კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

750 მილიარდი ევროს გადასარჩენად


საერთო ევროპული ვალუტის, ევროს გადასარჩენად ევროკავშირმა მსოფლიო ისტორიაში უმსხვილესი სასტაბილიზაციო ფონდი შექმნა, რომლის მოცულობაც 750 მილიარდი ევრო იქნება. ევროკომისია ამ მიმართულებით 60 მილიარდს გამოყოფს. ურთიერთდახმარების ფარგლებში ევროზონის ქვეყნებს შეუძლიათ, 440 მილიარდი ევრო გამოიყენონ. გარდა ამისა, შეთანხმების თანახმად, სასტაბილიზაციო ფონდს 250 მილიარდს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც გამოუყოფს. ამ ფონდში აკუმულირებულ თანხებს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და სახელმწიფო ხარჯების შემცირების მკაცრად განსაზღვრული ეროვნული პროგრამების ფარგლებში გამოიყენებენ. ესპანეთისა და პორტუგალიის მთავრობების წარმომადგენლები, რომლებსაც საბერძნეთის მსგავსი ფინანსური კრიზისი ყველაზე მეტად ემუქრებათ, აცხადებენ, რომ დამატებით ზომებს მიიღებენ 2010 და 2011 წლებში სახელმწიფო ვალის შესამცირებლად. ევროკავშირის სავალუტო და ფინანსური პოლიტიკის საკითხთა კომისარმა ოლი რენმა აღნიშნა, რომ ევროპის ანტიკრიზისული ღონისძიებები მხოლოდ სასტაბილიზაციო მექანიზმის შექმნით არ შემოიფარგლება. მისი განცხადებით, ევროპის ცენტრალური ბანკიც სერიოზულ მომენტალურ ზომებს მიიღებს ევროს კურსის დასაცავად. ამ მიზნით, ევროპული ბანკი ევროზონის სახელმწიფოების სუვერენული ობლიგაციების დიდი მოცულობით შესყიდვას აპირებს. გამოცხადებულ დახმარების პროგრამას მსოფლიო ფინანსური ბაზრების მხრიდან დადებითი რეაქცია მოჰყვა.


скачать dle 11.3