კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მილიონი – ობამას ცოლთან ღალატის დამადასტურებელი ფაქტებისთვის


ახალი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა – მას ბრალად ედება ცოლთან ღალატი. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ექვსი წლის წინათ, როდესაც იგი ჯერ კიდევ არ იყო სახელმწიფოს ხელმძღვანელი, 29 წლის ქალთან ვინმე ვერა ბეიკერთან ჰქონდა რომანი.

ჟურნალისტის მონაცემებით, რომანი ობამასა და ბეიკერს შორის 2004 წელს „გაჩაღდა“. გოგონა ობამას თანაშემწედ მუშაობდა წინასაარჩევნო შტაბში, როდესაც პოლიტიკოსი ილინოისის შტატიდან სენატორის პოსტზე იყრიდა კენჭს.

ეს ისტორია ობამას ყოფილმა მძღოლმა გაამჟღავნა, რომელსაც მომავალი პრეზიდენტი და მისი საყვარელი სასტუმროში დაჰყავდა. სიჩუმისთვის, მისივე თქმით, მან გარკვეული თანხა მიიღო.

მძღოლმა აღნიშნა, რომ ბეიკერს სასტუმროში დაჯავშნული ნომერი არ ჰქონდა. მოგვიანებით ობამა და მისი თანაშემწე მანქანაში ჩასხდნენ და რამდენიმე ადგილი მოინახულეს, ხოლო 22 საათსა და 30 წუთზე მძღოლმა ისინი უკან, სასტუმროში მიიყვანა, სადაც ისინი ერთად შევიდნენ, მას კი უთხრეს, რომ იმ ღამეს მომსახურება აღარ დასჭირდებოდათ. ეს ყველაფერი კი იმაზე მიანიშნებდა, რომ გოგონა ღამით სასტუმროში დარჩენას აპირებდა.

ახლა დეტექტივები ცდილობენ, მიიღონ ვიდეოჩანაწერი, რომელიც ღალატის ფაქტს დაამტკიცებს. ამერიკელი ჟურნალისტების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთი დაკვირვების ვიდეოკამერას იმის უტყუარი მტკიცებულების მიცემა შეუძლია, თუ როდის და როგორ გამოდიან ობამა და ბეიკერი სასტუმროდან ერთად.

პრეზიდენტის მოწინააღმდეგე ორგანიზაციები ერთ მილიონ დოლარს სთავაზობენ მოწმეებს, რომლებმაც პრეზიდენტის ღალატის შესახებ იციან და მოყოლაც შეუძლიათ.

ახლანდელი პრეზიდენტის მეუღლემ, მიშელ ობამამ, რომლამდეც მაშინვე მიაღწია მისი მეუღლის ღალატის შესახებ ჭორებმა, მიიღო ზომები, რათა მეტოქე იქაურობისთვის მოეშორებინა. ახლა ვერა ბეიკერი მარტინიკაში, ტელევიზიაში მუშაობს და უარყოფს რაიმე სასიყვარულო კავშირს პრეზიდენტთან.


скачать dle 11.3