კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ მიატანინა ნაქურდალი უკან მიშა სულუხიას და რატომ არ შეიძლება მისი კოცნა რესტორანში


მომღერალი მიშა სულუხია ფართო საზოგადოებამ პროექტ „ვარსკვლავების აკადემიიდან“ გაიცნო, სადაც მას ყველაზე მძინარა და არაპუნქტუალური მონაწილის სახელი ჰქონდა. დღეს მიშა აქტიურად განაგრძობს თავის სასცენო კარიერას. სტუდიაში წერს ახალ სიმღერებს. თავისუფალ დროს კი, არც მეგობრებთან დროსტარება აკლია. მათთან თავს გადახდენილ სასაცილო ისტორიებს ჩვენ სიცილით და ხალისით გვიყვება.

მიშა სულუხია: გამოუვალ სიტუაციებში, ძირითადად, ჩემი არაპუნქტუალურობის გამო ვხვდები. სულ, სადღაც მეჩქარება და სულ ყველგან ვაგვიანებ. არ დამავიწყდება, „ვარსკვლავების აკადემიაში“ არაერთხელ აღმოვჩნდი სასაცილო სიტუაციაში და ამის გამო პედაგოგების რისხვაც დავიმსახურე. რეპეტიციაზე სულ ვაგვიანებდი. ერთხელაც, სიმღერის ტექსტი არ ვიცოდი, გარეთ გამომიშვეს, გადი, ისწავლე და შემოდიო. გავედი, დავიწყე სწავლა და საკუთარ ღიღინ-ღიღინში ტკბილად ჩამეძინა. რომ აღარ შევედი, თურმე დაეჭვდნენ, რა დაემართა, ცუდად ხომ არ გახდაო. შემოვიდნენ და მძინარე მნახეს ოთახში, კინაღამ გადაირივნენ, დასაძინებლად გამოგიშვით შენ აქო?! ერთხელ კი, პირდაპირ ეთერში, კამერების წინ ჩამომეძინა. მარიკო ებრალიძე მშვიდ და წყნარ სიმღერას მღეროდა სცენაზე და თვალები მიმელულა. ძილში იავნანასავით მესმოდა მისი ხმა. სულ გადაირივნენ პედაგოგები, შენი გამოსწორება არ იქნება, აქეთ-იქიდან კამერები გიყურებს, პირდაპირ ეთერში ხარ და გძინავსო. რა ვქნა, ასეთი ვარ, თუ მეძინება აბა, ჩხირებს ხომ არ შევიყუდებ თვალებში? (იცინის). „ვარსკვლავების აკადემიაში“ ჩვენი ერთ-ერთი პედაგოგი იყო უცხოეთიდან მოწვეული ლორენი. თბილისში გადაწყვიტა ქორწინება და ჩვენც – მისი მოსწავლეები დაგვპატიჟა. ძალიან მაგარი სასმელი იყო. სუფთა, შავი საფერავი მივირთვი, სიმღერის ხასიათზეც დავდექი და რომ თქვეს, ახლა ავტობუსში ჩასხედითო, დამცხა.

– რატომ დაგცხა, არ გინდოდა იქაურობის დატოვება?

– არა, უბრალოდ, ნასვამ მდგომარეობაში ვერ ვიტან მგზავრობას, გული მიჩქარდება, თავბრუ მეხვევა და ცუდად ვხდები. იქ ხომ არ დავიწყებდი ამის ახსნას? მეტი რა გზა მქონდა, ავედი ავტობუსში. იქაც გავაგრძელეთ სიმღერა და რომ დავიწყე „წინწყარო“, „ჩანჩქეროთი“ დავასრულე (იცინის). ეს, ჩემი პროექტში ყოფნის ბოლო კულმინაცია იყო.

– შენზე მითხრეს, მიშა ისე მაგრად ირუჯება ზღვის სანაპიროზე, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებო. ასე სწრაფად გარუჯვას როგორ ახერხებ?

– (იცინის). ერთ წამში გავშავდი. მართლა ისეთი შავი ვიყავი, ზანგი გეგონებოდით. მოკლედ, მეგობრები დასასვენებლად ვიყავით ბათუმში. სანაპიროზე „გავიჩითე“, თავს ვიწონებ, ჭკუაზე არ ვარ, სათვალით „ვმარიაჟობ“ და ვიფიქრე, ახლა წყალში შევალ, ცოტას გავცურავ და ჩემს „კლასსაც“ ვაჩვენებ დამსვენებლებს-მეთქი. როგორც კი შევედი წყალში, ვიგრძენი, რაღაც ბლანტი დამეტაკა. გამოვვარდი ნაპირზე და რომ დავიხედე ტანზე, სულ მთლად შავი ვიყავი. რომელი აფრიკელი ზანგი შემედრებოდა? (იცინის). მაზუთი ყოფილა ჩაღვრილი და ისე გავშავდი, ტანზე ერთი თეთრი ადგილი არ მიჩანდა. მთელი ერთი კვირა მხეხეს მეგობრებმა „ჩოთქებით“. თქვენ დამსვენებლების თვალები უნდა გენახათ იმ წუთას. ყველა წამოჯდა და ხელის მოჩრდილვით მიყურებდნენ. გადაირივნენ, ასე წამში სად მოასწრო, ამ მამაცხონებულმა შუა ზღვაში ასე „დაზაგვრაო“ (იცინის).

– იმასაც ამბობენ, თითქოს ნასვამი აპათოლოგებ. ეს მართალია?

– ეს საიდანღა გაიგეთ (იცინის). ისე, თუ სიმართლე გინდათ, სულ კი არა, ხანდახან ვაპათოლოგებ. არ დამავიწყდება ჩემი პირველი დათრობა. ალბათ, რვა წლის ვიქნებოდი. ოჯახი დასასვენებლად ვიყავით წაღვერში. ბუნების წიაღში გაიშალა სუფრა. ჩვენი ოჯახის ახლობელიც იყო სტუმრად. ცოტას სვამდნენ და ბოთლში რომ მორჩებოდა სასმელი, გვერდით დგამდნენ. მე კიდევ ვიპარავდი, მოვიყუდებდი და ვსვამდი. ბოლოს თავად გავხდი მისაყუდებელი. ისე დავთვერი, ენას ვეღარ ვატრიალებდი (იცინის). თუ რამე ცუდი გამეგო, ყველაფერი დავფქვი, ვიჭიმებოდი, მანქანებს ხელებს ვუქნევდი, გააჩერეთ თქვენი ასე და ისე-მეთქი (იცინის). ერთი სიტყვით, გადავრიე მშობლები. მაგარი იყო პირველი დათრობა, იმ წუთას მთელი სამყარო ჩემი მეგონა. გაპათოლოგების რა მოგახსენოთ, მაგრამ, თუ რესტორანში დავლიე, ხშირად სცენისკენ ვიწევ, მიკროფონს ვგლეჯ ხელიდან მომღერლებს და ვუბერავ. დალეულსაც მინდება სიმღერა და რა ვქნა? (იცინის). უნდა ნახოთ მომღერლები და მუსიკოსები როგორ იბღვირებიან. ერთხელ კი, უახლოესი მეგობრის ქორწილში ვიყავი, დავლიე. მთხოვეს, იმღერეო. ვიფიქრე, სამ სიმღერას ვიმღერებ-მეთქი. გამიტკბა, შევუბერე და მერვე სიმღერა რომ დავასრულე, ქორწილის მუსიკოსებმა მიკროფონი გამომგლიჯეს ხელიდან, რას გვიშვრები კაცო, შენ გინდა, აქედან უფულოდ წავიდეთ? ქორწილის „მუზიკანტები“, ამით ვშოულობთ ჩვენ ბიძია პურის ფულს. აბა, კი არ გვეხალისება შეკვეთით პირის დაღება, შენ კიდევ წილში გვიჯდებიო (იცინის).

– მართლა იშოვე ინკოგნიტო სპონსორი მანდილოსანი? თუ საიდუმლო არ არის, რაში გიხდის ის ყოველ საღამოს სოლიდურ თანხას?

– საღამოობით, რესტორან „მეტეხის ჩრდილში“ ვმღერი. ერთი გადაპრანჭული, ქერათმიანი, მოვლილი, ბალზაკის ასაკის მანდილოსანი მოდის ხოლმე. დაჯდება, მომისმენს და მერე კონვერტით სოლიდურ თანხას მიგზავნის. მეც მეტი რა მინდა? ვმღერი და ვმღერი. ერთ დღესაც, მოვიდა, ცოტა სასმელი მიირთვა, წამოდგა, სცენისკენ წამოვიდა და მომიახლოვდა. ვიფიქრე, ეტყობა პირადად უნდა გადმომცეს კონვერტში ჩადებული ფული-მეთქი. გადავიწიე მისკენ. მითხრა, ერთი კოცნა ხომ დავიმსახურე შენგანო და არ მაკოცა? კინაღამ უმუშევარი არ დავრჩი და სამსახური დამატოვებინეს მისი ერთი კოცნის გამო?!

– სამსახურის დატოვება კოცნასთან რა კავშირშია?

– რა კავშირშია და, არ შეიძლება კლიენტებთან ასეთი ურთიერთობა. ვიფიქრე, არ მინდა ქალბატონო, თქვენი კოცნა, ისევ კონვერტი მირჩევნია-მეთქი (იცინის). ვხუმრობ ხოლმე, კინაღამ არ გადაჰყვა ჩემი კარიერა ქალის ერთ კოცნას-მეთქი.

– მიშა, მოდი, ძველი ცოდვებიც გაიხსენე და ალალად მითხარი, რამე თუ მოგიპარავს?

– როგორ არა. ადრე, მეგობართან ვიყავი და სანთებელა მომეწონა. ჩუმად ჩავაცურე ჯიბეში და მოვიპარე. სახლში რომ მივედი, ვერ მოვითმინე და მშობლებს გავანდე ქურდობის ამბავი. კინაღამ გაგიჟდნენ. ჩვენმა შვილმა ქურდობა როგორ ჩაიდინე, ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი, ყველა ქურდიაო... დაიწყეს მორალის კითხვა და იმდენი ქნეს, სანამ ნაქურდალი უკან არ მიმატანინეს. ამას წინათ კი, ჩემს ძმაკაცს ვათხოვე მაჯის საათი. გავიდა დრო. ვუთხარი დამიბრუნე, მჭირდება-მეთქი. მიპასუხა, ვერ დაგიბრუნებ, ცოტა ხანი კიდევ მათხოვეო. გავიდა კიდევ ცოტა ხანი, ისევ მოვთხოვე და იგივე პასუხი მივიღე. რა უნდა მექნა? ჩემივე საათი მე თვითონ მოსაპარი გამიხდა. საქმეა ეს? მერე იტყვიან, რატომ გახდა ქურდიო (იცინის).

– როგორ მოიპარე საკუთარი ნივთი მეგობრისგან?

– ერთად ვიყავით. დალია. მეც ჩუმად ჩავაცურე ხელი პიჯაკში, ამოვიღე საათი და გავიკეთე. არც გაუგია. მეორე დღეს დამირეკა, ბიჭო, მაგარ ცუდ დღეში ვარ, შენი საათი მომპარესო. ვუპასუხე, ჰოდა, პროფესიონალი რომ იყო ის ქურდი, იმიტომ ვერ გაიგე-მეთქი. კი დაეჭვდა რომ არ მეწყინა და ასე ვუპასუხე, მაგრამ რას იფიქრებდა თუ ის ქურდი მე ვიყავი და ჩემი მოპარული იყო?

– ვიცი, თევზაობა გიყვარს. ამასთან დაკავშირებით რამე საინტერესო ამბავი არ გაქვს თავს გადახდენილი?

– მართალია, პროფესიონალი მეთევზე არ ვარ, მაგრამ, ძალიან მიყვარს თევზაობა. ერთხელ, მეგობრებთან ერთად წავედი სათევზაოდ. დავდექით ნაპირზე და გადავყარეთ ანკესები. ვგრძნობთ ფეხქვეშ მიწა ირყევა. ვიფიქრეთ, მიწისძვრააო. მივიხედ-მოვიხედეთ აქეთ-იქით, სიწყნარეა. გავაგრძელეთ თევზაობა. ისევ იძრა მიწა. მივიხედ-მოვიხედეთ, ისევ არაფერი და... უცებ არ მოვადინეთ ზღართანი წყალში? თურმე წყალმა გამოგვაცალა ფეხქვეშ მიწა. ვინ დაეძებდა თევზს. ანკესებს ვეჭიდებოდით მტკვარს თურქეთში რომ არ წავეღეთ (იცინის). ამ ამბის შემდეგ, ისეთი შეშინებული ვიყავი, კარგა ხანი ვერც თევზს ვჭამდი და არც წყალს ვსვამდი (იცინის).


скачать dle 11.3