გია მურღულიას კოლექციიდან
***
ახალი წლის ღამეს ერთი შოტლანდიელი ბაღში გავიდა და ჰაერში თოფი გაისროლა, მერე დაღვრემილი შებრუნდა სახლში და ბავშვებს ეუბნება:
– ერთი ამბავი უნდა გითხრათ – ამ ერთი წუთის წინ თოვლის ბაბუამ თავი მოიკლა.
***
უდაბნოში მოგზაურობიდან დაბრუნებული ამბავს ყვება:
– უეცრად საიდანღაც ლომი გამოხტა და მე... ბოლო წამს თავს იმით ვუშველე, რომ ხეზე ოსტატურად ავედი.
– აკი, უდაბნოში ხეები არ არისო...
– მაგას იმ მომენტში არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა!
***
მამამ თავისი 4 წლის ვაჟი ლოგინში ჩააწვინა.
– ზღაპარი ხომ არ გიამბო?
– არა.
– ხომ არ გიმღერო რამე?
– არა.
– აბა, რა გავაკეთო?
– დამაძინე რა, ძალიან დავიღალე.
***
მამა სახლში ბრუნდება მარწყვით სავსე კალათით. სამივე შვილს თითო-თითო მარწყვს აძლევს და ეუბნება:
– სხვებსაც ზუსტად ასეთივე გემო აქვს.
***
სვანი ელექტროსადგურში დისპეტჩერად აპირებს მუშაობის დაწყებას. უფროსი უხსნის:
– დილის 8 საათზე მოხვალ, „რუბილნიკს” ასწევ, საღამოს 9 საათამდე იჯდები, ჩამოსწევ და წახვალ, გაიგე?
– ვერა.
მეორედ გაუმეორა, მესამედ, მეოთხედ და ბოლოს სვანი გაბრაზდა:
– შენ შარზე ხარ თუ შტერი ხარ?
უკვე მეხუთედ გიმეორებ, ვერ გავიგე-მეთქი და მაინც არ მეშვები?!
***
– კაცო, მიტოს ძალიან მაღალი წნევა ჰქონია, ხო იცი!
– შენ რა იცი, ექიმი ხო არ ხარ?
– მაგაზე კოღოები ჯდებიან თუ არა, ეგრევე ფეთქდებიან!
***
სამი კაცი თავიანთ ქალიშვილებზე ლაპარაკობს.
პირველი:
– ჩემი გოგოს ოთახს ვალაგებდი და სიგარეტი ვიპოვე, არ ვიცოდი, თუ ეწეოდა.
მეორე:
– მე კი ჩემი გოგოს ოთახში შპრიცი ვნახე, არც ვიცოდი, ნარკომანი რომ ყოფილა.
მესამე:
– მე ჩემი გოგოს ოთახში რა ვიპოვე, იცით? – პრეზერვატივი. ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ „სირი“ ჰქონდა.
***
ქალი ექიმს შესჩივის:
– ჩემი ქმარი ლოგინში მთლად დასუსტდა. არ შეგიძლიათ, ძველებურად ხარივით აქციოთ?
– როგორ არა, გაიხადეთ.
– რა?
– თუ გსურთ, კვლავ ხარივით გახდეს, ჯობს რქებიდან დავიწყოთ...
***
კინოთეატრის მოლარე ეკითხება ერთ კაცს:
– რა ამბავია, ბატონო, რომ უკანასკნელი 10 წუთის განმავლობაში, უკვე მეშვიდედ ყიდულობთ ბილეთს?
– აბა რა ვქნა, ქალბატონო?
შესასვლელში ვიღაც ტიპი დგას, რომელმაც ყველა ბილეთი დამიხია.