კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: შევიძინე ავტომობილი „ოპელ ვექტრა B“, უნივერსალი, 2.0-ლიტრიანი ეკოტეკის ძრავით, სრული პაკეტით, ავტომატურ გადაცემათა კოლოფით, 1999 წლის გამოშვება. დღეისთვის გავლილი აქვს 50 000 კილომეტრი. ერთ-ერთ ფირმას იაპონიიდან ჩამოვაყვანინე. გთხოვთ დამიხასიათოთ ეს მოდელი, აღნიშნოთ მისი სუსტი მხარეები და მირჩიოთ, რას უნდა მივაქციო განსაკუთრებული ყურადღება ექსპლუატაციის დროს. და კიდევ ერთი, მაინტერესებს, შუქნიშანზე დგომის დროს, ბერკეტი ნეიტრალურ მდგომარეობაში უნდა გადავიყვანო თუ არა?

პასუხი: „ოპელ ვექტრა B“ საკმაოდ პრაქტიკული ავტომობილია. რაც შეეხება იმას, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ავტომობილის ძრავაზეა დამოკიდებული. ეკოტეკის ტიპის ძრავას კარგი საწვავი სჭირდება, რათა დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვიდეს მწყობრიდან. ასევე მას სჭირდება კარგი ხარისხის ზეთი და მისი დროულად ცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძრავის სექტორში შესაძლოა, ბევრი წვრილმანი გამოვიდეს მწყობრიდან და მან არასტაბილურად იმუშაოს – მოუმატოს საწვავის წვას ან პერიოდულად ავტომობილის ჩაქრობაც კი გამოიწვიოს. მიზეზის დადგენა კი, ხელოსნებსაც გაუჭირდებათ. შუქნიშანთან დგომის დროს, არ არის აუცილებელი ნეიტრალური სიჩქარე, პირიქით, ბევრი გადართვა-გადმორთვა უფრო ვნებს კოლოფს. თუ ავტომობილი სიჩქარეშია ჩაგდებული და ძრავის ბრუნვათა რიცხვს არ ვუმატებთ, ანუ გაზის „პედალს“ არ ვაწვებით, ის არ ცვდება, კოლოფი არ ფუჭდება.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ვაზ 2107“, 25 წლის. მაინტერესებს რამდენს უნდა წვავდეს ას კილომეტრზე? ასევე, ბენზინის წვისას არის თუ არა რაიმე განსხვავება ზამთრისა და ზაფხულის სეზონებზე?

პასუხი: ასე ერთმნიშვნელოვნად, ძალიან რთულია იმის თქმა თუ რამდენი ლიტრი საწვავი შეიძლება, დაწვას თქვენმა ავტომობილმა ას კილომეტრზე. აქ ბევრი ფაქტორი მოქმედებს – გააჩნია მართვის რეჟიმს, იმ ადგილებს, სადაც მოძრაობა გიწევთ. ამას ემატება ასაკი, შესაბამისად, დეტალების ცვეთა, რომელიც საწვავის მომატებას უაცილებლად გამოიწვევდა. ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, ამ კონკრეტულ ავტომობილს ყოველ ას კილომეტრზე შეიძლება, დავაწვევინოთ როგორც 9, ასევე 15 ლიტრი საწვავი. რაც შეეხება სეზონურ წვას, ის, რა თქმა უნდა, იცვლება. ზამთარში ავტომობილი უფრო მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე ზაფხულში, რადგან ავტომობილი ტემპერატურის იმ კონდიციას, როდესაც ის მინიმალურ საწვავს მოიხმარს, გვიან აღწევს, ანუ გვიან თბება.


скачать dle 11.3