კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიზანი ამართლებს კარდაშიანს


სომხური ფესვების მქონე ამერიკელი ლამაზმანი, კიმ კარდაშიანი, პოპულარობის ზენიტშია. მას იღებენ რეკლამებში, სერიალებში, მღერის, პოდიუმზე დადის და, ქართველი რომ იყოს, სავარაუდოდ, მერობის ერთ-ერთი კანდიდატიც იქნებოდა. მისი წარმატების საიდუმლო გასულ კვირას კიმის ყოფილმა მეუღლემ, პროდიუსერმა დეიმონ ტომასმა გათქვა – „მას სხვანაირად არ შეუძლია – მუდმივად ყურადღების ცენტრში უნდა იყოს და მის ცხოვრებას მუდმივად გამადიდებელი შუშით უნდა აკვირდებოდნენ“.

როცა პოპულარობის პიკი ჯენიფერ ლოპესს ჰქონდა, კარდაშიანმა არ მოისვენა, სანამ მისი ქმარი არ შეითრია ლოგინში. მერე პრესა ამაზე ჭორაობდა. „როცა კიმი ცოლად მოვიყვანე, მეგონა, თავგადასავლები დასრულდებოდა, მაგრამ, პირიქით მოხდა – იგი მზად იყო, ნებისმიერს ჩასწოლოდა ლოგინში იმ პირობით, თუ მეორე დღეს ეს გაზეთების პირველ გვერდზე იქნებოდა. ახლაც ასეა – კარდაშიანს ამერიკა აღარ ჰყოფნის და ევროპის დაპყრობა გადაწყვიტა. სწორედ ამიტომ იყო იგი მადრიდში,“ – განაცხადა ტომასმა.

მადრიდში კარდაშიანი კრიშტიანუ რონალდუს ესტუმრა და, მართალია, ფეხბურთში ბევრი არაფერი გაეგება, მაგრამ, იმდენი კი იცის, რომ პორტუგალიელი ძალიან პოპულარულია. მან კრიშტიანუს სახლში ერთი ღამე გაატარა და მეორე დღეს ისევ შტატებში დაბრუნდა, თუმცა, ეს სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ მადრიდულ პრესას მომხდარზე ორი კვირის განმავლობაში ეწერა. მერე იტყვიან, პოპულარობა ძნელიაო...


скачать dle 11.3