კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ სთხოვდა პირდაპირ ეთერში „ნამუსის ახდას“ ბიჭოლას და რა ურთიერთობა დაამთავრა თიკო სადუნიშვილმა


მოდის კვირეულების კვალდაკვალ დიზაინერ ბიჭოლასა და თიკო სადუნიშვილს აქტიური თანამშრომლობა მოუწიათ. ეს ცნობილი „ტუსოვშიკი“ თიკოს „თბილისი ლაივის“ ყველა გადაცემაში ხვდება, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ბიჭოლამ თბილისურ ბომონდურ ცხოვრებას სრულყოფილად გაუგო გემო.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ბიჭოლა

– დავიწყოთ ფსიქოლოგიური გამოკითხვა. რა არის შენთვის „თბილისი ლაივ“?

– „თბილისი ლაივ“ არის ჩემი ცხოვრების წესი, ასახვა ყველაფერ იმისა, რაც ამ ქალაქში ხდება – ჩემს საყვარელ ქალაქში. ამასთან ერთად, ეს ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპია, რომელიც საშუალებას მაძლევს, ვაკეთო ის, რაც მიყვარს, რაც სიამოვნებას მანიჭებს, ვიყო მუდმივად მობილიზებული და მოვლენების ეპიცენტრში. ხალხი სადაც ისვენებს, მე იქ ვმუშაობ, მაგრამ ეს საინტერესოცაა.

– ვისი იდეა იყო შენი ამ პროექტში მისვლა?

– „თბილისი ლაივის“ იდეა, როგორც მერე გავიგე, თურმე დიდი ხანია არსებობდა, მაგრამ არ იყო წამყვანი. გიორგი არველაძესთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს, წამოვიდა ეს იდეა, შემდეგ უკვე შევხვდი მის მეუღლეს – ალინას, რომელიც ამ გადაცემის პროდიუსერია და ჩვენი თანამშრომლობაც დაიწყო. ამბობენ, მათი იმედები გავამართლე და მეც ანალოგიურად ვფიქრობ.

– გეთანხმები. ჩვეულებრივი ხალხი, არ მაქვს საუბარი „სელებრითებზე“, რომლებიც კლუბებში გხვდებიან, როგორ გიღებს, რა რეაქცია აქვთ შენზე, შენი კამერის დანახვაზე?

– გადმოცემით ვიცი, რომ ხალხს ძალიან მოსწონს. თუ გადაცემაში მოხვედრილ ადამიანებზე მეკითხები, გეტყვი, რომ ძალიან ბევრი თავს არიდებს ჩემს გადაცემაში მოხვედრას, უარს მეუბნებიან კითხვაზე პასუხის გაცემაზე, იმალებიან. მაგრამ, საბედნიეროდ, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ინტერვიუს თავს არ არიდებენ, შეყვარებულებს და ცოლებს არ უმალავენ რომ კლუბებში დადიან, ან იქ მათთან ერთად იმყოფებიან. ასეთი სიტუაცია გვაქვს. „ფეშენ-ვიქზე“ ჩვეულებრივი მოდელი გოგონა დავაფიქსირეთ გახდილი, რაზეც ერთი ამბავი ატყდა. როგორც მერე გავიგე, შეყვარებული ჰყოლია, რომელიც საშინლად ეჩხუბა. ახლა მინდა, მას ბოდიში მოვუხადო. გადავიღეთ იმიტომ, რომ უკრაინელი მეგონა. ამ შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ თურმე, ქართველებიც იცვლიან. მაგრამ ისინი ამას ისე აკეთებენ, ვერაფრით დაინახავ. ამიტომაც შეგვეშალა, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით.

– ამ „ფეშენ-ვიქებმა“ ის მაინც გააკეთა, რომ ქართველ მოდელებს ბიუსტჰალტერები დაავიწყა.

– რატომ, ამის მერე ბიუსტჰალტერის გარეშე დადიან?

– არა, უბრალოდ, ადრე ჩვენებაზე თეთრი შიფონის ზედის ქვეშ შეიძლება წითელი ან შავი „ლიფი“ სცმოდათ, რაც ახლა არ ხდება. ახლა მაინტერესებს, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, ვის ეკუთვნის თიკოს გული?

– არავის არ ეკუთვნის. მამაკაცს არ ეკუთვნის და არც ქალს, შესაბამისად. (იცინიან) ცოტა ხნის წინ იყო ერთი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, რომელთანაც გარკვეული ურთიერთობა მქონდა, მაგრამ რამდენიმე თვეა ერთმანეთს დავშორდით. ახლა ვარ მარტო და ეს მდგომარეობა ძალიან მომწონს.

– შენი გადაცემა ერთგვარი გულის მოოხება ხომ არ იყო იმისთვის, რომ იმ ადამიანისთვის დაგემტკიცებინა, რომ თიკო სადუნიშვილი ისევ თავის სიმაღლეზეაო?

– არა, გადაცემის წაყვანას იმიტომ არ დავთანხმებულვარ, რომ ვიღაცას რაღაცა დავუმტკიცო. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც ყოველთვის ფორმაში ხარ და ამას ძალიან ბევრი ადამიანი ხედავს. თუმცა, მუშაობის დროს ასეთ საკითხებზე არ ვფიქრობ. ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ ძალიან უმტკივნეულოდ დავშორდით, არ ყოფილა ჩხუბი და სკანდალი, რის გამოც შეიძლება ვიღაცაზე გამწარებული და გაბრაზებული ვიყო. უბრალოდ, ხასიათებით ვერ შევეწყვეთ. გადაცემაზე მუშაობის დროს მხოლოდ საქმეზე ვფიქრობ და არა იმაზე, ვიღაცეები მიყურებენ თუ არა.

– ოჯახის წევრებს, შენს შვილს როგორ მოსწონთ შენი ახალი ამპლუა?

– ჩემი შვილი მოუთმენლად ელოდებოდა პირველ გადაცემას, ძალიან მოეწონა, გაერთო. თუმცა, გადაცემა ისეთ დროს გადის, სკოლის გამო, ვერ ახერხებს ყურებას. ადრე იძინებს და ხანდახან ინტერნეტის საშუალებით თუ ვაყურებინებ ხოლმე. სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი გადაცემის თილისმა გახდი, ყველა გადაცემაში ხარ...

– რა ვქნა, ყველგან რომ მპატიჟებენ?!

– ხან მთვრალი მაგიდაზე ცეკვავ, ხან კიბის ქვეშ, ხან ტუალეტში ხარ მთვრალი. მაგრამ, არის შემთხვევები, რომ ფხიზელიც ხარ ხოლმე.

– შორენა ბეგაშვილს რომ ტუჩებში აკოცე, ამაზე ამბავი არ ატყდა?

– არც იმდენი, სხვათა შორის. შორენა კლუბში იყო თავის იმიჯმეიკერთან ერთად. მას ვკითხე, ხომ არ თხოვდები-მეთქი და გუდუს მივყვებიო, თავის იმიჯმეიკერზე მითხრა. სექტემბერში გვაქვს ქორწილიო. მეც გადავეკიდე, აკოცეთ ერთმანეთს, აკოცეთ, აკოცეთო... და უცებ შორენა შემოტრიალდა და მე მაკოცა.

– თინა კანდელაკის და ქსენია სობჩაკის კოცნა არ იყო?

– არა და არც ბრიტნი სპირსისა და მადონასი, რაც შორენასგან ნამდვილად გამიკვირდა. ქართველი სექსსიმბოლოა და მეგონა, ქალსაც ისევე ვნებიანად კოცნიდა, როგორც მამაკაცს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მეგონა. სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა.

– სამწუხაროდ (იცინიან). გიყვარს ალკოჰოლი და არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა?

– შენ როგორ მიცნობ?! რომ ვთქვა, ლოთი ვარ, ვგიჟდები დალევაზე და მხოლოდ ამით ვერთობი-მეთქი, არა. მაგრამ, კვირაში ერთხელ მაინც მიწევს, უფრო სწორად, მიჩნდება ცოტა ალკოჰოლის მიღების სურვილი. აბა, ჩემმა მტერმა უყუროს ქართულ „ტუსოვკებს“ ფხიზელი თვალით.

– გეთანხმები. ეს ყველაფერი ცოტა მოსაბეზრებელიც არის, მაგრამ შენს გადაცემაში მაინც ვხედავ მრავალფეროვნებას.

– იცი, რა? ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი არ მიბამს მხარს, შენგან განსხვავებით, ერიდებიან ჩემთან ურთიერთობას. ეტყობა, ქართული კომპლექსია, რომ ნებისმიერ ინტერვიუში, კამერის წინ, სახლში ღამით დალაგებული ტექსტები უნდა თქვან და აბსოლუტურად მოუმზადებელი არიან ნებისმიერი განსხვავებული შეკითხვისთვის. როგორც კი რაიმე ორიგინალურს ჰკითხავ, მაშინვე იჭრებიან, იბნევიან და გარბიან. თუ რაღაც დეტალია გადაღებული, მერე დამდევენ და მეხვეწებიან, ამოჭერიო.

– წარსულში გადავიდეთ. რა იყო შენს ცხოვრებაში ლექსსენი, სიმღერები, სპორტის სასახლე და ბევრი თაყვანისმცემელი?

– ჩემი ძირითადი პროფესია, ის რასაც ხუთი წლის განმავლობაში ვაკეთებდი, წამყვანობა იყო. აბსოლუტურად არ შედიოდა ჩემს გეგმებში, დიდ სცენაზე გავსულიყავი, მით უმეტეს, ვოკალური მონაცემები ამაში ხელს ნამდვილად არ მიწყობდა. გავაკეთეთ ერთჯერადი პროექტი, რომელიც კარგი გამოვიდა. ნამდვილად არ ველოდებოდი იმ მასშტაბებს, რაც ამ პროექტს მოჰყვა, მივხვდი, საერთოდ რას ნიშნავს პოპულარობა.

– რთული არ ყოფილა შენთვის „მაესტროს“ დახურვიდან „თბილისი ლაივამდე“ პერიოდი? ანუ, იყავი ზენიტში და უცებ აღარ ხარ აქტუალური.

– რთული ნამდვილად არ ყოფილა, დასვენების პერიოდი იყო. მართალია, ბევრს ამასთან შეგუება უჭირს, პოპულარობა გარკვეული აზარტია, რომლის დაკმაყოფილებაც თითქოს სულ საჭიროა. მაგრამ, ჩემს ცხოვრებაში ის პერიოდი ისე აეწყო, მართლა ჰაერივით მჭირდებოდა დასვენება. მართლა საოცრად პოპულარულები ვიყავით, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი ამას, მაგრამ ამ პოპულარობამ ცოტა ამრია, დალაგება და დამშვიდება მჭირდებოდა. თან ყველაზე ცუდი ის იყო, რომ პოპულარობას პირდაპირპროპორციულად ფული არ მოჰქონდა. შოუ-ბიზნესში იმდენი ფული არ იყო, რომ იქ ყოფნას აზრი ჰქონოდა. ამას, სხვათა შორის, ბევრი მეკითხება, მაგრამ მართლა არ ჩავვარდნილვარ დეპრესიაში, პირიქით, პოპულარობის ზენიტში მქონდა დეპრესია და ერთი წელი მშვიდად ვიცხოვრე. მერე მონატრება, რა თქმა უნდა, ჩნდება. შენც, ერთი წელი რომ არ შეკერო, ხომ მოგენატრება ნემსი და ძაფი? ისე მომენატრა კამერა და „ფლეშბექი“. დავბრუნდი კიდეც.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია თიკო სადუნიშვილი

– როდის და როგორ აღმოაჩინა ბიჭოლამ საკუთარ თავში რომ დიზაინერის ნიჭი აქვს?

– გავმხდარიყავი დიზაინერი, ახლა გადავწყვიტე, როდესაც აკადემია დავამთავრე, მაგრამ სულ პატარა ასაკიდან მქონდა ამისკენ მიდრეკილება და ნიჭი. ექვსი წლიდან ვკერავდი ტანსაცმელს თოჯინებისთვის, ათი წლის ასაკში უკვე ორასამდე თოჯინის კოსტიუმი მქონდა შექმნილი. შვიდი პერსონალური გამოფენა მაქვს მოწყობილი ფერწერის განხრით. ვიყავი პრეზიდენტის სტიპენდიანტი, პრეზიდენტის გრანტის მფლობელი. შესული ვარ საბავშვო ენციკლოპედიაში, როგორც ყველაზე ნიჭიერი ბავშვი ჩემს ასაკში.

– შენ თუ მიგაჩნია, რომ ნიჭიერი ხარ?

– აუცილებლად. ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ძალიან ნიჭიერი ვარ. ნელ-ნელა ამას ვამტკიცებ კიდეც. თუმცა, სიმართლე გითხრა, ფართო მასისგან ამის აღიარებას ველოდები-მეთქი, ვერ გეტყვი. იშვიათად ხდება, რომ რაღაცა კარგსა და საინტერესოს აკეთებ და მასა ამაზე ტაშს გიკრავს. უფრო უინტერესო რაღაცეებზე გიკრავენ ხოლმე ტაშს, ჩემთვის არანაირი ღირებულება რომ არ აქვს.

– აბა, რისთვის აკეთებ ამ ყველაფერს?

– ხელოვნებისთვის! ბიჭოლა ხელოვნებისთვის. არსებობს ხალხის კატეგორია, რომელიც ჩემს შემოქმედებას ხელოვნებად აღიქვამს და შემდეგ უკვე მოდის „ქეჟუალ“ სამოსის შესაკვეთად. სულ ვცდილობ, ჩემი სამოსი იყოს განსხვავებული, საინტერესო, ცოტა პროვოკაციული.

– ქართველი დიზაინერების ძალიან დიდი სია არსებობს. შენ რომელ ადგილზე ხედავ საკუთარ თავს ამ სიაში?

– არ მინდა, ძალიან ამბიციური გამოვჩნდე, ყოველ შემთხვევაში, თუ ადგილების გადანაწილებაზე მივა საქმე, არ მგონია, ქვედა დონეზე აღმოვჩნდე. პირველ ნომრებში ვიქნები ნიჭის თვალსაზრისით. მაგრამ, სხვა არის, თუ ამ სიას კომერციულობის მიხედვით შეადგენ. ერთი წელია, რაც ჩემი ბრენდი არსებობს და როგორც ბიზნესი ახლა ვიწყებ ყველაფერს.

– რას აკეთებდი ლონდონში? გავიგე, რომ „ზარასთან“ მუშაობდი.

– არა, ეს ტყულია. „ზარას“ მაღაზიაში სეილს-ასისტენტად ერთი თვე ვიმუშავე, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ფული მჭირდებოდა. იყო საუბარი იმაზე, რომ თუ წავიდოდი ესპანეთში, იქ ერთ-ერთ დიზაინერად დავიწყებდი მუშაობას, მაგრამ არ წავედი. ლონდონში სამი თვე ვისწავლე „სენტრალ სენ მარტინში“, გავიარე მოდის კურსები, ავიმაღლე კვალიფიკაცია.

– შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? მუზები თუ თამაშობენ რაიმე როლს შენს პირად ცხოვრებაში?

– ნანა გუდავაძეს გულისხმობ?! ნებისმიერი კოლექციის შექმნას სჭირდება კონკრეტული პიროვნება. ვისზეც ახალ კოსტიუმებს ააგებ, გონებაში სწორედ მას აცმევ ყველაფერს, რომელიც შემდეგ უკვე ხორცს ისხამს და გამოდის პოდიუმზე. თუმცა, ეს არანაირად არ უკავშირდება პირად ცხოვრებას. ახლა, ამ ეტაპზე სწორედ ნანუკა გუდავაძე გახდა ჩემი მუზა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 14 წლის არის და 164 სანტიმეტრია, ის სახე აქვს, რომელიც ინსპირაციას მაძლევს და ახალი იდეებით მტვირთავს.

– რას ნიშნავს დიზაინერისთვის მისი მუზა? დღე და ღამე ამ სახეზე ფიქრობ კოლექციის შექმნის წინ?

– არა. ზიხარ შენთვის, უსმენ მუსიკას ან უყურებ ტელევიზორს და უცებ მოდის ტიპაჟი, ადამიანი, რომელსაც ჩემი ტანსაცმელი აცვია. შემდეგ უკვე ვავრცობ მოდელს, ემატება დეტალები და კოსტიუმი სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება.

იყო მოდელი, რომელსაც მამაკაცის კოლექცია მოვარგე. ეს ჩვეულებრივი შემოქმედებითი პროცესია, სადაც განსაზღვრული, გამზადებული ფორმულები არ არსებობს. მუზა და შემოქმედება აბსოლუტურად არ ეხება პირად ცხოვრებას, ლაშაც და ნანუკაც ჩემი მეგობრები არიან. რაც შეეხება პირადს, ჯერ მხოლოდ ოცდაერთი წლის ვარ და სერიოზულ ურთიერთობებზე არ ვფიქრობ. ფლირტი, მოწონება, გატაცება სულ არის, მაგრამ საქმეში იმდენად დიდი და სერიოზული გეგმები მაქვს, რომ რაიმე სასიყვარულო ურთიერთობის გასერიოზულება უახლოესი რამდენიმე წელიწადი კითხვის ნიშნის ქვეშაც კი არ არის.

– ეს ულვაში ნამუსია თუ მხოლოდ იმიჯი?

– არა მხოლოდ და მხოლოდ იმიჯი. სხვათა შორის, ერთ-ერთ გადაცემაში იდეა გაჩნდა, ნამუსი პირდაპირ ეთერში გამეპარსა, მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებ. ჩემი „ნამუსის ახდა“ ძალიან სკანდალური თემაა ნებისმიერი გადაცემისთვის.

– შენი მომავალი როგორ წარმოგიდგენია, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში?

– ისეთივე მრავალფეროვანი, როგორიც ჩემი ცხოვრებაა. ჩემს გვერდით აუცილებლად ძალიან ლამაზ მანდილოსნებს ვხედავ. რაც შეეხება ცოლს, შეიძლება, საერთოდ არ მოვიყვანო. მაგრამ ქალი ყოველთვის მეყოლება გვერდით, რომელიც ცოლობასაც, მეგობრობასაც და საყვარლობასაც საკუთარ თავზე აიღებს (იცინიან).

– სად ერთობი ხოლმე?

– რა სასაცილოა ამას რომ მეკითხები, სადაც ვერთობი ყველგან კამერით მოდიხარ. ძირითადად, ქართული წვეულებების სტუმარი ვარ, სულ მეგობრებთან ერთად დავდივარ. ხშირად დავდივარ რესტორნებში, ცოტას ვჭამ და ბევრს ვსვამ. მიყვარს დალევა, ვფიქრობ, დატვირთული დღის მერე ძალიან კარგი განტვირთვის საშუალებაა. ხალხისგანაც ხშირად ბევრ ნეგატივს ვიღებ, რისგანაც ვიცლები ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფნისას ბევრი ცეკვისა და გართობის დროს.


скачать dle 11.3