კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაამყარებინა ზვიოს მსოფლიო რეკორდი ხტომაში ძაღლმა და რატომ არტყამდა ის “კრუგებს„ თბილისს რემბოს პლაკატების გამო

დედაქალაქში ჩამოსულმა ზვიად ბლიაძემ, იგივე ზვიომ, თავისი ადგილიც ადვილად იპოვა და კუთხური, დამახასიათებელი კილოც ისე მოირგო და გამოიყენა, რომ ლამის ნახევარი თბილისი მისი გამონათქვამებით ალაპარაკდა. ზვიო საკმაოდ ხალისიანი, თბილი და გულღია ადამიანია, მას თავს არაერთი სასაცილო ამბავიც გადახდენია, რასაც ახლაც ღიმილით და სიამოვნებით იხსენებს.

ზვიო: ადრე, კურიოზულ, სასაცილო სიტუაციებში უფრო ხშირად ვხვდებოდი, ვიდრე ახლა და დღეს ამ ამბებს სიამოვნებით ვიხსენებ. საერთოდ, ყველაფრის წინასწარ გათვლა მიყვარს, მაგრამ გამოუვალი სიტუაციისგან დაზღვეული არც ერთი ადამიანი არ არის. ისე, ჩემს ცხოვრებაში, გამოგიტყდებით და, არაერთი სისულელე მომხდარა.

– ამბობენ, ზვიო ძალიან ცელქი ბავშვი იყოო. რას აშავებდი ასეთს?

– მართალია, ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. ჩემს სოფელში, სადაც გავიზარდე, ოსიაურში, რკინიგზა გადის. ბავშვები შევიკრიბებოდით რკინიგზის ახლოს და ჩვენებურად „ვერთობოდით“, კერძოდ, სატვირთო მატარებელი რომ გაივლიდა, ქვებს ვესროდით. მაგარი ხმა ჰქონდა. კრიმინალი არ იყო, მაგრამ, ხომ ვაშავებდით მაინც?! ხოდა, ერთ დღესაც, ასე ვერთობოდით. მე ვიჯექი, ჩემი მეგობრები კი მატარებელს ელოდნენ. გამოჩნდა თუ არა, ქვები დააყარეს. ვიფიქრე, მეც ვესვრი ერთ ქვას-მეთქი, მოვიმარჯვე და გავაქანე. თურმე ამ სატვირთოს ერთ-ერთი ვაგონის კარი ღია იყო და ვიღაც კაცი იდგა იქ, აქეთ-იქით იყურებოდა გაქანებული მატარებლიდან და ეს ჩემი ნასროლი ქვა არ მოხვდა შიგ მუცელში?! ბედი არ გინდა? – ერთი ქვა ვისროლე და ისიც კაცს გავარტყი (იცინის). უნდა გენახათ, გაქანებულმა რა შემომაგინა, სიტყვები ძლივს დამაწია. ისე, არასდროს არაფერი მომიპარავს ბავშვობაში, თუ ბალს და ალუბალს არ ჩავთვლით. ამაში უნიჭო ვარ, ჩემგან მომპარავი ვერ გამოვა.

– თბილისში რომ ჩამოხვედი, ხშირად იკარგებოდი?

– ხშირად არა, მაგრამ ერთხელ ისეთი რამ შემემთხვა, რომ ვიხსენებ, ახლაც სიცილით ვიგუდები. ჩემმა დამ უნივერსიტეტში გამიყოლა. თვითონ ლექციებზე შევიდა, მე კი გარეთ დამტოვა და მითხრა, ოთხი საათი ფეხი არ მოიცვალოო. ვიფიქრე, აქ ხომ არ ვიდგები ამდენი ხანი, წავალ ქალაქში გავივლი-მეთქი. დავეშვი ვარაზისხევით, დავინახე ცირკი. გადავჭერი გზა და ავუყევი ცირკის კიბეებს. იქიდან რომ გადავიხედე, დავინახე სტადიონი. გამიხარდა, ვიფიქრე, ახლა სტადიონს ვნახავ ახლოდან-მეთქი. დავეშვი დაღმართზე, მივედი სტადიონთან, ვიყიდე ბრუს ლის და რემბოს პლაკატები. ამასობაში დრო გავიდა. ვიფიქრე, ჩემს დას მივუსწრო-მეთქი. უკან დაბრუნებულმა ისევ ავიარე აღმართი ცირკის შენობამდე, კიბეებზე დავეშვი, გადავჭერი გზა და ვარაზისხევს ავუყევი უნივერსიტეტამდე. ანუ იგივე გზა გავიარე. ასე რომ, დაკარგვით არ დავკარგულვარ. შორი გზა გავიარე და შინ მშვიდობით მივედი. (იცინის).

– ძაღლის გამო რეკორდი მართლა დაამყარე სირბილსა და სიმაღლეში ხტომაში?

– სოფელში რომ იზრდები ადამიანი, ან ძაღლი გამოგეკიდება და ან თხა. ხოდა, თუ არ ივაჟკაცე, რაც მოგივა, მერე შენს თავს უნდა დააბრალო. ერთხელ, დაახლოებით 12-13 წლის ვიქნებოდი, ძალიან დიდი ძაღლი გამომეკიდა. ვირბინე, მაგრამ რა ვირბინე, სიქა გამძვრა. გავიხედე, წინ უზარმაზარი ორმო არ დამხვდა? ისე ვიყავი გამწარებული, რომ დავკარი ფეხი, არ გადავახტი?! რომ არ მოგატყუოთ, სამი მეტრი სიგანის მაინც იქნებოდა. მე ხომ გამიკვირდა, როგორ გადავახტი-მეთქი, მაგრამ, რომ მოვიხედე და ძაღლის თვალები დავინახე, როგორი გაოცებული მიყურებდა, ამაზე ბევრი ვიცინე. მგონი, ფიქრობდა, „საღოლ“ ძმაოო. (იცინის).

– სულ პირველად როდის იგემე ღვინის ნაჟური, ეს თუ გახსოვს, უფრო სწრაფად არ დატრიალდა დედამიწა ფეხქვეშ?

– იმ დღეს რა დამავიწყებს. 3 წლის ვიქნებოდი. სოფელში მეზობლის კაცი „გამეკაიფა“ და ერთი ჭიქა არაყი მახუხინა. ოთახიდან რომ გამოვდიოდი, წავიქეცი. ფეხზე ვერ ვიდექი. კიბეებზეც ვერ ჩამოვდიოდი, ჩავიკეცე. პახმელიაც კი არ მახსოვს, როგორი იყო. ჩემი ნებით კი არ დამილევია, მითხრეს, წყალიაო. მეც მოვიყუდე და გადავარაკრაკე. გადავარაკრაკე და გადმომირაკრაკა კიდეც. (იცინის). ახლა სასმელს საერთოდ არ ვსვამ. ერთხელ, ადრე მომივიდა ჩხუბი თბილისში. სოფლიდან ჩამოვედი. ზურგზე ჩანთა მქონდა მოკიდებული, სადაც სოფლიდან გამოტანებული კონსერვები, ტყემალი, მურაბები, კომპოტები და სასმელ-საჭმელი მეწყო. დიდუბის ავტოსადგურში ჩამოვედით მე და ჩემი ათი მეგობარი ბიჭი. დიდუბის მეტროს სადგურში რომ მივედით, მოუვიდათ ჩხუბი ჩემს მეგობრებს. თავიდან ვერ მივხვდი, რა მოხდა, მაგრამ მაგარი ჩხუბი რომ ატყდა და დავეტაკეთ ათი კაცი ათ მოწინააღმდეგეს, რა რინგს და სანახაობას გავმართავდით, ხომ წარმოგიდგენიათ! თან, ის ზურგჩანთა მოკიდებული მქონდა. სახლში რომ მივედი და ჩანთა გავხსენი, ქილები სულ ჩამტვრეული იყო. რაღა მაჭმევდა ტყემლის, მურაბის და მჟავეულობის აჯაფსანდალს?!

– ცნობილი სახე რომ გახდი დედაქალაქში, მერე თუ მოგდიოდა ჩხუბი?

– არა, საერთოდ არ ვარ კონფლიქტური ადამიანი. მაშინაც ჩემი მეგობრის გამო მომიხდა გაწევ-გამოწევა. რაც შეეხება ცნობილობას, ერთ ამბავს მოგიყვებით: მოკლედ, ერთხელ, ბაზრობაზე რაღაცას ვეძებდი. გავაჩერე მანქანა, ჩავწიე ფანჯრის მინა და ვიღაც კაცს ვკითხე, ეს სად იყიდება-მეთქი. გაშტერებული მიყურებს. ვიფიქრე, ეტყობა ვერ გაიგო კითხვა-მეთქი და გავუმეორე. ისევ გაშტერებული მიყურებს. დავიბენი. უცებ, ყვირილი ატეხა: მოდით, მოდით, ნახეთ ვინ გაჩვენოთო. ვეუბნები, რა დროს მოდია, მიპასუხე კითხვაზე-მეთქი. აპა!.. ადამიანად არ მაგდებს... იმდენი იყვირა, მოდით, მოდითო, ჩემ გარშემო მთელი ამალა შეყარა. წრეში აღმოვჩნდი. (იცინის). ძლივს გამოვარღვიე ხალხის ზღვა. იმის მერე იქ რაღა მიმიყვანდა.

– ისიც მართალია, შენი მეგობრები რომ ამბობენ, თითქოს ზურგზე ამოტრიალებულსაც დაგყავს მანქანა?

– ეს რა გამახსენეთ. დამყავს, რა!.. მომიწია ტარება და იმ დღის შემდეგ, რომელი შუმახერი შემედრება? (იცინის) საერთოდ, მოწესრიგებული მძღოლი ვარ და არც დარღვევები მიყვარს, მაგრამ შემთხვევისგან არავინ ვართ დაზღვეული. წლების წინ მაგარ ავარიაში მოვყევი სანაპიროზე. ჩემ წინ მიმავალმა მანქანამ ცუდად გადაჭრა გზა. ცხვირში დავეჯახე, ამოვტრიალდი და სახურავით ვიცურე დაახლოებით ორმოცდაათი მეტრი მანძილი. ახლა ვიხსენებ ამას ღიმილით, თორემ აბა, მაშინ გენახეთ?!

– ჩაირბინა იმ დროს ცხოვრებამ კადრებივით, თუ, როგორც იტყვიან, გვირაბის ბოლოს გამოჩნდა სინათლე?

– თქვენ წარმოიდგინეთ, არც ცხოვრებამ ჩამირბინა თვალწინ კადრებად და არც გვირაბის ბოლოს დამინახავს შუქ-ჩრდილები. ფხიზლად ვიყავი, საჭეზე მაგრად მეჭირა ხელი და, ერთადერთი, იმას ვფიქრობდი, ღმერთო, ნეტა მანქანის სახურავი არ ჩაიკეცოს-მეთქი. ასე რომ, ამოტრიალებულსაც კარგად შემძლებია მანქანის მართვა. ამაშიც გამოვცადე ჩემი თავი.

– ზვიო, რუსეთში რატომ დაგიჭირეს და მართლა თუ გადაგახდევინეს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის ფულადი ჯარიმა?

– სანამ რუსეთში ჩავფრინდებოდი, თვითმფრინავში ყურსასმენები მქონდა გაკეთებული და მუსიკას ვუსმენდი. კასეტა დამთავრდა და სანამ მეორე გვერდზე ამოტრიალდებოდა და ისევ დაიწყებოდა, გარკვეული დრო სჭირდებოდა. ამასობაში კი დამავიწყდა, რას ვუსმენდი. გავიხედე, მესმის ჩუმი წუილის ხმა. ნელ-ნელა ძლიერდება. დავიძაბე. ვიფიქრე, ეტყობა თვითმფრინავის ძრავა გამოვიდა მწყობრიდან-მეთქი. აქეთ-იქით მიმოვიხედე გიჟივით, ყველა მშვიდად ზის. გადავირიე, მარტო მე რატომ ვნერვიულობ, ესენი დაყრუვდნენ თუ შიშის შეგრძნება არ აქვთ-მეთქი. ის-ის იყო, უნდა წამოვმხტარიყავი, რომ მუსიკის ხმა არ გაისმა?! მერე მივხვდი, რომ „ნაუშნიკები“ მეკეთა. დედა, რა ამოვისუნთქე... რაც შეეხება დაჭერას, რუსეთში პირველად რომ ჩავედი, აეროპორტიდან გამოვედი თუ არა, ბუნებრივმა მოთხოვნილებამ შემაწუხა. მოფარებული ადგილი ვიპოვე და კედელთან ავეყუდე. თურმე პოლიციის შენობა არ ყოფილა? გამოცვივდნენ და დამიჭირეს. გამომიწერეს ჯარიმა, სადღაც, 5 დოლარამდე. ჩემს მეგობრებს ვეხუმრებოდი მერე, თუ რამე მოგინდათ, მიდით და იმ ადგილას იყარეთ რუსებზე ჯავრი, 5 დოლარის დედაც-მეთქი (იცინის). მერე მეუბნებოდნენ, ეს როგორ გაბედე, არ შეგეშინდაო? არადა, გამბედაობა რა შუაშია, არ ვიცოდი, სად რას ვშვებოდი და... რავი, ახლა ვფიქრობ, ამის გამო ხომ არ დაგვცხეს რუსებმა და იძიეს შური ქართველებზე. ომის დაწყება ჩემი წვრილმანი ხულიგნობის ბრალი ყოფილა და ახლა არ მივხვდი? მაგრამ, მე ხომ მაინც მაგრად ამოვიყარე ჯავრი და გვდიონ ახლა... ეგრე უნდათ მაგათ!



ნონა დათეშიძე


скачать dle 11.3