კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ არ დასცალდა სტალინს ლათინურ-ამერიკული ქვეყნების გაერთიანება


1953 წლის 7 თებერვალს, გარდაცვალებამდე ერთ თვეზე ცოტა ხნით ადრე, იოსებ სტალინმა კრემლში მიიღო არგენტინის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საბჭოთა კავშირში – ლეოპოლდო ბრავო. ამ შეხვედრის შესახებ დაწვრილებით აქვს აღწერილი სიზოვს თავის წერილში „სტალინის უკანასკნელი შეხვედრა უცხოელ დიპლომატთან“ (გაზეთი „პრავდა“ ¹10, 1998 წლის 6-13 მარტი).

ამბობენ, რომ იმ დროს ეს იყო უპრეცედენტო და უიშვიათესი შემთხვევა, რომ სტალინს უცხო ქვეყნის ელჩი მიეღო. ასე იყო თუ ისე, ეს შეხვედრა შედგა და მას ესწრებოდა იმჟამინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიშინსკი.

სტალინსა და ბრავოს შორის საუბარი მშვიდ და კეთილგანწყობილ ატმოსფეროში მიმდინარეობდა. მათ განიხილეს საბჭოთა კავშირისა და არგენტინის ურთიერთობები, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ საკითხებში. სტალინმა წამოაყენა წინადადება ლათინურ-ამერიკული სახელმწიფოების ფედერაციული გაერთიანებისა და ერთიანი სახელმწიფოს შექმნის შესახებ. მისი აზრით, ეს იყო ერთადერთი გზა, რომელიც გადაწყვეტდა იმ წინააღმდეგობებს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ზეგავლენით ლათინურ-ამერიკულ სახელმწიფოებს გააჩნდათ. სტალინი ერთიანი, ფედერაციული სახელმწიფოს შექმნის საკითხში მთავარ და განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა არგენტინის იმჟამინდელ პრეზიდენტს – პერონს, რომელიც ლათინურ-ამერიკული ქვეყნების ხელმძღვანელთა შორის ერთადერთ ლიდერად ითვლებოდა.

მთავარი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების განხილვის შემდეგ, იოსებ სტალინმა არგენტინის ელჩთან თავისუფალ თემაზე დაიწყო საუბარი და ბრავოსთვის სრულიად მოულოდნელ საკითხზე გააგრძელა ლაპარაკი. ის შეეხო სპორტს, განსაკუთრებით კი, არგენტინულ ფეხბურთს. სტალინმა შემდგომი საუბრის დროს ლეოპოლდო ბრავოს შეახსენა თავისი ქართული წარმოშობის შესახებ და მას საქართველოს გეოგრაფიულ-კლიმატურ თავისებურებებზე ელაპარაკა, აუხსნა, რომ ქართველები არგენტინელებისგან დიდად არ განსხვავდებიან, და ერთმანეთსაც კი ჰგვანან.

საუბრის ბოლოს, სტალინმა ისიც კი თქვა, რომ თვით ლეოპოლდო ბრავო ხშირი თმითა და მუქი ულვაშებით ძალიან ჰგავდა ქართველს. ამიტომაც, სტალინმა ურჩია კიდეც, რომ საქართველო მოენახულებინა და ქართველები გაეცნო, რაზედაც ბრავომ უპასუხა, რომ ამის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ მათ და საერთოდ, უცხოელებს მოსკოვის ცენტრიდან მხოლოდ 40 კილომეტრის რადიუსით გადაადგილების უფლება ეძლევათ. სტალინმა მაშინვე მისცა საგარეო საქმეთა მინისტრს – ვიშინსკის მითითება, გამოეძებნათ შესაბამისი ფორმა და საშუალება, რომ არგენტინის ელჩს მისცემოდა უფლება, ენახა საქართველო და სხვა საბჭოთა რესპუბლიკები. ეს ბრავოს ინტერესებშიც შედიოდა, მაგრამ აღნიშნული საუბრიდან, ერთი თვეც არ იყო გასული, რომ იოსებ სტალინი მოულოდნელად გარდაიცვალა. ლეოპოლდო ბრავოს საქართველოში მოგზაურობის საკითხი კი გადაუწყვეტელი დარჩა. სხვათა შორის, ბრავო ძალიან გააოცა სტალინის უეცარმა გარდაცვალებამ, რადგან მასთან შეხვედრისა და საუბრის დროს იგი მხნედ და საღად გამოიყურებოდა. „ჯანმრთელობის განსახიერება იყოო“ ამბობდა იგი...

გავიდა ხანი და სტალინის გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგ, 1961 წელს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში გაიმართა საერთაშორისო მატჩი არგენტინასა და საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს შორის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეხვედრისას არგენტინელ გულშემატკივართა დიდი აღფრთოვანება და მოწონება დაიმსახურეს საბჭოთა კავშირის ნაკრების „ქართულმა ფრთებმა“, – მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა. არადა, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, მსოფლიოში განთქმულმა მცველმა – სიმეონემ, თამაშის დაწყების წინ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის მიშას ფეხს არ გაანძრევინებდა და თამაშს არგენტინის ნაკრები მოიგებდა. მაგრამ, დაიწყო თამაში და მიშა მესხმა საფეხბურთო მინდორზე საოცარი კორიანტელი დააყენა. მას არა მარტო სიმეონე დასდევდა გამწარებული, არამედ არგენტინის ნაკრების დანარჩენი სამი მცველიც. მათ მაინც ვერ შეძლეს მიშას „დაჭერა“ – იგი სულ მოწინააღმდეგის კარისკენ მიქროდა. სწორედ „ქართული ფრთების“ ვირტუოზულმა თამაშმა განაპირობა საბჭოთა ნაკრების გამარჯვება, ანგარიშით 2:1.

ალბათ, ბუენოს-აირესში ქართველი ფეხბურთელების თამაშისგან მიღებულმა შთაბეჭდილებამ უფრო გაუმძაფრა სურვილი ლეოპოლდ ბრავოს სტალინის ნათქვამი აესრულებინა და 1963 წლის ზაფხულში იგი საქართველოს ესტუმრა. იმოგზაურა და გაეცნო სტალინის თანამემამულეების ცხოვრებას, ირწმუნა მათი გულითადი სტუმართმოყვარეობა და რაც მთავარია, ქართველებისა და არგენტინელების მსგავსება...

მახსენდება ჩვენი სტუდენტობის პერიოდში გამართული საინტერესო შეხვედრა სერგო ქავთარაძესთან (იგი ერთი პერიოდი საგარეო საქმეთა მინისტრის – მოლოტოვის მოადგილე იყო – ავტორი), რომელმაც რამდენიმე ეპიზოდი გაიხსენა სტალინის ცხოვრებიდან. განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა შემდეგი ფრაგმენტი: ერთ საღამოს სტალინი სახლშია და მეზობელი ოთახიდან ესმის უფროსი შვილიშვილის ტირილი. სტალინი ამშვიდებს, აწყნარებს და ეფერება ბავშვს, რომელიც ბაბუას მოუყვა, რომ მასწავლებელმა ცელქობისთვის კლასიდან გააგდო და მშობლის მიყვანა დაავალა. მაგრამ, რატომღაც, სკოლაში არავინ მიდის. ბაბუამ აღუთქვა, რომ მეორე დღეს თვითონ მივიდოდა სკოლაში. მართლაც, მეორე დღეს სტალინი, მოლოტოვი, ვოროშილოვი და ქავთარაძე ფეხით გაეშურნენ სკოლისკენ, რომელიც კრემლის ახლოს მდებარეობდა.

შევიდნენ თუ არა სკოლის ეზოში, იქვე შეეგებათ სკოლის პედკოლექტივი სრული შემადგენლობით. სტალინი დაინტერესდა მოსწავლეთა რაოდენობით, მათი სასწავლო დასწრებით, რა დახმარება სჭირდებოდათ და ასე შემდეგ. ამ დროს მისი შვილიშვილი მორბის და სთხოვს ბაბუას ნაყინი უყიდოს. სტალინს კაპიკი ფული არ ჰქონდა და მოლოტოვს სთხოვა, ნაყინი ეყიდა ბავშვისთვის. მასწავლებელი კი ჯიუტად აკავებდა მას კლასში და ტუქსავდა იმისთვის, რომ მშობელი არ მიიყვანა. სტალინმა და მისმა თანმხლებმა პირებმა საკითხი ამოწურულად ჩათვალეს. გოგონა ნაყინიანად გაქცევას ცდილობდა, სტალინის შვილიშვილი ტირილით უხსნიდა მასწავლებელს, რომ მისი ბაბუა იყო მასთან. ისე გამოვიდა, რომ პედკოლექტივმა არ იცოდა, თუ რა კავშირი იყო სტალინსა და ჯუღაშვილს შორის. თუ მოსკოვში – საბჭოთა კავშირის დედაქალაქში არ იცოდნენ, რომ სტალინის ქართული გვარი ჯუღაშვილი იყო, მაშინ იმდროინდელი მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისთვის ხომ ეს საერთოდ გამოცანად რჩებოდა.

ცნობისთვის, სტალინის შვილიშვილი – გალინა ჯუღაშვილი იაკობის ერთადერთი შვილი იყო...


скачать dle 11.3