რატომ არის საჭირო დედამიწის ძალებით ადამიანის ენერგიის შევსება და რით გვამარაგებს კოსმოსი
ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ბუნებრივი ენერგიის წყარო, რომელსაც ასტროლოგები დედამიწის ძალას უწოდებენ. სწორედ ამის საშუალებით, კვებავს თითოეული ჩვენგანი თავის ნერვულ სისტემას, შიდა ორგანოებს და სულსაც კი. ზოგადად, ბუნების ძალები სამ კატეგორიად ანუ ჯგუფად იყოფა, ესენია, დედამიწის, კოსმოსური და უნივერსალური ჯგუფები. უნივერსალური, ანუ როგორც მას უწოდებენ – ზეციური ძალა, ვლინდება, როგორც პლანეტების და გალაქტიკის ერთობლივი ენერგია. ეს ძალა კვებავს სამყაროში ყველაფერს. ასევე, ის კვებავს ადამიანის გონებას, სულს და სამყაროში მის ყველა გამოვლინებას უწყობს ხელს. ადამიანები ამ ენერგიას მხოლოდ ზედა კოსმოსური ხვრელიდან იღებენ. მას ადამიანის გონების ენერგიასაც უწოდებენ. დედამიწასა და მთვარეს შორის არსებობს უდიდესი მიზიდულობის ძალა. ამით იქმნება ერთიანი მაგნიტური ველი, რომელიც დედამიწისკენ მიმართავს ჩვენი გალაქტიკის ყველა ვარსკვლავის ენერგიას და მას ადამიანის ერთიან ენერგეტიკულ ველზეც უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია.
დედამიწის მეორე ენერგია კოსმიური ძალაა. მას ასტროლოგები ადამიანის სასიცოცხლო ძალასაც უწოდებენ. ის უნივერსალურ ძალთა ნაწილია და მთელს კოსმოსს ავსებს ამ ძალებით. ყველა ადამიანი კოსმიური ძალის უმაღლესი გამოვლინებაა. ის ამ ენერგიას მედიტაციის და სუნთქვითი ტექნიკის მეშვეობით ითვისებს და შეიწოვს, რითაც შემდეგ ენერგიის საწყის წყაროს ბუმერანგივით უბრუნებს.
ბუნების მესამე ჯგუფი დედამიწის ძალაა. ის შეიცავს მცენარეების, ცხოველებისა და დედამიწის ყველა ბუნებრივი მინერალის ენერგიას ერთობლივად. თუ დააკვირდებით, ამას ადვილად დაინახავთ. მაგალითად, ყოველი მცენარე ზრდის პროცესში ზევით მიიწევს, ამით კოსმიურ ენერგიას შთანთქავს და ზრდის პროცესს და საზრდოობას განაგრძობს. ცხოველები ბალახისა და სხვადასხვა მცენარეების საშუალებით იღებენ ამ კოსმიურ ენერგიას.
დედამიწის ძალას ადამიანი ფეხისგულში მდებარე წერტილებიდან ყველაზე კარგად იღებს, შემდეგ კი ჭიპის ქვედა არეში ათავსებს და ასე იზოგავს. სწორედ ამიტომაა, რომ ამბობენ, თუ გინდა, სასიცოცხლო ენერგია აღიდგინო, დაღლა მოიხსნა, შვება იგრძნო და დედამიწის ენერგიით დაიმუხტო, მაშინ ფეხშიშველმა ხშირად უნდა იარო მიწიდან ამოსულ ახალ ბალახზეო.
გეტყვით იმასაც, ზოგი სპეციალისტისა და ასტროლოგის თქმით, ადრე ადამიანის კანის უჯრედებს შეეძლო შთაენთქა და საკვებად გამოეყენებინა კოსმიური და სინათლის ენერგიის 80-90 პროცენტი. შემდგომ, ადამიანმა დაიწყო სექსუალური ენერგიის ავხორცულად გამოყენება, რასაც მისი უჯრედების დეგრადირება მოჰყვა. ამას შედეგი კი ის არის, რომ დღეს ადამიანს კოსმიური ენერგიის, სამწუხაროდ, მხოლოდ, დაახლოებით ათი პროცენტის გამოყენება შეუძლია.
ფაქტია, ადამიანები ბუნებრივი ცხოვრების წესის შედეგად დაშორდნენ თავის შინაგან მეს, ბუნებას და კოსმიურ ძალებთან კონტაქტს. ჩვენი გონება სხვა სფეროებით დაკავდა, რის გამოც კონტაქტი დაკარგა კოსმიურ ძალებთან. სხვათა შორის, მცენარეებმა და წყალმა ეს კონტაქტი კარგად შეინარჩუნა. ადამიანი კი ცდილობს სწორედ ამათგან შეივსოს თავისი ბიოველი ბუნებრივი ენერგიით. კერძოდ, ის იკვებება ცხოველის ხორცით, მცენარეებით, ბოსტნეულით, მინერალებით, რითაც იღებს და ამარაგებს თავის გამოფიტულ ორგანიზმს საჭირო და აუცილებელი კოსმიური ენერგიით. ასევე, გეტყვით რომ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია, დედამიწის ორბიტის მოძრაობაზე მზის გარშემო და ასევე წელიწადის დროებზე, რომლებიც უდიდეს გავლენას ახდენენ ადამიანის მიერ მიღებულ საჭმელსა და ენერგიის გამოყენებაზე.
ასე რომ, ნებისმიერი ჩვენგანისთვის აუცილებელია, იმ ძალების აღდგენა, რომელიც დედამიწიდან, კოსმოსიდან მოდის ჩვენამდე და გვავსებს, გვამარაგებს სასიცოცხლოდ საჭირო, აუცილებელი ენერგიებით.