კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამბანები ერთმანეთს სასამართლოში ედავებიან


ყველაზე მდიდარმა ინდოელმა ბიზნესმენმა მუკეშ ამბანიმ სასამართლო პროცესი მოიგო, რომელსაც 3 წლის განმავლობაში საკუთარი უმცროსი ძმის, ანილის წინააღმდეგ აწარმოებდა. ინდოეთის უმაღლესმა სასამართლომ ნება დართო მუკეშ ამბანის კომპანია „რელაიანს ინდასტრისს“ უფრო მაღალ ფასად მიჰყიდოს ბუნებრივი აირი კომპანია „რელაიანს პაუერს“, რომელიც მის უმცროს ძმას ეკუთვნის. დავის საგანი მდინარეების, კრიშნასა და გოდავარის აუზებში მოპოვებული გაზის მარაგის მიწოდება გახდა. ამ მდინარეების აუზში არსებული საბადოები ორივე ძმას ეკუთვნის. 2006 წელს უმცროსმა ამბანიმ ძმა შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და მას სასამართლოში უჩივლა. ინდოეთის უმაღლესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს დააწესოს ძმების კუთვნილი საბადოებიდან მოპოვებული ბუნებრივი აირის ფასი და მოცულობა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ შეიძლება ერთმა ძმამ მეორეს გაზი ფიქსირებულ ფასზე იაფად მიჰყიდოს. ინდოეთის უმაღლესი სასამართლოს მითითებით, მუკეშ და ანილ ამბანებმა უახლოეს რამდენიმე კვირაში უნდა გადახედონ აქამდე არსებულ შეთანხმებას და ახალი კონტრაქტი დადონ. 2005 წელს მილიარდერი ძმების დედა, კოკილაბენ ამბანი იძულებული გახდა მათთვის გაენაწილებინა კომპანია „რელაიანსი“, რომლის საბაზრო ღირებულებაც 23 მილიარდი დოლარი იყო, რადგან მამის გარდაცვალების შემდეგ, შვილებმა ვერ შეძლეს დამოუკიდებლად შეთანხმებულიყვნენ იმაზე, თუ ვინ გააკონტროლებდა ინდოეთის უმსხვილეს კერძო კომპანიას.


скачать dle 11.3