კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიჰყიდა ხელმოცარულმა ქართველმა მხატვარმა ვან გოგის ცნობილი სურათის სამი ასლი უცხოელ კოლექციონერებს

ქურდი :

ეს უჩვეულო კურიოზი გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს მოხდა მოსკოვის ერთ-ერთ საიუველირო ფაბრიკაში, სადაც ძვირფასი ქვებისგან სხვადასხვა სამკაულებს ამზადებდნენ და ოქროსა და პლატინის ჩარჩოებში სვამდნენ. ერთ მშვენიერ დღეს „მურში“ ფაბრიკის დირექტორი მოვიდა და განაცხადა, რომ 8 საამქროდან, სადაც კოლიეებს ამზადებდნენ, 9 ცალი სამ-სამ კარატიანი ბრილიანტის თვალი დაიკარგა, რომელთა საერთო ღირებულება 120 ათასი მანეთი იყო. მოკვლევამ უჩვენა, რომ ფაბრიკის თანამშრომლების მიერ ქურდობის ფაქტი გამორიცხული იყო, რადგან მათ ყოველი გამოსვლისას საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ. ქვებს ვერც საამქროში დამალავდნენ, რადგან მილიციამ ყველაფერი გადაჩხრიკა და ვერაფერი აღმოაჩინა. ერთი სიტყვით, გამოძიება ჩიხში მოექცა, რადგან ვერც თანამშრომლების საგულდაგულო დაკითხვამ გამოიღო შედეგი. არადა, ქვები დაკარგული იყო, ქურდი რეალურად არსებობდა და საჭირო იყო მოგვეძებნა. ის ცხრა ცალი ქვა გვერდიგვერდ მდებარე ორი მაგიდიდან დაიკარგა. ერთ-ერთ მათგანთან ვინმე იური ლისოვი მუშაობდა, მეორესთან კი – ისააკ როტმანი. ორი კვირის მერე ქურდობა განმეორდა და ლისოვისა და როტმანის მაგიდებიდან ისევ ცხრა ცალი სამ-სამ კარატიანი ბრილიანტი დაიკარგა, კვლავ 120 ათასი მანეთის ღირებულებით... ბევრი რომ არ გავაგრძელო, საამქროში ვიდეოკამერები დავაყენეთ და სწორედ იმ დროს ჩავრთეთ, როდესაც ქვები იკარგებოდა, ანუ, მაშინ, როცა საამქროს თანამშრომლები შესვენებაზე გადიოდნენ და საამქრო ცარიელდებოდა. შესრულდა თუ არა 13 საათი და 15 წუთი, საამქროში ღია ფანჯრიდან საფოსტო მტრედი შეფრინდა. ის პირდაპირ ლისოვისა და როტმანის მაგიდაზე დაფრინდა, სპეციალურად ღიად დატოვებულ ვიტრინაში ჩაძვრა, ბრილიანტები აკენკა და ისევ უკან გაფრინდა. დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო: წინასწარ მობილიზებულმა ოპერატიულმა ტექნიკურმა ჯგუფმა მტრედის მარშრუტს მისდია და ქურდმა ფრინველმა ისინი ისააკ როტმანის სახლში მიიყვანა. როტმანს მტრედი მზესუმზირის სუნზე ჰყოლია დაგეშილი და ქურდობის დღეს, როცა ის შესვენებაზე გადიოდა საამქროდან, თავის და გვერდით მდგარ დახლში მდებარე ძვირფას ქვებს შეუმჩნევლად უსვამდა მზესუმზირის ზეთს და ამგვარად იზიდავდა გაწვრთნილ ფრინველს...



მაწანწალას პორტრეტი

1977 წელია. ლენინგრადში ვმუშაობ და ამ დროს გაქურდეს ერმიტაჟის ერთ-ერთი დარბაზი, საიდანაც ვან გოგის „მაწანწალას პორტრეტი“ გაიტაცეს. ეს სურათი 23 მილიონ მანეთად იყო შეფასებული და მთელი მილიცია ფეხზე დადგა. სურათის ძებნა დავიწყეთ და ზუსტად ერთი თვის თავზე სამი უცხოელი კოლექციონერი დავაპატიმრეთ, რომლებიც ლენინგრადიდან, მოსკოვიდან და ტალინიდან ცდილობდნენ ამ ცნობილი სურათის ქვეყნის გარეთ გატანას. სასაცილო და კურიოზული კი ის იყო, რომ სამივეს „მაწანწალას პორტრეტი“ ჰქონდა და აშკარა იყო, რომ ორი ყალბი უნდა ყოფილიყო. თუმცა ექსპერტიზა სამივე სურათს ჩაუტარდა და ექსპერტებმა სამივე ორიგინალად ცნეს. ანუ სურათები ისეთ უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული, რომ ორიგინალი ვერ დადგინდა. მაგრამ ეს რაა იმასთან შედარებით, რაც შემდგომ მოხდა. სამი დღის მერე ლენინგრადში 30 წლის მერაბ დოლიძე დავაპატიმრეთ, რომელსაც „მაწანწალას პორტრეტის“ მეოთხე ეგზემპლარი აღმოაჩნდა და ექსპერტებმა ისიც ორიგინალად სცნეს. როგორც გაირკვა, მერაბი ხელმოცარული მხატვარი და ქურდი ყოფილა. ერმიტაჟიდან სურათი მას მოუპარავს, ასლებიც მას დაუხატავს და უცხოელებისთვისაც მას მიუყიდია. თითოეული 50-50 ათას მანეთად. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნამდვილი „მაწანწალას პორტრეტი“ თავად მერაბ დოლიძეს ჰქონდა სახლში და ორიგინალი ერმიტაჟს დაუბრუნდა, ასლები განადგურდა, ხოლო დოლიძეს კი პირობითი სასჯელი მისცეს და სამუშაოდ ერმიტაჟის რესტავრატორებში გაამწესეს, სადაც მან პროფესორობას მიაღწია...

ფულიანი რეისი

ჩემი თაობის წარმომადგენლებს კარგად ემახსოვრებათ პლეხანოველი კოტე ტუღუში, მეტსახელად „ცხვირა“ – ოთხჯერ ნასამართლევი თაღლითობისთვის და ისეთი ნიჭიერი პიროვნება, რომ პატიოსანი ცხოვრება რომ აერჩია, უეჭველად სახელგანთქმული ადამიანი გახდებოდა.

1969 წელია. ცნობილი თბილისელი „ცეხავიკი“, აბო სეფიაშვილი, მოსკოვში მიფრინავს და „ტუ 104-ის“ სალონში პირველ სავარძელზეა მოკალათებული. იმავე რეისით მიფრინავს მოსკოვში „ცხვირაც“, რომელიც რამდენიმე რიგით უკან იჯდა. აფრინდა თუ არა თვითმფრინავი, ათიოდე წუთის მერე „ცხვირა“ წამოხტა და თვითმფრინავის სალონში ნერვიული სიარული დაიწყო, თან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ რაღაცას გამალებით ეძებდა. ბოლოს ამოიხვნეშა და სტიუარდესას უთხრა:

– ხმელეთზე გადაეცით, რომ მილიციის ოპერჯგუფი დაგვახვედრონ. თვითმფრინავში ათი ათასი მანეთი დავკარგე. ეჭვი მაქვს, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა მომპარა და გაჩხრიკონო.

სტიუარდესა პილოტებისკენ გაემართა, რომ დაზარალებული მგზავრის სიტყვები გადაეცა მეთაურისთვის. შეშფოთებული აბო სეფიაშვილი კი „ცხვირას“ მიუჯდა და უთხრა:

– დაგენაცვლე, გააუქმე შენი მოთხოვნა და ათი ათასს მე მოგცემ. მიდი, უთხარი, რომ ფული ვიპოვე-თქო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, „ცხვირამ“ აბო სეფიაშვილს 30 ათასი მანეთი გამოართვა და მხოლოდ ამის შემდეგ გააუქმა თავისი მოთხოვნა. სტიუარდესას ბოდიშის მოხდით უთხრა, რომ ფული იპოვა. საქმე კი ის იყო, რომ აბოს მოსკოვში 300 ათასი მანეთი მიჰქონდა და მილიციას ჩხრეკისას მისთვის ეს თანხა რომ აღმოეჩინა, აუცილებლად დიდ უსიამოვნებაში გაეხვეოდა. „ცხვირამ“ კი იცოდა აბოს ფულიანი ვოიაჟის შესახებ და ასეთი სპექტაკლი სწორედ ფულის გამოძალვის მიზნით დადგა...

მოამზადა

ნიკა ლაშაურმა


скачать dle 11.3