კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მილიონზე მეტ დასაქმებულ გერმანელს დახმარება სჭირდება


გერმანიის იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც, სრული ან ნაწილობრივი დასაქმების მიუხედავად, შესაბამის სამსახურებს მაინც მიმართეს დახმარების თხოვნით, 1,3 მილიონს მიაღწია. ამის მიზეზი ის არის, რომ მათ საცხოვრებლად არ ჰყოფნით ის ანაზღაურება, რომელსაც საკუთარი შრომისთვის იღებენ. ექსპერტების განცხადებით, ბოლო წლებში ეს ტენდენცია სულ უფრო ძლიერდება. 2005 წლისთვის, როცა გერმანიის წინა მთავრობამ, რომელშიც სოციალ-დემოკრატები და მწვანეები შედიოდნენ, შრომის ბაზრის რეფორმა დაიწყო. მომუშავე მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებიც სოციალურ დახმარებასაც მოითხოვდნენ, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მიმღებთა საერთო მოცულობის მხოლოდ 1,5 პროცენტი შეადგინა. 2009 წლისთვის ამ მაჩვენებელმა მოქალაქეთა 2,6 პროცენტს მიაღწია. შარშან ამ მიზნით ბიუჯეტიდან 10,9 მილიარდი ევრო გამოიყო. საინტერესოა, რომ 2010 წლის თებერვალში გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ მომუშავე მოქალაქეებისთვის უმუშევართა სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში თანხების დარიცხვა არაკონსტიტუციურად მიიჩნია და ხელისუფლებას გამოყოფილი თანხის მოცულობის გაზრდის აუცილებლობაზე მიუთითა. ამ გადაწყვეტილებას გერმანულ საზოგადოებაში მწვავე დისკუსია მოჰყვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტის მხრიდან.




скачать dle 11.3