კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საბერძნეთიდან კრიზისი შესაძლოა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს


გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დომინიკ სტროს-კანის განცხადებით, საბერძნეთიდან კრიზისი შესაძლოა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს. მერკელის განცხადებით, ფინანსურმა კრიზისმა ევროპის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მისი აზრით, საბერძნეთის კრიზისმა ევროს ყველაზე სერიოზული პრობლემები შეუქმნა საერთო ევროპული ვალუტის არსებობის 11-წლიან ისტორიაში. დომინიკ სტროს-კანმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ გამორიცხული არ არის, საბერძნეთიდან კრიზისი ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს. თუმცა, მისი აზრით, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებს – გერმანიასა და საფრანგეთს ფინანსური კოლაფსი არ ემუქრება. მაისში საბერძნეთი ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შეუთანხმდა მისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის თაობაზე. სამწლიანი პროგრამის ფარგლებში ათენს შეღავათიანი კრედიტის სახით 110 მილიარდ ევროს გამოუყოფენ. ამის სანაცვლოდ საბერძნეთმა საბიუჯეტო დეფიციტის რადიკალური შემცირების პროგრამა უნდა განახორციელოს, რომელმაც 2009 წლის შედეგებით მთლიანი შიდა პროდუქტის 13,6 პროცენტს მიაღწია. 2014 წლისთვის საბიუჯეტო დეფიციტი მხოლოდ 3 პროცენტი უნდა გახდეს. ექსპერტების შეფასებით, 2010 წელს ამ ქვეყნის ეკონომიკა 3 პროცენტით შემცირდება.


скачать dle 11.3