კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გერმანელმა თავის კატასთან იქორწინა


გერმანელმა მარტოხელამ უვე მიტცეშერლიხმა თავის 15 წლის კატასთან იქორწინა.

კატა სესილია ასთმით იტანჯება და მისი დღეები დათვლილია. ამიტომ, 39 წლის მძღოლმა გადაწყვიტა, მათი კავშირი გაეფორმებინა.

„ეს შეშლილობას ჰგავს, მაგრამ, მე მინდა, ჩემს სესილიასთან ვიქორწინო“, – განაცხადა უვემ, რომელსაც იგი 10 წლის წინათ შეუყვარდა, როდესაც შვებულებას ბალტიის კურორტ ზასენიცაში ატარებდა.

„იგი ისეთი ერთგულია! ჩვენ ერთად, ჩახვეულებს გვძინავს მას შემდეგ, რაც ერთმანეთს შევხვდით. ღამღამობით ჩვენი გულები ერთად ძგერენ. შემიძლია, ნაძლევი დავდო, რომ არის მრავალი ცოლქმრული წყვილი, სადაც ქმარი და ცოლი ასე ახლოს არ არიან ერთმანეთთან, როგორც ჩვენ“, – კომენტარს უკეთებს თავის ცხოვრებაში ამ მნიშვნელოვან მოვლენას „ნეფე“.

ვინაიდან არც სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის სახელმწიფო დაწესებულებებმა, არც მღვდლებმა, მათი ქორწინების დაფიქსირება არ ისურვეს, უვემ ცერემონიის ორგანიზებისთვის მსახიობი კრისტინ-მარია ლოსი (იგი გერმანიაში პოლიციური სერიალებიდანაა ცნობილია) დაიქირავა, რაც სულ 300 ევრო დაუჯდა. მოწმე იყო ნეფის ტყუპისცალი – ერიკი.

საქმრომ ცერემონიისთვის საქორწინო კოსტიუმი ჩაიცვა და ცილინდრიც მოირგო, სესილია კი თეთრ კაბაში გამოაწყვეს.

„მე ვფიქრობდი, რომ ეს ხუმრობა იყო, მაგრამ, ღმერთო, მისი თვალები ცრემლებით იყო სავსე, როდესაც მან თქვა „კი“, ხოლო კატამ მხოლოდ რაღაც წაიკნავლა“, – თქვა მსახიობმა.

შემდეგ ახალდაქორწინებულებმა სტუმრები სადღესასწაულო საუზმეზე მიიპატიჟეს, დალიეს შამპანური და თევზი დააყოლეს. სხვათა შორის „პატარძალმაც“ თევზი მიირთვა.

„ჩვენ ერთად დიდხანს ვერ ვიცხოვრებთ, რადგან იგი ძალიან ავადაა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ის გათხოვილ კატად მოკვდება“, – განაცხადა ცრემლმორეულმა სიძემ.


скачать dle 11.3