კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სახტად დარჩენილები



უცნობმა ავტომობილის კარი გამოაღო, ორი ტომარა დააგდო, ჩემ გვერდით მოკალათდა და თქვა:

– წავედით!

მეორე უცნობი უკანა სავარძელზე შეძვრა, ყურთან რევოლვერი მომაჭირა და დაამატა:

– სწრაფად!

გაზის პედალს მთელი ძალით დავაწექი, სიჩქარეს მოვუმატე და კინაღამ ორი მანქანაც დავამტვრიე. მერე სიჩქარის შეზღუდვის ნიშანს ჩავუქროლე, ორი გზაჯვარედინი წითელ შუქზე გადავკვეთე და გიჟური რბოლით მარჯვნივ მოვუხვიე. ქალაქიდან გამავალ ერთადერთ და მთავარ გზაზე აღმოვჩნდით. გაზის პედლიდან ფეხს არ ვიღებდი. მანქანა მორჩილად მომყვებოდა. სიჩქარემ საათში 100 მილს მიაღწია და კიდევ იზრდებოდა.

როდესაც სპიდომეტრის ისარი 110-ს ასცდა, იმან, რომელიც უკან იჯდა, ხელი მხარზე დამიტყაპუნა:

– ცოტა ნელა იარე, მეგობარო!

მე სარკიდან შევხედე. გაქვავებული და გაფითრებული იჯდა.

ჩემს მეზობელსაც არ ჰქონდა საქმე კარგად. სული ძლივს მოითქვა და მკითხა:

– ყოველთვის ასე დაგყავს?

– არა.

– მაგარი ყოფილხარ. მრბოლელი ხარ?

ჩამეცინა:

– მე? ჰო, რაღაც მაგდაგვარია.

– გეტყობა. წინ იყურე, რამეს არ შეასკდე.

თავი დავუქნიე და ყურადღება აღარ მიმიქცევია. ისევ სარკეში ჩავიხედე – კუდზე არავინ გვაჯდა. ჩემს მეზობელს ეტყობოდა, რომ კმაყოფილი იყო: – აბა როგორია, ბერტ? – მეგობარს მიუბრუნდა, – შენ კიდევ ყოყმანობდი. ყველაფერი „ხუთიანზე“ გამოვიდა, მეგობარო!

გონსმოსულმა ბერტმა გაიცინა:

– მაგარია, მაგარი!

მათი საუბრიდან ის გავარკვიე, რომ ჩემ გვერდით მჯდომს ჯორჯი ერქვა და ძველი ხუმრობების მოყვარული იყო, განსაკუთრებით – უკბილო ხუმრობების. დაძაბულობის ხარისხმა იკლო.

– შენ რა გქვია? – მკითხა უკან მჯდომმა.

– ტერელი, – ვუპასუხე, – ჯონ ტერელი.

– რას საქმიანობ, ჯონ?

– ახლა არაფერს, დროებით უმუშევარი ვარ.

– მშვენიერია, მშვენიერი... – თქვა ჯორჯმა, – ცოლი გყავს?

– არა, ქალებით დიდად არ ვინტერესდები, ბევრი დავიდარაბა ახლავს თან. საერთოდაც, ურთიერთობები ნაკლებად გამომდის. სიმართლე გითხრათ, მეგობრებიც კი არ მყავს.

– ამის გამო ნუ ინერვიულებ, – წამოიძახა ჯორჯმა, – მეგობრები რად გინდა, თუ ასეთი მაგარი ხარ, შეიძლება, ჩვენ გამოგვადგე. რას იტყვი, ბერტ?

სარკეში დავინახე, რომ ბერტმა თავი დააქნია.

– რატომაც არა? კარგი მძღოლი არ გვაწყენდა!

– გეტყვი, საქმე რაშია: მე და ბერტმა ახლახანს ბანკი გავძარცვეთ. ფულს ამით ვშოულობთ – ბანკებს ვძარცვავთ. როგორ მოგწონს? – მომმართა ჯორჯმა.

ცოტა ხნით გავჩუმდი. შემდეგ ვუპასუხე:

– მართლა?

– ჰო. ეს საქმე ცუდად არ გამოგვდის, ხანდახან მაინც. მგონი, შენ გაგიმართლა.

– რატომ? – დავინტერესდი.

– იმიტომ. ჩვენ მძღოლი გვჭირდება. იცი, რა მოხდა, როდესაც ამ ტომრებს ვიღებდით?

– რა?

– ჩვენი მანქანა არ დაიქოქა! წარმოიდგინე, ვსხედვართ, როგორც იდიოტები, მოპარულ მანქანაში, წუთი-წუთზე „ძაღლები“ მოვლენ, ის კი ადგილიდან არ იძვრის.

– სიტუაცია მარტივი არ არის, – დავეთანხმე.

– სწორედაც, – ჩაიცინა ჯორჯმა, – ამიტომაც გვჭირდები. ჩვენ ტექნიკაში ვერ ვერკვევით, კარგ მძღოლს კი სად იპოვი? ჩვენს ძველ მძღოლზე რაღაც უნდა მოგიყვე.

– დებ გრიმანი, გამანდო ჯორჯმა, ოდესღაც ჩვენი მძღოლი იყო, მაგრამ რამდენიმე ცუდი ჩვევა ჩამოუყალიბდა.

– პირველ ყოვლისა, – ყვებოდა ჯორჯი, – მას ყოველთვის ერეოდა მისამართები. ერთხელ მონტანაში ვქურდობდით, დები ბანკთან ორმოცდახუთი წუთი გველოდებოდა. ბანკი იქ მხოლოდ ორი იყო, მაგრამ მოახერხა და მაინც აერია.

– ეს ყველაფერი არ არის, – დაამატა ბერტმა, – დებს სულ პარკინგის გამო აჯარიმებდნენ. სადაც არ უნდა გაჩერებულიყო, ჯარიმის ტალონი სულ ფანჯარაზე ჰქონდა მიწებებული. წარმოიდგინე: ნიუ-მეხიკოში მე და ჯორჯი ტომრებით ხელში ბანკიდან გამოვრბივართ, დები კი მანქანასთან დგას და პოლიციელს ჯარიმის გამო ეჩხუბება. თვალები შუბლზე აგვივიდა.

ისინი კიდევ დიდხანს ყვებოდნენ მძღოლების შესახებ, რომლებსაც მათთან ემუშავათ. ყველა ერთმანეთზე უარესი იყოო, ამტკიცებდნენ.

ბოლოს, როგორც იქნა ჯორჯმა ხმა გაკმინდა და მარჯვნივ მიმითითა:

– ამ გზაზე გადაუხვიე.

ეს გზა კი არა, ვიწრო გასასვლელი იყო. გადავუხვიე, სიჩქარეს მოვუკელი და ქვებზე გავგორდით.

– მაგარი მძღოლია, ვერფერს იტყვი, – არ დააგვიანა კომპლიმენტმა უკანა სავარძლიდან, – გადაწყვეტილია, აგიყვანთ, – გამოაცხადა ჯორჯმა და მხარზე ხელი დამკრა.

როგორც იქნა, მივხვდი, საითაც მივდიოდით. სულ დამავიწყდა, რომ აქ ტურისტებისთვის სახლები იდგა. მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ ახალი კემპინგი გახსნეს, ამ სახლებით აღარავინ სარგებლობდა.

ჯორჯმა მარცხნივ, ბოლო სახლზე მიმითითა:

– აქ გააჩერე!

გავჩერდი. ბერტი გადავიდა. ჯორჯმა მას ერთი ტომარა მიაწოდა და თავისი კარი გააღო. მცირე ყოყმანის შემდეგ ხელი მანქანის გასაღებისკენ გაიშვირა და გამოაძრო, – არ გეწყინოს, ჯონ, ეს ერთგულებისთვისაა საჭირო. აქ დაგველოდე.

თავი დავუქნიე. ისინი სახლთან მივიდნენ და კარს წვალება დაუწყეს. გაღება აშკარად გაუჭირდათ.

მე ხელი უჯრაში შევყავი და სამალავიდან სათადარიგო გასაღები გამოვიღე.

ჯორჯი და ბერტი სახლის კართან იდგნენ, პირდაპირ გზაზე – სახლს ზღურბლი არ ჰქონდა, მიწის პირას იდგა. მანქანა დავქოქე, გაზის სატერფულს ფეხი დავაჭირე და პირდაპირ მივუშვი...

– სად დაეთრეოდი? – დაინტერესდა ჩემი ცოლი.

აშკარად ძალიან იყო გაბრაზებული და საამისოდ მიზეზიც ჰქონდა. ისე წავედი, რომ არ დაველოდე. ჩვენს საქმეში კი ეს ნომერ პირველი ცოდვაა.

– ჰაროლდ! – წამოიძახა მან (ეს ჩემი ნამდვილი სახელია), – დღეს რა დაგემართა? შენ ხომ წარმოდგენა არ გაქვს, იქ რა მოხდა!

გავიღიმე:

– მგონი, ვიცი, თუმცა, ჯობია თავად მომიყვე.

როგორც შეთანხმებულები ვიყავით, სტელა ბანკში შევიდა, სალაროს ფანჯარასთან მივიდა და რევოლვერის ამოსაღებად ჩანთაში ხელი უკვე ჩაყოფილი ჰქონდა, რომ მოულოდნელად ის ორი იდიოტი გამოჩნდა.

– იმ დამპლებმა მოგვასწრეს, ჰაროლდ!

მე ისევ ვიღიმებოდი.

– რა ჯანდაბა გაცინებს! – გაცხარდა ის, – შენი არ ვიცი, მაგრამ მე ხანდახან ეჭვიც კი მეპარება, რომ საერთოდ ღირდეს ამ საქმიანობის გაგრძელება. მაგ ტომრებში რა გაქვს?

იძულებული გავხდი, ყველაფერი მომეყოლა.

ახლა მისი ღიმილის ჯერი დადგა...



თარგმნა

ნინო წულუკიძემ


скачать dle 11.3