კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თავდაცვის მინისტრი სამსახურში ველოსიპედით დადის


შვეიცარიის თავდაცვის, სპორტისა და მოსახლეობის დაცვის მინისტრი, ფედერალური მრჩეველი ული მაურერი, სამსახურში ველოსიპედით დადის, ისევე, როგორც 400 ათასი რიგითი შვეიცარიელი. გზის გავლას ფედერალურ სასახლემდე, ბერნში, სადაც განლაგებულია უწყება, 59 წლის მინისტრი ერთ საათს ანდომებს.

იგი სახლიდან გამთენიისას გამოდის და მდინარე აარეს სანაპიროს მიჰყვება. მინისტრი ყოველდღე სულ ახალ და ახალ მარშრუტს ირჩევს. ამას იგი სულაც არ აკეთებს უსაფრთხოების მიზნით, რაც ნორმალური იქნებოდა თავდაცვის მინისტრისთვის, უბრალოდ, მაურერი მრავალფეროვანს ხდის თავის გზას და გარემოს ხედებით ტკბება.

ჟურნალისტებს უკვირთ, ბუნების ასეთი სიყვარულის გამო, რატომ არ გახდა მინისტრი „მწვანეთა პარტიის“ წევრი. მათ, აგრეთვე, გამოარკვიეს, რომ იგი ხანდახან ისეთი გზებითაც დადის, სადაც ველოსიპედით მგზავრობა აკრძალულია.

ავტომობილით მაურერი მგზავრობს მხოლოდ მაშინ, როდესაც კოკისპირული წვიმაა. ყველა სხვა სიტუაციაში, იგი ორ ველოსიპედს იყენებს: სამხედროს – წვიმიანი ამინდის დროს და სპორტულს – მზიანი ამინდის შემთხვევაში.

ჟურნალისტებს, რომლებიც მაურერს სამსახურში ველოსიპედით მიმავალს დაემგზავრნენ, მინისტრმა მოუთხრო, რომ იგი არასდროს ყოფილა ამბიციური, არ უნდოდა მინისტრობა, სურდა გამხდარიყო სოფლის მეურნეობის მუშაკი, მაგრამ საქმის ვითარება სხვაგვარად წარიმართა, როდესაც იგი სასწავლებლად უნდა წასულიყო, ოჯახში ფინანსური პრობლემები წარმოიქმნა და მშობლებმა ფერმა უყიდეს.

საბოლოოდ მაურერმა საშუალო კომერციული განათლება მიიღო და დღეისთვის იგი ერთადერთი მინისტრია, რომელსაც უნივერსიტეტის დიპლომი არ აქვს. ჯარში მან მაიორის ჩინამდე მიაღწია, პოლიტიკაში კი უფრო მეტად გაუმართლა: 1991 წელს იგი ნაციონალური მრჩეველი გახდა, 1996-დან 2007 წლებში იგი იყო შვეიცარიის მემარჯვენე კონსერვატიული სახალხო პარტიის პრეზიდენტი. 2008 წელს მაურერი ქვეყნის მმართველ შვიდეულში აირჩიეს და იგი შვეიცარიის 111-ე ფედერალური მრჩეველი გახდა.


скачать dle 11.3