კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „ასწავლეს ჭკუა“ დისიდენტს „კაგებეს“ სპეცაგენტებმა და რა მეთოდებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია


1983 წელს ავსტრალიაში გაქცეულმა „კაგებეს“ მაიორმა, ივანე სამოხინმა დაწერა წიგნი „გაუვალი ლაბირინთი“, რომელშიც ის საბჭოთა უშიშროების საქმიანობას ამხელს. მოგვიანებით, გაქცეული საბჭოთა ოფიცერი ყოფილმა კოლეგებმა მოკლეს და შური იძიეს იმ საიდუმლოებების გათქმისთვის, რაც წიგნშია აღწერილი. დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ ფრაგმენტს ამ გახმაურებული წიგნიდან.

სახელმწიფოს მტერი

მცნება „სახელმწიფოს მტერი“ ნებისმიერ ქვეყანაში მოღალატესთან ასოცირდება და სათანადო ქმედებებით ისჯება. ზოგან მსუბუქად, ზოგან მკაცრად, ზოგან კი ძალიან მკაცრად და მხოლოდ საბჭოთა კავშირის იდეოლოგები უდგებიან ამ საკითხს ერთმნიშვნელოვნად, რაც ორად ორი სიტყვით გამოიხატება – ექვემდებარება ლიკვიდაციას... ანუ, უბრალო და გასაგები ენით რომ ვთქვათ, სახელმწიფოს მტრად შერაცხილ პირს კომუნისტები კლავენ. მათთვის სახელმწიფოს მტერია ნებისმიერი ადამიანი, ვინც კომუნისტებზე ცუდს იტყვის, მიუხედავად იმისა, ეს ცუდი დამსახურებულია თუ დაუმსახურებელი. სწორედ ასეთ ატმოსფეროში დახვრიტეს მილიონობით საბჭოთა მოქალაქე იმ პერიოდში, რომელსაც ხალხი „დიდი“ რეპრესიების პერიოდს უწოდებს. მართალია, იმ „სიდიადემ“ ჩაიარა, მაგრამ დღესაც ბევრ ადამიანს ხოცავენ. თუმცა, ამას უფრო დახვეწილად და საიდუმლოდ აკეთებენ. საამისოდ კი, სპეციალურად მომზადებული და გაწვრთნილი კონტიგენტი ჰყავთ. სწორედ მათ რიგებში ვიმსახურე 18 წელიწადი და არაერთი ბინძური საქმე მაქვს შესრულებული „სახელმწიფოს მტრების“ წინააღმდეგ.

1970 წლის აპრილის მიწურულს, როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა და არც ძალიან გასვრილი „კაგებეშნიკი“ ვიყავი, პოლკოვნიკმა ეროფეევმა დამიბარა და მითხრა:

– უმცროსო ლეიტენანტო, რაც აქამდე გიკეთებიათ, ჩათვალეთ, რომ შესავალი იყო და კინო ახლა იწყება. ამიტომ, დიდი გულისყურით მოეკიდეთ დავალებას, მთელი თქვენი პროფესიული ცოდნა გამოიყენეთ და ყველაფერს იდეოლოგიური კუთხით მიუდექით...

ეროფეევი დახვეწილი გარეწარი იყო, ენა გავარჯიშებული ჰქონდა და ისეთი დამაჯერებელი ლაპარაკი იცოდა, რომ დაგარწმუნებდათ, თეთრზე შავიაო... მაშინ 22 წლის ვიყავი და მჯეროდა, თუკი დედამიწაზე კომუნიზმი არ დამყარდებოდა, ყველაფერი დაიღუპებოდა. ამიტომ, ყველაფრისთვის მზად ვიყავი. მსოფლიოს გადასარჩენად თავსაც გავწირავდი და არც სხვას დავინდობდი. შესაბამისად, პოლკოვნიკს გამოვეჯგიმე და ვუთხარი:

– ვემსახურები საბჭოთა კავშირს და მზად ვარ ნებისმიერი დავალება შევასრულო, თუ საჭირო გახდა, თავიც გავწირო-მეთქი.

– ყოჩაღ, შვილო! შენ ნამდვილი პატრიოტი ხარ. იმედი მაქვს, ამ დავალებას შეასრულებ და სამხრეებზე მეორე ვარსკვლავი აგიკიაფდება. თავის გაწირვა კი არ დაგჭირდება.

კიდევ ორიოდე იდეოლოგიური ფრაზის შემდეგ, პოლკოვნიკი პირდაპირ საქმეზე გადავიდა და მითხრა:

– ერთი ნაძირალაა მოსაშთობი და ისე უნდა გაკეთდეს ეს, სხვა ნაძირლებს ავკაცობის სურვილი გაუქრეთ. სოჭში, ვინმე ანტონ ლოცმანი ცხოვრობს. ძველი ბოროტმოქმედი და იდეოლოგიური ნაძირალა, სახელმწიფოს პირწავარდნილი მტერი და მისი სიცოცხლის დრო ამქვეყნად ამოიწურა. როგორც ყველა გარეწარი, მანაც თვითმკვლელობით უნდა დაასრულოს სიცოცხლე. ის ჩამოხრჩობილი უნდა იპოვონ. შენთან ერთად, ჩვენი გამოცდილი სპეციალისტიც იქნება – კაპიტანი ბაირამოვი და აბა, შენ იცი, არ შემარცხვინო.

ანტონ ლოცმანი, 31 წლის მწერალი, პუბლიცისტი და ადამიანთა უფლებების დამცველი იყო, რომელიც საბჭოთა უსამართლობის წინააღმდეგ ილაშქრებდა. მას კარგად იცნობდნენ უცხოეთში და ბევრჯერ შესთავაზეს საბჭოთა კავშირიდან გამგზავრება. თუმცა, ლოცმანი სამშობლოს მოყვარული, ერთგული ადამიანი გახლდათ და არსად წასვლას არ აპირებდა. მაშინ მე ეს არ მესმოდა. ლოცმანი სახელმწიფოს მტრად მიაჩნდათ და მის სალიკვიდაციოდ დიდი შემართებით გავემართე ბაირამოვთან ერთად... 1970 წლის 17 მაისს, საღამოს 6 საათზე მე და ბაირამოვმა ლოცმანის ბინის ზარი დავრეკეთ. მასპინძელს ელექტროენერგიის ინკასატორებად წარვუდექით და როგორც კი ბინაში შევედით, მას თავზე ცელოფანი ჩამოვაცვით და მოვგუდეთ. შემდეგ, ბაირამოვმა ჭაღის კაუჭზე კაპრონის თოკი ჩამოაბა, ყულფი გამონასკვა და მას მერე, რაც ლოცმანს მარყუჟში გავაყოფინეთ თავი და ჩამოვკიდეთ, ბინიდან უჩუმრად გამოვედით. სულ რაღაც 800 მეტრი რომ გავიარეთ, ბაირამოვმა მითხრა:

– ძალიან მომშივდა, ხომ არ ვივახშმოთ?

– ვივახშმოთ, – დავეთანხმე მე და იქვე, სასადილოში შევედით და მადიანად მივირთვით პირველიც, მეორეც და დესერტიც არ დაგვვიწყნია... ორი კვარტლის მოშორებით კი, ჩვენ მიერ გაგუდული პატიოსანი კაცი ეკიდა თოკზე, რომელიც სახელმწიფოს მტრად იყო მონათლული...


скачать dle 11.3