კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


კარახაშვილი

ჩვენდა (ქართველთ) ჭირად ქართველთა გვარი კარახაშვილი და გვარები – კარაბაგლი, კარაბაღლი, კარაგაშევი, კარაგებაკიანი, კარაგებიანი, კარაგულიანი (ფუძეთი კარა მრავალი უცხოური, სომხურ-თურქული გვარი იწყება) სომხურ გვარებთან არის გაიგივებული: კარახანიანი კარახანოვთან. დედაგული ქართლის გვარი კარახაშვილი მოხვდა კარახანიანებში. ისინი კი არიან: თბილისში – 149, გარდაბანში – 33, ბოლნისში – 15.

კარახაშვილის გვარი ნაწარმოებია ტერმინიდან „კარახანა“ (ფშავი) „სასმისია ერთგვარი“ (ღლონტი, „ქართულ კილოთქმათა სიტყვის კონა“, „მთვრალმა რა გითხრათ, კაცებო, ჭკუა სასმელმა დაძალა, სათქმელი მერმისთვის დარჩეს, თუკი სიკვდილმა გაცალა, ასწია კარახანასა, გადაიწურა, დაცალა“ (ვაჟა-ფშაველა – „გველისმჭამელი“).

მართალი საქმე იქმნების, თუკი მსურველი (ქართველნი) გააგრძელებენ ცხოვრებას მამა-პაპური გვარით კარახაშვილი (პატივისცემით ი. ა.), გაჭირვებას რა ვუთხრათ, თორემ ბევრი გვარია საკურნებელ-აღსადგენი, სიმართლე ხომ ჩვენს მხარეზეა. გუშინწინ, სადღაც 1917 წლამდე განა არ გვქონდა გვარი: აბაზაძე (აბაზიდან) ჩაწერეს აბაზოვი – აბაზიანცად; აფაქიძე გახადეს ჯერ აბაკიძე, შემდეგ აბაკოვი; აბრამიშვილი, გახადეს აბრამოვი და აბრამიანცად; აბულაძე-აბულოვ-აბულიანცი გამხდარა, ადამაშვილი – ადამოვ-ადამიანცად ჩაუწერიათ და ასე შემდეგ.

ციცქიშვილი

როგორც ბევრ გვარს, ისე ციცქიშვილთა ცნობილ გვართან დაკავშირებით არსებობს გადმოცემები. ზოგი აღნიშნავს, რომ გვარი ვაზის ჯიშთან, ციცქასთანაა დაკავშირებული, ზოგიც ამბობს, თითქოს მათ ადრე სხვა გვარი ჰქონიათ.

ციცქიშვილთა ძირითად საცხოვრებლად ჩხერის – ჩხერიმელას ასახელებენ. იყვნენ, ასევე, ვერტყვიჭალაში. მათი სოფელი ყოფილა ასევე ციცქიური.

ბატონი ილია მაისურაძე წიგნში, „ქართული გვარ-სახელები“ წერს, რომ „ციცქიურში ძირითადად ციცქიშვილები ცხოვრობენ“.

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ციცქა.

საქართველოში 1 666 ციცქიშვილი ცხოვრობს: ხაშურში – 385, თბილისში – 355, ჭიათურაში – 160. არიან სხვაგანაც.

ქარცივაძე

ისტორიულ წყაროებში გვარი გვხვდება ფორმით: ქარცისძე, ქარციძე, ქარსიძე. სამეგრელოში, იგივე გვარი გვხვდება ფორმით ქარცხია.

მეჩვიდმეტე საუკუნეში გვხვდება სახელები: გამიგონა, მახულა, უღვინობა, უჩაკოჩი, ჭოჭოლეი და ქარცივა.

ქარცივაძე ორსუფიქსიანი გვარია. ფუძეთი ქარცა (ქარცი) + ვა და + ძე.

გვარი მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნიდან. ალექსანდრე ღლონტი წიგნში, „სახელები“, წერს: „საკუთარი სახელი ქარცივა, გვარში – ქარცივაძე“. გვარი აჭარისა და გურიის კუთვნილებაა.

საქართველოში 2 288 ქარცივაძე ცხოვრობს: ქობულეთში – 739, შუახევში – 498, ოზურგეთში – 263. არიან სხვაგანაც.

ყაფლანიშვილი

ქვემო ქართლში წარმოშობილ საბარათიანოდან (ბარათაშვილები) ერთ-ერთი დიდი სათავადო იყო ყაფლანიშვილების.

ყაფლანიშვილი ორბელიდან გაჩენილა ორბელიშვილ-ორბელიანების გვარი, მეჩვიდმეტე საუკუნეში.

ასლანიშვილები, გიორგიშვილები, მექანარიშვილები, ჩიტაშვილები, კერვალიშვილები, კერვალიძეები, ფაღავები, ვახტანგიშვილები, ორბელაძეები, ორბელიძეები, ორბელიანები, ღორჯომელაძეები, ორბეთიშვილები – ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საგვარეულოები ყოფილი ყაფლანიშვილ-ორბელიანები არიან.

1995 წლის მონაცემებით, აღებული ვაუჩერების მიხედვით, საქართველოში 378 ყაფლანიშვილია დაფიქსირებული.

ბაბულაშვილი

ფუძეთი ბაბულა (ბაბულია) დაფიქსირებულია გვარები: ბაბულაიძე, ბაბულიძე, ბაბულაშვილი, ბაბულაძე, ბაბულეიშვილი, ბაბულიანი.

ქაისხევის (ქისისხევი) მკვიდრნი იყვნენ ბაბულაშვილები, რომლებიც დღეს, ძირითადად დუშეთის მახლობლად, სოფელ შალიკიანთკარში ცხოვრობენ. ქაისხევშიც მათი სოფელი შალიკიანთკარის სახელს ატარებდა. ბაბულაშვილების წინაპარი ქაისხევში ქართლიდან გადმოსახლებულა. ეთნოგრაფიული მონაცემებით, ქართლელი გიგაური ზედსიძედ მოსულა, დაქორწინებულა ვინმე ბაბულაზე და მათ შვილებს საფუძველი დაუდიათ ბაბულაშვილების გვარისთვის.

ქაისხევიდან (ქისისხევი) დუშეთის მახლობლად გადასახლება 1936-1937 წლებში მოხდა. ასე გაიარა აღნიშნულმა გვარმა მთიდან მთისწინეთსა და მთისწინეთიდან ბარში გადასახლების გზა.

ქაისხევში ბაბულაშვილების სალოცავი „წმიდა კვირიკე“ იყო.

1781 წელს ქაისხევში მკვიდრობდნენ: „ბოგანო ბაბულაშვილი, პატარკაცი“.

1873 წლის კამერალური აღწერის მასალებში ბაბულაშვილები (ხუთი ოჯახი) ქაისხევის სოფელ აზაურთკარის მცხოვრებლად არიან დასახელებულნი.

საქართველოში 79 ბაბულაშვილი ცხოვრობს: დუშეთში – 47, მცხეთაში – 11, ზესტაფონში – 7. არიან სხვაგანაც.

შიუკაშვილი

შიუკაშვილი ქართული მთიულური გვარია. გვარის ძირ-ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელიდან – შიო წარმოქმნილი მოფერებითი სახელია შიუ.

ქსანზე, ხეობის სათავეში ყოფილა ადგილი, რომელსაც ადრე რქმევია უკანუბანი, ახლა მას შიუკაანთს ეძახიან. ეს შიუკაანი, რომლებიც შიუკაშვილებად იწერებიან, დავითურებთან სახლიკაცობენ. ისინი დავითურების სალოცავში – ადგილის დედაში გადადიოდნენ. შიუკაანთ გარდა აქ მოდიან სხვა სოფლებიდანაც – ბაშარნი, მახიარეთი, მაჭარეანი, თან კურატებიც მოჰყავდათ.

ასე რომ, შიუკაშვილები და დავითურები ერთი გვარისანი არიან. მთხრობელმა აღნიშნა: „შიუკაანი კი ჩვენებია და დანარჩენებს რა წილა ჰქონდათ ჩვენს ხატში, არ ვიცი“.

შიუკაშვილთა ნაწილი რუსებმა შიუკაევებად ჩაწერეს. არადა, ისინი ბევრს უკვე გადამთიელები ჰგონია, რაც არასწორია.

საქართველოში 1 742 შიუკაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 455, თელავში – 448, გორში – 272. ცხოვრობენ სხვაგანაც.

ჯიმშელეიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯიმშერ. ეს სახელი სპარსულია და პარალელური ფორმაა ჯიმშედ სახელისა. აქედან გვხვდება გვარი ჯიმშელეიშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: ჯიმშელაშვილი, ჯიმშელაძე, ჯიმშელიძე, ჯიმშერაშვილი, ჯიმშერაძე, ჯიმშიაშვილი.

საქართველოში 1 738 ჯიმშელეიშვილი ცხოვრობს: წყალტუბოში – 875, ქუთაისში – 388, თბილისში – 170. არიან სხვაგანაც.

ქუჩულორია

ვარაუდით, რთულფუძიანი გვარია. ქუჩულორი, ორი კომპონენტით, საკუთარი სახელებით – ქუჩუ და ლორი შედგება.

იშვიათად გვხვდება ქუჩულორია ქუჩულიას ფორმითაც.

საქუჩლორიო უბანია ფოცხოში. ნაქუჩოლორი კი ტყე – ბეთლემში, კერძოდ, ლებარკალაოეში. ნაქუჩულუ ბუჩქნარია ლეთორდეში (მუხური).

წალენჯიხასა და მის ახლომახლო სოფლებში მცხოვრები ქუჩულორიები მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების მიჯნაზე საუფლისწულო აზნაურები ყოფილან.

მეორე ვარიანტით: გოქუჩულუა მცენარის აყვავებას ნიშნავს, ზმნის მიმღეობა ქუჩულორი, ანუ „აყვავებული“, „აღმოცენებული“, მიჩნეულია მეტსახელად.

მეოცე საუკუნის დამდეგს, უშაფათსა და წალენჯიხაში მოსახლე ქუჩულორიების ერთი ნაწილი აზნაურის წოდების იყო.

საქართველოში 168 ქუჩულორია ცხოვრობს: წალენჯიხაში – 51, თბილისში – 37, ზუგდიდში – 31. ცხოვრობენ სხვაგანაც.

ნათაძე-ნაზღაიძე-საჩალელი

ქართულ წყაროებში დაფიქსირებულია საკუთარი სახელები: ნათია, ნათანა, ნათანელ, ნათანაელ, ნათანლო, ნათელ, ნათელა, ნათინა. ეს სახელები გამხდარა ფუძეებად გვარებისა: ნათანასშვილი, ნათანლისშვილი, ნათანელისშვილი, ნათანაულაშვილი, ნათაძე, ნათინაშვილი, ნათიშვილი.

„ნათაძისეული მიწა გომს წილად ხვდა არდაშელ (ზუმბულაძეს)“ (1695-1697 წლები).

ქსნის ხეობაში მოსახლე ნათაძეებიც მთიულობას ამბობენ. მათი დედაგვარი ნაზღაიძე ყოფილა. 1774 წელს, ალევში შვიდი კომლი ნათაძე მკვიდრობდა.

თავის მხრივ, ნათაძეებს სხვა გვარიც გამოყოფიათ. შიდა ქართლში, სოფელ ქვემო ჭალაში (ლუხურის ხეობა) საჩალელები ცხოვრობენ, რომელთა ადრინდელი გვარი ნათაძე ყოფილა. ეთნოგრაფიულ მასალაში ვკითხულობთ: „საჩალელი თავისი წარმოშობით ნამდვილი გვარი არ არის. ჩვენ გვარად ნათაძე ვყოფილვართ. ჩვენი უფროსი საჩალედან გადმოსულა. ამის შემდეგ ჩვენი გვარი საჩალელი გამხდარა“.

საქართველოში 569 ნათაძე ცხოვრობს: თბილისში – 259, რუსთავში – 62, კასპში – 42. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3