კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტები


***

ებრაული რულეტკა: მიდიხარ აეროპორტში და ირჩევ მარშრუტს.

***

ფსიქიატრი უამბობს თავის ახალგაზრდა კოლეგას:

– მყავდა განდიდების მანიით შეპყრობილი ერთი პაციენტი, დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერში ზედმიწევნით მაგარი იყო, შეუცდომელი, მასზე უკეთესი დედამიწის ზურგზე არ არსებობდა. ერთხელ თავის მოკვლა გადაწყვიტა და სწორედ ამ დაავადებამ გადაარჩინა.

– რა, იფიქრა, ასეთ დიდ ადამიანს თავის მოკვლა არ ეკადრებოდა?

– არა, ტყვია 15 სანტიმეტრით ააცილა თავს.

***

ჟურნალისტი ინტერვიუს იღებს ხანში შესული ქალისგან:

– და მაინც, რატომ არ გათხოვდით?

– იცით, მე ყოველთვის მქონდა ღუმელი, რომელიც ბოლავდა, მყავდა ძაღლი, რომელიც იღრინებოდა და იყეფებოდა; თუთიყუში, რომელიც იგინებოდა; კატა, რომელიც ღამით, კაცმა არ იცის, სად დადიოდა და ქმარი რაღა საჭირო იყო?!

***

განცხადება:

„ვყიდი ჯიშიან ძაღლს, იმდენად კეთილშობილია, რომ მის სქესს ვერ მივუთითებ – არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო“.

***

– მარო, კრებაზე რატომ დაიგვიანე?

– გუშინ „პოლი“ შევღებე, დილას რო ავდექი, ფეხები ზედ არ მიმეკრო?! ფეხების აცლა მინდოდა და ხელებიც ზედ მიმეწება; ამ დროს მეზობელი ვანუა შემოვიდა, მერე იმის აცლა და...


скачать dle 11.3