუ და ყველას ერთი და იგივეს ვუხსნიდი. ძალიან ბევრი ფოტოგრაფი დაგვყვებოდა. საშინლად უხერხულად ვიგრძენი თავი. იმდენ ფოტოს გვიღებდნენ, მეგონა, ავტომატის ჯერი მოგვიშვეს. საშინელებაა. მივხვდი, რა საშინელებაა ნამდვილი პოპულარობა. დატანჯულია იანა. ამას ვერ გავაკეთებ, იმას ვერ გავაკეთებ. სულ ვეუბნები, მოეშვი, „გაატარე“ რაღაცეები. შენთვის, წყნარად კაფეში ვერ დაჯდები. კიევში ყოფნის დროს, ჩემი მეგობრები ჩამოვიდნენ. იანა დაღლილი იყო, სახლში წავიდა, ჩვენ კი კლუბში შევედით. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ზომიერად დავლიეთ, ცოტა ხანს გავჩერდით და წამოვედით. მეორე დღეს რაღაც ჟურნალში დაიწერა „გრუზინ ულაჟილ ბაბუ სპატ ა სამ პაეხალ გულიატ დო პიატი უტრა“. ამას მოჰყვა მოცლილების კომენტარები. ამაზე გავგიჟდი. როგორ ცხოვრობენ ასე, ჩემამდე არ დადის, კოშმარია. სულ იმაზე უნდა იფიქრო, ვინ გიყურებს, ვინ გიღებს.

– ანუ, ეს ურთიერთობა არ დამთავრდება ქორწინებით?

– არა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს სულმოუთქმელად ველოდები და ეს ალბათ, ყველაზე დიდი სასწაული იქნება ჩემს ცხოვრებაში, მხოლოდ ამის გამო, უსიყვარულოდ ცოლს ვერ მოვიყვან. არასწორი მსხვერპლშეწირვა მგონია. უსიყვარულო ოჯახში გაზრდას მგონი, ჯობია, ბავშვმა ბედნიერ მშობლებს უყუროს. რაღაც დონეზე, ჩემი თავიც მიყვარს და ასეთ ძალდატანებით ცხოვრებას, მართლა ვერ გავუძლებ. მიყვარს სიმშვიდე, სიწყნარე, ცოტა ჩაკეტილიც ვარ. დეპრესიულობას არ ვგულისხმობ, განმარტოება მომწონს, სულ სახლში მიმიწევს გული, იქ ვგრძნობ თავს კარგად. არიან ტიპები, პოპულარობისთვის ყველაფერს რომ იზამენ, მე ეს საერთოდ არ მაინტერესებს.


скачать dle 11.3