„თბილისელების“ სამზარეულო
გამომცხვარი კარტოფილი
საჭირო ინგრედიენტებია: 4 ცალი მოზრდილი კარტოფილი, 100 გრამი უცხიმო ხაჭო, 50 მილილიტრი მინერალური წყალი, 1 ცალი კიტრის მწნილი, 1 ჩაის კოვზი დაკეპილი კამა, ნახევარი ლიმონის წვენი.
მომზადების წესი: კარტოფილი კარგად გარეცხეთ კანიანად, შეახვიეთ ფოლგაში და შედეთ ჰაერღუმელში გამოსაცხობად.
ხაჭოს დაასხით მინერალური წყალი და გათქვიფეთ. შეურიეთ ლიმონის წვენი, დაკეპილი მჟავე კიტრი, კამა და კიდევ ათქვიფეთ. კარტოფილები გამოიღეთ, გაჭერით შუაზე და მოასხით სოუსი.