კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: 2005 წელს ოპერატიული ღონისძიებების გატარების შემდეგ, ჩემი, როგორც თანამდებობის პირის დანაშაულებრივი საქმიანობა არ დადგინდა, სანაცვლოდ, მოპოვებულ იქნა ჩემი მაკომპრომატებელი ინფორმაცია, რომელიც სამძებრო სამსახურის მიერ გახმაურდა და ეცნობა ხელისუფლების ორგანოებს, რის გამოც სამსახური დამატოვებინეს. მაინტერესებს, ჰქონდათ თუ არა ამის უფლება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს მის მაკომპრომატებელ ცნობებს, არ შეიძლება, გახმაურდეს ან გამოყენებულ იქნას რაიმე მიზნით ამ პირის წინააღმდეგ.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა, საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტით, პირი გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტით, მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან ან/და მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.

კითხვა: პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ჩემი შვილის (მსჯავრდებულის) დაუსწრებლად. როდესაც ის გამოცხადდა ორგანოებში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში მან განაჩენი გაასაჩივრა. საქმეში არის უამრავი ისეთი მტკიცებულება, რომელიც ჩემი შვილის აზრით, უკანონოა და მიაჩნია, რომ, თუ მტკიცებულებათა გამოკვლევა მოხდება მისი თანდასწრებით, ეს მტკიცებულება ამოირიცხება საქმიდან. აქვს თუ არა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების ხელახალი გამოკვლევის უფლება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ სისხლის სამართლის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი გამოიტანა განსასჯელის დაუსწრებლად, მტკიცებულების გამოკვლევა ხდება მსჯავრდებულის მონაწილეობით ხელმეორედ.

კითხვა: ვარ პირველი რიგის იპოთეკარი. ჩემ შემდეგ არის მიკროსაფინანსო ბანკი. მოთხოვნა სააღმსრულებლო ბიუროში დავაყენე მხოლოდ მე. აღმასრულებელი მეუბნება, რომ, პირველი აპრილიდან შესული ცვლილებით, ვინც არ უნდა იყოს საჯარო აუქციონზე ბინის შემძენი, ბანკის ვალი აუცილებლად გადაჰყვება მას. მაინტერესებს, მართალია თუ არა ეს?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენ ხართ კრედიტორი და თქვენს სასარგებლოდ მიმდინარეობდა აღსრულება, ხოლო ბინა დატვირთულია იპოთეკით პირველი რიგის სასარგებლოდაც და ბინა გაიყიდება აუქციონზე, გარდამავალი უფლება (მიკროსაფინანსო ბანკის იპოთეკასთან) გადაჰყვება ნივთს.

კითხვა: ერთი წელია, ვიხდი ალიმენტს თვეში 70 ლარის ოდენობით. ამჟამად დამითხოვეს სამსახურიდან. მაინტერესებს, ისევ უნდა ვიხადო თუ არა დაკისრებული ალიმენტი?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თქვენ ვალდებული ხართ, გადაიხადოთ ალიმენტი, სამსახურიდან გათავისუფლების გამო კი უფლება გაქვთ, მოითხოვოთ ალიმენტის შემცირება სასამართლოს მეშვეობით.

კითხვა: 2008 წელს გავაფორმეთ ნარდობის ხელშეკრულება თბილისში. ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო კომპანიამ, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში, ვალდებულება აიღო, აეშენებინა საცხოვრებელი კოტეჯი ბათუმის ერთ-ერთ სოფელში. მაინტერესებს, მაქვს თუ არა უფლება, მივმართო ბათუმის სასამართლოს, თუ, რადგან ხელშეკრულება გაფორმებულია თბილისში, სარჩელი თბილისის სასამართლოში უნდა შევიტანო?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, დავების შემთხვევაში, სარჩელი სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.

კითხვა: გარდაიცვალა ჩემი ძმა. დარჩა 10 წლის შვილი. მეუღლე იყო განქორწინებული და არ აძლევს ჩემს ძმისშვილს მემკვიდრეობის მიღების უფლებას. სჭირდება თუ არა ჩემს ძმისშვილს დედის თანხმობა სამკვიდროს მისაღებად?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სჭირდება, რადგან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირები სამკვიდროს იღებენ კანონისმიერი წარმომადგენლის მეშვეობით.

კითხვა: ჩემს მეზობელსა და ჩემ შორის გაფორმდა სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ჩემმა მეზობელმა აიღო ვალდებულება, რომ მარჩინოს ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, ხოლო მე დავპირდი, რომ გადავცემდი მთელ ჩემს უძრავ და მოძრავ ქონებას. ჩემს მეზობელთან ურთიერთობა აუტანელი გახდა. მინდა, მოვითხოვო ხელშეკრულების შეწყვეტა და ქონების დაბრუნება. მაქვს თუ არა ამის უფლება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, უფლება გაქვთ, მოითხოვოთ ხელშეკრულების შეწყვეტა, რის შემდგომაც უძრავი ქონება დაგიბრუნდებათ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები კი მარჩენალს არ აუნაზღაურდება.

კითხვა: დამეღუპა მეუღლე. მყავს მცირეწლოვანი შვილი. მე ვმუშაობ. ეკუთვნის თუ არა ჩემს შვილს პენსია და ვის მივმართო?

პასუხი: მარჩენალის გარდაცვალების შემთხვევაში, პირს, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი (საქართველოს მოქალაქეს), მარჩენალის გარდაცვალების გამო დაენიშნება პენსია. პენსიის დანიშვნა შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილებაში. პენსიის ოდენობა შეადგენს 55 ლარს. გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის შესახებ მიიღება განცხადების შეტანიდან მე-15 დღეს.

კითხვა: რას ნიშნავს ბავშვის მინდობით აღზრდა, რა შემთხვევაში ექვემდებარება ბავშვი მინდობით აღზრდას და რა სახის ანაზღაურებაა გათვალისწინებული ასეთ ოჯახზე?

პასუხი: მინდობით აღზრდის დროს ფორმდება მინდობით აღზრდის ხელშეკრულება სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის, რომლის საფუძველზეც ხდება მიმღები ოჯახის მიერ შვილობილის მოვლა და აღზრდა. ბავშვი მინდობით აღზრდას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის დატოვება მშობელთან (მშობლებთან) ან მეურვესთან/მზრუნველთან მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ბავშვისთვის საზიანოა და მეურვე/მზრუნველი ამის თაობაზე მიმართავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს; მშობლის (მშობლების) უფლება, გადაწყვიტოს (გადაწყვიტონ), ვისთან იცხოვროს ბავშვმა, შეზღუდულია და ბავშვი უნდა განთავსდეს თავისი ოჯახის გარეთ; მშობელს (მშობლებს) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) ან შეეზღუდა (შეეზღუდათ) მშობლის უფლებები და მოვალეობები და ბავშვი უნდა განთავსდეს თავისი ოჯახის გარეთ. ასეთ შემთხვევაში დედობილ/მამობილი იღებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ანაზღაურებას ბავშვის მდგომარეობის მიხედვით; 200 ლარი – ჯანმრთელი ბავშვი; 300 ლარი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. მინდობით აღზრდის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მიმღები მშობლები თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან იმ შემთხვევაში, თუ მისი შემოსავალი არ გადააჭარბებს 6 000 ლარს წლის განმავლობაში. გარდა ამისა, მიმღებ მშობელს ბავშვის მოვლა ეთვლება შრომის სტაჟში.


скачать dle 11.3